მოდელი დედიკოების ათეული

Posted 4:30 PM by Nina in თემები , , , ,

tumblr_l17gtyqees1qa0a81o1_500

ავტორი: lika

 

ცნობილი მოდელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შვილების გაჩენა სულაც არ ნიშნავს მათი კარიერის დასასრულს, პირიქით – ახალი ცხოვრების დასაწყისია. ისინი წარმატებულად ართმევენ თავს ოჯახურ ცხოვრებას, შვილების აღზრდას და ძველებურად კარგ ფორმაში ყოფნას.

ისინი შვილების გაჩენის შემდეგაც არ ერიდებიან სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას. თუ როგორ ახერხებენ მშობიარობის შემდეგ მშვენიერი ფორმების დაბრუნებას, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

# # alessandra ambrosio # izabel goulart # marisa miller # miranda kerr # heidi klum # selita ebanks # adriana lima # karolina kurkova

ჰეიდი კლუმი

მას აქვს პრეტენზია, სამოდელო სფეროში სუპერმოდელისა და სუპერდედის ტიტული ჰქონდეს. ის ახლა ოთხი შვილის დედაა. ნაბოლარა გასული წლის ბოლოს გააჩინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეში ჰეიდი აქტიურად მუშაობდა, მიჰყავდა ტელევიზიით შოუ ახალგაზრდა დიზაინერებზე. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პოდიუმს თვენახევარში დაუბრუნდა.

“ჰეიდი სუპერქალია. მისი ანალოგი არ არსებობს. ის ყველას გვაოცებს. ოთხი შვილი გააჩინა და ისევ პოდიუმზეა”, – აცხადებს “ვიქტორია სიკრიტის” გენერალური მდივანი.

მოდელმა მშობიარობიდან 6 კვირაში 20 კილო ჯანსაღი კვებითა და სარბენ ბილიკზე ვარჯიშით დაიკლო.

ალესანდრა ამბროსიო

კიდევ ერთი შრომისმოყვარე ბრაზილიელი ანგელოზი, ალესანდრა ამბროსიო, მშობიარობის შემდეგ ზედმეტი წონის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოში მოდელმა გოგონა გააჩინა და მიზნად დაისახა, მოკლე დროში დაებრუნებინა ძველი ფორმა. ალესანდრას ეს მართლაც ადვილად გამოუვიდა. მოდელი ამბობს, რომ ამაში კარდიოვარჯიშები, იოგა და სპეციალური დიეტა დაეხმარა, რომელიც ქორფა ბოსტნეულსა და ყავისფერ ბრინჯზე იყო დაფუძნებული. შედეგმაც არ დააყოვნა. მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ ალესანდრამ 9 კილო დაიკლო და კვლავ პოდიუმზე დადგა.

ნატალია ვოდიანოვა

მისი ცხოვრების ისტორია კონკიას ისტორიას ძალიან ჰგავს. ნატალიამ რუსეთის პროვინციაში მცხოვრები ხილის გამყიდველი გოგონადან ერთ–ერთი წარმატებული სუპერმოდელის ტიტულამდე გზა სწრაფად გაიარა. თავის პრინცს, ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანს, მეჯლისზე შეხვდა. ზღაპრული ქორწილი მაშინ გაიმართა, როდესაც ნატალია ფეხმძიმობის ბოლო თვეებში იყო. პირველი შვილის გაჩენიდან ერთ თვეში ნატალია პოდიუმს დაუბრუნდა. მხოლოდ მე–3 შვილის გაჩენის შემდეგ განაცხადა მოდელმა, რომ ამიერიდან მოდელობა მისთვის ჰობი იქნებოდა და პირველ ადგილზე ოჯახს დააყენებდა. თუმცა მთლიანად მოდელობაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს.

ჟიზელ ბანდჩენი  

როდესაც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ორსულად იყო, ყველას უკვირდა, ნუთუ მოდურ ფოტოსესიებს ჟიზელი წყნარ ოჯახურ ცხოვრებაში გაცვლიდა. ჟიზელმა გადაწყვიტა, ორივე საქმე წარმატებულად შეეთავსებინა. იანვარში ბიჭი გააჩინა, რომელსაც ბენჯამენი დაარქვა, ხოლო მარტში მონაწილეობა მიიღო ერთ–ერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში. ჟიზელი კვლავ უნაკლოდ გამოიყურება. ბრაზილიელმა მოდელმა სხეულის ფორმები წყლის ტანვარჯიშით დაიბრუნა – წყალში სირბილი და ცურვა. ასეთი ვარჯიშები ორგანიზმის ყველა კუნთს აძლიერებს და კალორიებს სწრაფად წვავს.

კეიტ მოსი

კეიტ მოსის ქალიშვილი 8 წლისაა და ის უკვე მოდურ გოგონად ითვლება. ლილა გრეისი თავად ირჩევს ტანსაცმელს და დედასაც შენიშვნებს აძლევს, როცა არ მოსწონს მისი სტილი. კეიტიც აღიარებს, რომ მაღაზიებში ყოველთვის ქალიშვილთან ერთად დადის და ხშირად მის რჩევებსაც ითვალისწინებს.

დედის მსგავსად, ლილასაც უყვარს ჯინსის შორტები, საზაფხულო სარაფნები ჰიპის სტილში და ოცნებობს დიზაინერობაზე. კეიტი კი 36 წლის ასაკშიც ერთ–ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება.

ადრიანა ლიმა 

ბრაზილიელი მოდელი და “ვიქტორია სიკრიტის” მორიგი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, არაერთხელ მოხვედრილა სექსუალური ქალების ათეულში. ახლა კი მოსწონს, რომ მზრუნველი მოდელი დედების ათეულშიცაა მისი სახელი.

პირველი შვილი, ვალენტინა, გასული წლის ნოემბერში გააჩინა. ბავშვის მამა 31 წლის სერბი კალათბურთელი მარკო იარიჩია. ადრიანა აღიარებს, რომ მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა, ოჯახსა და კარიერაზე შეხედულებები შეეცვალა. “როგორც კი მივხვდი, რომ ეს ქორწინება მყარი იყო, მაშინვე გადავწყვიტე, ბავშვის გაჩენა. მოდელობის გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. პოდიუმი ყოველთვის მოიცდის”, – ამბობს ადრიანა.

იხილეთ დანარჩენი>>>ilmfb.wordpress.com



0 comment(s) to... “მოდელი დედიკოების ათეული”