ანარქისტული იუმორი (+18!)

Posted 7:00 PM by Nina in თემები , ,

8x6_futurama_bender02

ავტორი: 2kija

უძველესი დროიდან დღემდე იუმორი რაიმე გაბატონებულ ფასეულობათა დასაცინად გამოიყენებოდა. მაგალითად გეი, ოჯახური და სექსუალური ხუმრობები, ასევე რასისტული ხუმრობა დღევანდელ სამყაროში ძალიან პოპულარულია.ყველაზე მაგარი მაგალითია ქართულ ჟურნალებში გამოქვეყნებული უკბილო უცხოური ანეგდოტები, რომლის ქართული ჩანაცვლებებიც მოგვიანებით შეიქმნა და რომელიც დასცინის სქესთა შორის ღალატს. ერთგვარ შორეულს, ფანტასტიკურს ხდის მას. მაგალითად მოვიყვან ანეგდოტს რომელიც სადმე მაინც გაგიგიათ, ტრაქტორის დაქოქვის შესახებ. იმისთვის, ორმ უფრო ღრმად განვიხილოთ, ჯერ ანეგდოტს მივანიჭოთ სამი განზომილება 1) ფასეულობა 2) შინაარსი 3) ელემენტები

ფასეულობები ზოგი მივიწყებულია, ზოგი ახალი (მაგალითად რასისტული ხუმრობა, რომლის რასისტულობაა სასაცილო, დაცული ფასეულობა: ანტირასისტული განწყობები)

ა) ფასეულობა: ოჯახური სიმტკიცე :დდ

1) ანეგდოტი მივლინებაზე და ელექტრო ან ტექნიკურ ხელსაწყოზე

ბ) შინაარსი: იდეა ისაა, რომ ქმარი მივლინებაში წასვლის წინ ქალს ახატავს რაიმე ხლესაწყოს რომელსაც ორი მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს და ეს მდგომარეობები ადვილად დასახატი იყოს. კლასიკური მაგალითია ტრაქტორი, მარა ტრაქტორს როგორც ელემენტს ისე განვიხილავ. ამ დროს მეზობელი კერავს ამ ქალს, და ეუბნება ახალ ტრაქტორს დაგახატავო. ქმარი ბრუნდება და განრისხებული სვამს კითხვას: ვინ დაქოქა ჩემი ტრაქტორი?

გ) ელემენტები: ტრაქტორი, მივლინება. მივლინებაში წასვლა ერთგვარი საბჭოური მოვლენაა, ისევე როგორც ტრაქტორი. ელემენტების გამოყენებით ადვილად მივხვდებით თუ რომელი დროიდან მოდის ანეგდოტი. თუმცა ელემენტები ძალიან ადვილად შეიძლება შეიცვალოს

ელემენტების ცვლილების ყველაზე მარტივი მაგალითია, თუ ამ ქმარის სახელი ვალოდია კიარა, მიხოა (თუმცა მიხო მოძველებულია და დღეს რატომღაც “სვანი” გახდა აქტუალური.)

ანარქიზმი

მოკლედ ამავე სისტემით მივუდგები ანარქისტული იუმორის განხილვას. ანარქისტული ანეგდოტი, არის ანეგდოტი რომელსაც სამი ზემოთჩამოთვლილი თავისებურებიდან არცერთი არ ახასიათებს. განსაკუთრებით კი პირველი, ანუ ფასეულობა.

ასეთი შემთხვევები ხშირად გვხდება south park ში ან family guy ში. როცა outcome არ არის სასაცილო, არც რაიმე მორალის შემცველი და არც ჩვენგან გამომდინარე. არამედ უბრალოდ, მარტივად და ყველაფრის გარეშე, სასაცილოა იმიტომ, რომ უაზრობაა.

 

 

თუმცა უაზრობა არაა ერთ-ერთი მახასიათებელი. მაგალითად ტვინშერყეული ცხენის მოყვანა სახლში მოცავს ამერიკულ ოჯახებში კაცის მიერსტრანნი რაღაცეების ყიდვაზე კაიფს, ოჯახურ ერთობაზე და ა.შ აი თვითონ ნახეთ ეპიზოდი. ბოლოში სტუი ამბობს we are an unusuall family, ეს ეპიზოდს მთლიანობაში ხდის ტუფტას მარა თვითონ ცხენი, ცალკე აღებული, ძალიან მაგარია!

იხილეთ გაგრძელება>>>2kija.eu



0 comment(s) to... “ანარქისტული იუმორი (+18!)”