კაპელოს სიგიჟე ანუ რა ხდებოდა ინგლისის ნაკრებში
Posted 8:00 PM by Nina in თემები 2010 მსოფლიო ჩემპიონატი, 24saati.ge, World Cup 2010, სპორტი, ფეხბურთიvia 24 საათი 09.07.10
ერთდროულად რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინგლისის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელების აღიარებები.
მოთამაშეები დაუფარავად საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდებოდა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში, ამბობენ, რომ კაპელომ ინგლისის ნაკრებში საშინელი რეჟიმი დაამყარა და მწვრთნელის ზოგიერთი გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა სიგიჟე.
ორი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მარცხი იწვნია და ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარი ვინაობის გამხელას ერიდებიან, ჟურნალისტებთან საუბარში კაპელოს შეცდომებზე საუბრობენ.
რა ხდებოდა ინგლისის ნაკრებში? პარანოია, შიში, ცრურწმენები - ასე შეიძლება დახასიათდეს ვითარება, რაც ინგლისელთა ბანაკში სუფევდა.
“ჩვენ ყველა აღფრთოვანებით შევხვდით იმ მეთოდებს, რომლითაც კაპელო შესარჩევი ციკლის დროს მუშაობდა, - ამბობს ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი ფეხბურთელი, - დღეს კი ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ თავს ვეკითხებით, რა მოხდა ისეთი, რომ ფაბიომ დაივიწყა ის პრინციპები, რომლითაც შესარჩევი ციკლის დროს სარგებლობდა და წარმატება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი იყო. აფრიკაში ჩასვლისთანავე მას ყველაფერი დაავიწყდა. ის, რასაც კაპელო მუნდიალზე აკეთებდა, გამაოგნებელია. არც კი მჯერა, რომ შესარჩევ ციკლში და მუნდიალზე ჩვენ ერთი და იგივე ადამიანი გვწვრთნიდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ჩვენთან მუშაობდა მისი ტყუპისცალი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რა უნდა გააკეთოს”.
“ნაკრების ბევრ ფეხბურთელს შეუყვარდა კაპელო, რადგან მან მთლიანად გარდაქმნა გუნდი, რომელსაც სტივ მაკლარენი ავარჯიშებდა. ახლა კი ვერ ვხვდები, რატომ დაანგრია ყველაფერი, რაც თავადვე ააშენა, - ამბობს მეორე, - შესარჩევ ციკლში ყველა დეტალს ეთმობოდა ყურადღება. ჩვენ ვიცოდით, თუ როგორ თამაშობდა მეტოქე, რა უნდა გაგვეკეთებინა სტანდარტების დროს და როგორ დაგვეცვა თავი. სამხრეთ აფრიკაში ყველაფერი გაქრა. ვაწყობდით გუნდურ შეკრებებს, ვარჩევდით განვლილ მატჩს, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, კაპელო ჯიუტად გვათამაშებდა 4-4-2 სისტემით. არადა, თავიდანვე გამოჩნდა, რომ ამ სქემას შედეგი არ მოაქვს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კაპელო ცოტათი გაგიჟდა. უცბად დაბერდა. როცა გვიყვიროდა, ინგლისურად ვეღარ ლაპარაკობდა და სასოწარკვეთაში ვარდებოდა. ის ფეხბურთელებიც კი მოიძულა, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მსოფლიო თასი მისთვის ნამდვილი გამოცდა გამოდგა, რომელიც ვერ ჩააბარა. საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში არ ვიცით და სრულ პარანოიაში ჩავარდა. ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშზე უნდა გასულიყვნენ, მოურიდებლად ეუბნებოდა, რომ არაფერი არ იციან. სამი მეკარიდან არც ერთმა არ იცოდა, რა ხდებოდა კაპელოს თავში, ვის დააყენებდა შემადგენლობაში. გერმანიის მატჩის დაწყებამდე არავინ ვიცოდით, ვის ათამაშებდა კაპელო - კარაგერს თუ აპსონს.”
კაპელოს პარანოია მხოლოდ ფეხბურთელებისთვის როდი იყო შესამჩნევი. იტალიელმა ყველას დაანახა, რომ ნერვები წესრიგში არ აქვს, როდესაც ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ფოტორეპორტიორს დაესხა თავს - ჩათვალა, რომ ის მეტოქე გუნდის ჯაშუში იყო.
ფეხბურთელები იმასაც ყვებიან, რომ დონ ფაბიომ მათ სასტუმროში მკაცრი დისციპლინა დაუწესა და ნომრებში მომსახურების სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. დონ ფაბიომ იცოდა, რომ ფეხბურთელები ამ კანონს არ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან ერთად ნაკრებს საკუთარი დიეტა დაუწესა.
ხშირად ფეხბურთელები საკუთარ ნომრებში იყვნენ ჩაკეტილი და სამი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ გარეთ გასვლის უფლება.
სიტუაცია არაკონტროლირებადი გახდა მაშინ…
იხილეთ გაგრძელება>>> 24saati.ge