ინტერვიუ Me And My Monkey-სთან

Posted 6:46 PM by Nina in თემები , , , , ,

adfvbb-400x305

ავტორი: ნასტასია არაბული

თავიდან ცალ-ცალკე აკეთებდნენ მუსიკას. ტეტე ,, The Neverland”- ში უკრავდა, გაჩა კი ,,Vietnam  Radio’’-ში. მერე შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის მუსიკალური ხედვა მოიწონეს   და ერთად გადაწყვიტეს მუსიკის კეთება.   2007 წლიდან ერთად უკრავენ ბენდში, რომელსაც ,,Me And My Monkey’’ ქვია.  ხშირად ჩნდება კითხვები, რომელია მე და რომელი მაიმუნი, ან საერთოდ რა შუაშია მაიმუნი მუსიკასთან.

მაიმუნი, რა თქმა უნდა, არც ერთია. ერთი სანდრო ჩინჩალაძეა და მეორე გაჩა ბაქრაძე, მაიმუნი კი სანდროს პროცესორზე მიკრული სტიკერია, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, სანამ ისინი ერთად დაიწყებდნენ მუსიკის კეთებას.

ძველი ამბებიდან დავიწყოთ.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ალბათ ბენდის არსებობის განმავლობაში გერმანიაში ერთ-ერთ ფესტივალზე თქვენი მონაწილეობა იყო.

 

ხო, ეს იყო  საკმაოდ დიდი ფესტივალი, Altstadtfest. ბევრ ადგილას ტარდებოდა და შეიცავდა პატარა ფესტივლებს. ერთ-ერთი ზაარბრიუკენში  Rockwise-ის ფესტივალი იყო, იქ დავუკარით ჩვენ.  ორი სინგლი ჩავწერეთ, ერთი რემიქსი კი გერმანელი პროდუსერის, Zombie Nation -ის ახალ რელიზში შევიდა.

როგორც ვიცი, საზღვარგარეთულ გეგმებს ისევ აწყობთ.

შვედეთში ვაპირებთ წასვლა და კლუბში დაკვრას. ფულის გამო არ მივდივართ, პატარა კლუბია. ძირითადად გამოცდილების შესაძენად  და ახალი გარემოში  გვინდა წასვლა. თან უცხო ხალხს გავაცნობთ ჩვენ თავს.

ბოლო პერიოდში ბევრი სიახლე დაგიგროვდათ.ოფიციალური საიტი გაქვთ, კლიპებს იღებთ…

ოო, საიტი ჯერ არ არის დამთავრებული, ნელ-ნელა შეივსება. მაგრამ 3D ეფექტი უკვე აქვს  და საინტერესოდ გამოიყურება.
კლიპები ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის, ისე, 2  ტრეკზე კეთდება ვიდეოები, Starfucker-სა და Revolution-ზე.
ხო, კიდევ  ამიკოსთან (Accidboy) ერთად ვმუშაობთ. ეს იქნება ელექტრო–ჰიპ ჰოპ ტრეკი  სახელადbang bang boys. Studio One”- ში იწერება გიორგი გვარჯალაძესთან (აქ ჩაიწერა წინა ორი სინგლიც)
როცა დამთავრდება,  ”მუზამეს”  ექნება ექსკლუზივი.
ისე მომავალში ჩვენ თვითონ ვაპირებთ რომ ვიდეოები გადავიღოთ ჩვენ ტრეკებზე.

თქვენ უნდა მიგეღოთ მონაწილეობა “Stars for Newcomers” და მერე უარი თქვით. რა მოხდა იქ?

ზოგადად  იქ ჩვენი ადგილი არ იყო, ერთადერთი მოტივაცია, რისთვისაც  მონაწილეობას მივიღებდით, ფული იქნებოდა, რაც საკმაოდ ცოტა იყო და ჩვენც აღარ გამოვედით. თან უკვე აღარ ვართ ისე დამწყებები  რომ ნებისმიერ კონცერტზე დაკვრა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის.

რაც შეეხება ოპენ აირს, ხართ უკვე ჩამოყალიბებულები, დაუკრავთ თუ არა წელსაც?

არა, ჯერ  თვითონ  ორგანიზატორებსაც არ აქვთ მგონი გეგმები. ვნახოთ.

სამაგიეროდ სულ რამდენიმე დღის წინ ,,ელექტრონავტებზე’’ დაუკარით, რომელიც პრინციპში ელექტრომუსიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა წლის განმავლობაში.  თქვენი დამოკიდებულება როგორია?

ელექრტონავტები ძალიან კარგია რომ ტარდება. სერგი გვარჯალაძე ძალიან კარგ საქმეს აკეთებს …

იხილე გაგრძელება>>>muzame.ge



0 comment(s) to... “ინტერვიუ Me And My Monkey-სთან”