weekend.ge 7-9 მაისი
Posted 6:00 PM by Nina in თემები clubbing, Weekend.ge, გართობა, თეატრი, კინო, კონცერტი, ფესტივალი, ფილმებიავტორი: weekend planner
7,8 და 9 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, სცენაზე გამოვა ანსამბლი “ერისიონი”. ბილეთის ფასებია 20,30 და 40 ლარი. საკონტაქტო ტელეფონი: 99-05-99
8 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში გაიმართება “ახალი ღვინის ფესტივალი”. „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან : „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა.შ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ბოლო მოსავლის ღვინოებიც.
შესვლა უფასოა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “ღვინის კლუბის”ბლოგზე.
კლუბები/ბარები/რესტორნები/
კინოთეატრები/თეატრები იხილეთ აქ>>>