ჯეინ კემპიონი (Jane Campion)
Posted 6:00 PM by Nina in თემები rodrigo santoro, დაჯილდოვება, კინო, ფილმები, ხელოვნებაავტორი: Rodrigo Santoro
“You know, sex is actually not so original as the way people love or the stories behind each relationship, which is what you remember. Sex is sex in the end.”
ჯეინ კემპიონის პირველი ფილმი რომელიც ვნახე, როგორც მახსოვს “ლედის პორტრეტი" იყო და ისიც იმიტომ ვნახე, რომნიკოლ კიდმანი თამაშობდა. მომეწონა ფილმი, მით უმეტეს ძალიან მომწონს როდესაც ფილმებში ძველი ინგლისის ბურჟუაზიის ცხოვრებაა გადმოცემული. ის ეპოქა, თავისი კაბებით, უამრავი ტანისამოსით და სულისშემხუთავი კორსეტებით, დახვეწილი მანერებით, ირონიულ-სიტყვამოსწრებული დიალოგებით და ა.შ. ჩემს დიდ ინტერესს იწვევდა ყოველთვის და ჯეინის ფილმების უმეტესობაც ამ ყველაფრის ნაზავია.
ჯეინი 1954 წლის 30 აპრილს დაიბადა ველინგტონში, ახალ ზელანდიაში. გარდა კინორეჟისურით გატაცებისა, ის წერს კიდეც, ამიტომ თავისი ფილმების სცენარისტიც ხშირ შემთხვევაში თავადაა. განათლება დედოფალ ვიქტორიას სახელობის უნივერსიტეტში (ანთროპოლიგია 1975 წ.) და სიდნეის სამხატვრო კოლეჯში (1979 წ.) მიიღო.
ის დღემდე ყველაზე ცნობილ ქარ რეჟისორად რჩება მსოფლიოში. მიღებული აქვს ყველა პრესტიჟული ჯილდო: “ოქროს პალმის რტო” 1993 წ.; “ვერცხლის დათვი” 1990 წ.; “ოსკარი” სცენარისთვის 1994 წ.
მის ფილმებში დომინირებს სიგიჟის, გაორების, გაურკვევლობის და სურვილების თემები. მისი ნამუშევრები მუდამ კინოკრიტიკოსების და მაყურებლის დიდი განხილვის საგანია. ცნობადობა და წარმატება მოუტანა ფილმმა “პიანინო”, რომელიც უმეტეს თქვენგანს ნანახი ექნება. 2007 წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.
იხილე გაგრძელება>> >> >>popularpopcorn.blogspot.com