ქალები და კაცები სამუშაოზე

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , ,

businesswoman-dominating-businessman

ავტორი: გურამი

ქალები.

დადებითი თვისებები

1. თავისთავად შენს გვერდით მდედრის მუშაობა რამდენადმე ახალისებს და მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.

2. ზოგიერთ მდედრს აქვს ინტუიციის და ალღოს გამაოცებელი უნარი. მაგალითად ჩემთან მუშაობს ერთი ასეთი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის. არადა წესით ვერ უნდა ასწრებდეს.

3. ყოველთვის შეიძლება ვიღაც შენიანი გამოიცეკვო წვეულებისას და ამით თავი აარიდო თუმც ნაკლებად მოსალოდნელ, მაგრამ მაინც შესაძლებელ გაუგებრობებს, რომლებიც გაჩნდებოდა სხვა ჯგუფიდან თუ გამოიცეკვებდი მდედრს.

4. სულ სხვაა ქალის ხელით მოწესრიგებული სამუშაო ადგილი. სულ სხვაა ქალის ხელით გაწყობილი ალაფუშეტის სუფრა და სულ სხვაა ქალის მიერ წაყვანილი პრეზენტაცია.

უარყოფითი თვისებები

1. როგორც წესი მდედრებს ძალიან უყვართ თავის მოვლა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ფაქტორი სამუშაოს დაწყებისას, რადგან ზემოაღნიშნულმა თვისებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაგვიანება სამუშაოზე.

2. ყოველი მდედრი პოტენციური დედაა. დედობა კი თავის მხრივ ნიშნავს

21 - დეკრეტს - რამდენიმე თვე ხელფასს უხდი ადამიანს, რომელიც არ მუშაობს.

22 - მშობიარობისწინა უხასიათობას და შრომისუნარიანობის შეცვლას. (არ ვამბობ დაქვეითებას, იმიტომ რომ ზოგიერთს უძლიერდება კიდეც)

23 - ზოგიერთი კომპანია პირველ შვილზე დახმარებას აძლევს თანამშრომელს. ესაა ხარჯი, რომელსაც არანაირი მოგება არ მოაქვს.

3 - ჭორაობა - ყველაზე დიდი პრობლემა მდედრთა შორის. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა გაუბა საუბარი თანამშრომელს შენს გუშინდელ ნანახ ფილმზე შუა სამუშაო პროცესისას, თან მაშინ, როდესაც საქმეები ასე ვთქვათ "თავზე გაყრია".

კაცები>>> იხილეთ აქ >>> djguro.blogspot.com



0 comment(s) to... “ქალები და კაცები სამუშაოზე”