ვირის ხიდი

Posted 2:00 PM by Nina in თემები , ,

2e18399e18390e183a0e18392e18390e18393-e183a9e18390e1839ce183a1-e1839de183a0e18398e18395e18394-e183aee18398e18393e18398

Bookmark and Share
 
ავტორი: ბურუსი
 
2e18399e18390e183a0e18392e18390e18393-e183a9e18390e1839ce183a1-e1839de183a0e18398e18395e18394-e183aee18398e18393e18398

ფოტოზე კარგად ჩანს ორივე ხიდი

 

თბილისელები მტკვარზე გადებულ ვიწრო, საცალფეხო, ანუ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის გამიზნულ ხიდებს ვირის ხიდებს უწოდებდნენ.

თბილისში გასულ და იმის წინა საუკუნეში, თითქმის ერთდროულად ორი ვირის ხიდი გვქონდა.

მტკვრის ქვედა დინებაში არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით. კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი, რომელზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებს გადაჰქონდათ. ამიტომ შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდი. მტკვრის სანაპიროების მშენებლობის შედეგად მდინარის ტოტიც მოისპო და კუნძულიც, თავის ხიდიანად.

მაგრამ სახელი არ გამქრალა, იგი შერჩა ძველი მეტეხის ხიდს, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

1870 წელს მეტეხის კლდის ძირში, მტკვრის კალაპოტის ყველაზე ვიწრო ადგილას, სადაც ახლა 1951 წელს აშენებული ორმალიანი რკინაბეტონის ხიდია, “ამერიკული სისტემის” ლითონის ხიდი აშენდა.

მის მახლობლად ადრიდანვე მოქმედებდა მეორე – უფრო პატარა, ხისა. 1870 წელსვე ისიც ლითონის კონსტრუქციებით აიგო.

დიდზე, რომელსაც ავლაბრისა ერქვა, ურმები, ეტლები და იმ დროის სხვა ტრანსპორტი მოძრაობდა, პატარაზე კი – მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები.

1951 წელს, ახალი ხიდის გახსნის შემდეგ (მას მეტეხის ხიდი ეწოდა), პატარა, ანუ ვირის ხიდი აიღეს.

კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და სანაპიროები, რასაც ძველი თბილისის მეტად კოლორიტული უბანი შეეწირა.

წყარო:

“საქართველოს რესპუბლიკა” # 72
სამშაბათი, 20 აპრილი, 2010 წელი

 

იხილე>>> burusi.wordpress.com



0 comment(s) to... “ვირის ხიდი”