აფხაზური დილემა და მეფის ძაღლი
Posted 6:55 PM by Nina in თემები foreignpress.ge, ომი, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველოავტორი: ლინკოლნ მიტჩელი
არსებობს ერთი ძველი ისტორია. მეფის რუსეთში ერთ-ერთი დარბევის დროს, თავდამსხმელები ებრაულ ოჯახში შეიჭრნენ, მათი მოკრძალებული ქონების დიდი ნაწილი გაანადგურეს და ოჯახის უფროსს მოკვლით დაემუქრნენ. შეშინებული მამაკაცი თავდამსხმელებს სთხოვდა არ მოეკლათ და საბოლოოდ მას სიცოცხლე იმ პირობით შეუნარჩუნეს, რომ ერთი წლის განმავლობაში მეფის ძაღლს ლაპარაკს ასწავლიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავდამსხმელები დაიმუქრნენ, რომ დაბრუნდებოდნენ და ოჯახის თავს მოკლავდნენ. მათი წასვლის შემდეგ მამაკაცს ცოლი ეკითხება – „შენ რა გაგიჟდი? როგორ უნდა ასწავლო ძაღლს ლაპარაკი?“ კაცმა უპასუხა – „ვინ იცის, ერთ წელიწადში ან ძაღლი მოკვდება, ან ძაღლის პატრონი“
ეს ისტორია, ახლახანს აფხაზეთში მოგზაურობისას გამახსენეს. აფხაზეთი, საერთაშორისო სამართლის თანახმად რა თქმა უნდა დღემდე საქართველოს ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ხელმძღვანელობა მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს, საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს. აფხაზეთის ხელმძღვანელების პრეტენზია მნიშვნელოვნად ილახება რუსეთზე მისი უკიდურესი დამოკიდებულების გამო, როგორც უსაფრთხოების ასევე ეკონომიკის და გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტის თვალსაზრისით.
საქართველოს დილემა აფხაზეთთან დაკავშირებით ცხადია. თბილისი აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციისკენ და მასზე საკუთარი სუვერენიტეტის აღდგენისკენ მიისწრაფვის, თუმცა ეს ამოცანა, რომელიც მარტივი არასდროს ყოფილა, გაცილებით გართულდა იმით, რომ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების სამსახურების არსებობა აფხაზეთის ხელმძღვანელობას ქართული მხარის ნებისმიერი ტიპის მცდელობაზე უარის თქმას უმარტივებს. მეტიც, აფხაზეტში რუსული გავლენის სერიოზული ზრდა იმას ნიშნავს, რომ პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გართულდება.
აფხაზების დილემა გაცილებით რთულია. ისინი აღარ ღელავენ იმაზე, რომ თბილისი მათ თავს დაესხმება, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების სამსახურების ყოფნას ეს საფრთხე ნულამდე დაჰყავს. აფხაზეთის ლიდერები დიდად არც იმით სწუხან, რომ მათ რეალური სუვერენიტეტის დიდი ნაწილი რუსებს შესწირეს, რადგან მათთვის ეს ფორმალური დამოუკიდებლობისა და თბილისისგან მკაფიოდ გამიჯვნის საფასურია.
აფხაზების ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს არა ის, რომ რუსეთის გავლენა მათზე ძალიან დიდია, არამედ ის რომ რუსეთმა მომავალში საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მათზე შეიძლება უარი სთქვას. ამგვარად, აფხაზეთის დღევანდელი დაცულობის და იმის განცდა, რომ დღეს მათ საქართველოს იგნორირება შეუძლიათ, რუსეთ-საქართველოს შორის დღემდე დაძაბულ ურთიერთობას ეფუძნება, რაც არ შემცირებულა ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ…
იხილე გაგრძელება>>>foreignpress.ge