ინტელექტუალური სიცრუე, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ნაკითხები, ვიდრე ვართ

Posted 6:00 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი – მჩხაპნელი

Bookmark and Share
 

(პოსტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე ინტელექტუალურად მქენჯნავი მზერა მიუპყრიათ და შეშფოთებანარევი გაკვირვებით: “სირცხვილი შენ… ეს წაკითხული როგორ არ გაქვსო?” უკითხავთ)

რჩევა #1:  აირჩიეთ რომელიმე აღიარებული მწერალი. დაიზეპირეთ მისი ძირითადი ნაწარმოებების სათაურები. გაარკვიეთ, რომელი ითვლება მათ შორის საუკეთესოდ და იქიდან საკვანძო პერსონაჟები, ან ტერმინები ამოარჩიეთ.

 

 

სავარაუდო ფრაზა:   “ვგიჟდები მარკესზე… აი, “მარტოობის 100 წელიწადი” ხო საერთოდ პროზის მწვერვალია… 
      ჯერ მარტო რა დასაწყისი აქვს: “გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია…” – უჰ, გენიალურია!
    არა, ნუ, “პატრიარქის შემოდგომაც” კარგია და “ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონებაც”, მაგრამ მაკონდოელი ბუენდიების პიროვნულ ტრაგედიასთან ვერცერთი ვერ მოვა…” 
(რეალურად, თქვენ ამ ნაწარმოების მთავარი არსი ნორმალურად ვერც გაიგეთ.  ის კი არადა, პირველად წაკითხვა რომ სცადეთ, სახელებში აიბენით და ლამის შუა გზაში მიატოვეთ კიდეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მარკესის სხვა ნაწარმოებები შეიძლება წაკითხული არც გქონდეთ და როგორც ბევრი, დასკვნას თქვენც მხოლოდ ერთი წიგნით აკეთებდეთ) 

რჩევა # 2: აიტაცეთ, იაპონური ლიტერატურა – მოდაშია…

ფრაზა: “ეგ კი არადა, ამ ბოლო ხანებში იაპონურმა მწერლობამ გამიტაცა… რა ქვია იმ მწერალს? აი, ძალიან მაგარია… (მოსაუბრე “გახსენებთ”: კავაბატა თუ მურაკამი?) ჰო, კავაბატა… მაგის წიგნს ვკითხულობდი და ისე გამიტაცა,  ღამე თეთრად გავათენე… ვაი, სახელი როგორ დამავიწყდა… (მოსაუბრე, აღტაცებული: “ათასფრთიანი წერო!!!”). ჰო, ეგ. აი, სკურპულოზური (რეკომენდირებული სიტყვაა) სიზუსტით ასახავს  რეალობას.
      ჰაიკუებზე ხომ საერთოდ მეკეტება (აქ თქვენი სიტყვების დასტურად იზეპირებთ ერთი-ორ ჰაიკუს, ან, უბრალოდ თქვენით თხზავთ ექსპრომტად და რომელიმე იაპონელ მწერალს მიაწერთ). მაგალითად ის:

 

“ქვიშის საათი  მოხერხებულ ადამიანს ჰგავს
        რაც ზევითაა,
        ათი იმდენი ქვევით არის ხოლმე, მიწაში”

      (სასურველია, რომ ეს იაპონელი – ვისაც პოეტობას დააბრალებთ – საქვეყნოდ იყოს ცნობილი. ფაქტია, რომ ადამიანებზე “ცნობილის ავტორიტეტი” დიდად მოქმედებს. ამის გამო, თუნდაც უდიდესი სისულელე შეთხზათ, ისინი ვერ გაბედავენ, აღიარებული მწერალი დაიწუნონ და ჩათვლიან, რომ ის “ჩაუწვდომლად ღრმაა”. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ იტყვიან და მხოლოდ: “დიდებულია, ღმერთო, საოცარია”-ს თქმით შემოიფარგლებიან)

რჩევა # 3: გამოიყენეთ უცნობი გვარები, თუნდაც არარსებული…

 

ფრაზა: “ის იცი? ჯეისონ სმიტი… არა, არა, შმიდტი არა… სმიტი. აი, ძალიან მაგარი მწერალია. უბრალოდ, საქართველოში ჯერ არ იშოვება, ახალია და ვერ დააფასეს სათანადოდ. მე ხომ იცი, ინტერნეტში კითხვას როგორ ვერ ვიტანდი, მაგრამ ამ კაცმა ისე შემითრია, რომ უბრალოდ ვერ მოვწყდი…”
   (შენიშვნა: გამოიყენეთ მხოლოდ ინგლისურის არმცოდნე ადამიანებთან… ვაიდა,  ენის მცოდნეებს ინტერნეტში კითხვის სურვილი გაუჩნდეთ)
 

 

ვრცლად იხილე აქ>>>

 

http://doin.ge/



0 comment(s) to... “ინტელექტუალური სიცრუე, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ნაკითხები, ვიდრე ვართ”