გიორგი გვახარია – “სერგო ფარაჯანოვი”

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , ,

foto-yri-mechitova

ავტორი: გოგი გვახარია

სერგო ფარაჯანოვი – Sergei Parajanov (1924 – 1990)

 

“სერგო ფარაჯანოვმა თვისებრივად ახალი ესთეტიკა შექმნა მსოფლიო კინოში – ხელოსნობა, “ხელოსნური”, ძალზე რაციონალური, ამასთან, გამომხატველი, პლასტიკური სამყარო “ხელოვნების” დონეზე აიყვანა. ამ სამყაროს შეფასება არ შეიძლება “კარგი” და “ცუდი” გემოვნების კატეგორიებით, რადგან ეს სამყარო თავად უარყოფს “გემოვნების” ფენომენს ხელოვნების ნაწარმოების შეფასებაში. რეჟისორი თითქოს კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ფილმის შეფასებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმი უნდა ჰქონდეს –რამდენად გამოხატავს ფილმი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, რეჟისორის ხასიათს, მის სულიერ სამყაროს, მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი – რამდენადაა თავისუფალი ავტორი. ამ თვალსაზრისით კი, სერგო ფარაჯანოვის ყოველი ფილმი მისი ხასიათია – ხასიათი ნაწყენი, “ნატკენი”, მაგრამ სიცოცხლისა და ადამიანების რწმენით აღსავსე ხელოვანისა, რომელსაც ერთი ძირითადი “კანონი” აქვს – სილამაზის არანორმალური სიყვარული… ფარაჯანოვის მხატვრული სამყარო, უპირველეს ყოვლისა, მაყურებლისთვის იქმნება – მისი აქტიურობისთვის, პროვოცირებისთვის არის მოწოდებული. ამიტომ ამბობენ, რომ ფარაჯანოვის ფილმები ადრეისტორიულ, პირველყოფილ სამყაროსთან გვაკავშირებს – იმ სამყაროსთან, რომელიც ბუნებრიობას უნარჩუნებდა ადამიანს; როცა ადამიანი ჯერ კიდევ ბუნების ნაწილი, “ბავშვი” იყო. ამიტომაც ესოდენ “ბავშვურია” მისი ფილმების მხატვრული სამყარო.”. 

წყარო >> >> >>burusi.wordpress.com



0 comment(s) to... “გიორგი გვახარია – “სერგო ფარაჯანოვი””