ჩემი ქალაქი ჩემი სახლია

Posted 5:00 PM by anano in თემები , , ,

         

ავტორი – თაზო

Bookmark and Share
 

დღეიდან ამ ბლოგზე ძალიან ხშირად ნახავთ ქუჩაში დაგდებული ნაგვის, ტროტუარზე გაჩერებული მანქანების, გადავსებული მიკროავტობუსების, მიწისქვეშა გადასასვლელში მოკუკულის, მოშარდულის, ძირს დაგდებული სიგარეტის ნამწვავების, ნახევრად შეჭმული ხაჭაპურის, აალებული ნაგვის, ავტობუსის დამტვრეული სკამების  და კიდევ ბევრი გულისამრევი რაღაცის სურათებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს ქუჩაში. რა დემოკრატია, რის ევროკავშირი, ნატო, სტაბილურობა და ა.შ. სანამ ამათ მოვითხოვთ, ჯერ საკუთარი სახლის დალაგება და დასუფთავება ვისწავლოთ. ნამდვილად  არ ვაპირებ მორალისტობას, მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და მინდა, ეს ქვეყანა ცოტათი მაინც სუფთა იყოს(პირდაპირი გაგებით, ყოველგვარი მაღალფარდოვანი აზრების გარეშე).

ამ სურათების ნახვის შემდეგ თუ სირცხვილის გრძნობა არ შეგვაწუხებს, მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენს ქალაქზე, უფრო სწორად ჩვენს სახლზე ყოველდღიური დაჯმა.

ბარათაშვილის ხიდი, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი. ეს ერთ-ერთი ჩვენი თანამოძმის მოკუკულია

ესეც ჩვენიანისაა...

გაურკვეველი ორგანული შენაერთებისგან დამდგარი გუბე

იგივე გადასასვლელი

აბა რომელი ხართ 58-ე სკოლელი?

ვრცლად იხილე აქ>>>

http://freelandia.wordpress.com/



0 comment(s) to... “ჩემი ქალაქი ჩემი სახლია”