იუმორი და რეკლამა

Posted 1:24 PM by Nina in თემები , , , , ,

cocacolalight_thumb

Bookmark and Share
 
ავტორი: Lord Vader
 

სარეკლამო კამპანია რომ იოლად დასამახსოვრებელი და არამოსაწყენი იყოს – იუმორი მთავარი ინგრედიენტია.

ჯეოსელის SMS, როუმინგ და სხვა სერვისების ძველი სარეკლამო კლიპები  არ მაქვს, არადა ნამდვილად სახალისო იყო, ამიტომ ქინძმარაულის რეკლამით დავიწყებ, რომელიც დაამზადა Ogilvy Group-Ukraine (შემოქმედებითი დირექტორი ბართექ რემსი (Bartek Rams)).

ქართული ღვინო – ისეთივე ამაყია, როგორც ქართველები.

 

ჩიფსების ამერიკელი მწარმოებლის Doritos-ის რეკლამა. ნაცნობი სიუჟეტია გათამაშებული – ასეთი სხვადასხვა კლიპში არაერთხელ შეგვხვედრია, მაგრამ, მაინც სახალისოა.

 

 

ასევე საპირველაპრილო პოსტერი:

Pepsi april fool poster

 

ან Pepsi MiniMax-ს კლიპი, სადაც Coca-Cola არ ჩანს, მაგრამ კადრს მიღმაა.

 

”კოკა-კოლას” აბრა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც გვამცნობს, რომ კომპანიის ოფისი მეორე სართულზეა… “პეპსიკომ” იმავე ბოძზე, კონკურენტის აბრის ქვეშ საკუთარი სარეკლამო აბრა მოათავსა, რომელიც შეგვახსენებს, რომ “პეპსი-კოლა” ყველგანაა. :)

Pepsi is everywhere

 

Playboy-ს სარეკლამო პოსტერი – 31 წელი ბრაზილიაში…

playboy brazil

 

ჩვენთან 1-იც ვერ გაძლო. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რეკლამები აკლდა. :)
პოსტერის ავტორები არიან ფაბიო ბარალდი (Fábio Baraldi) და სილვიო ამორიმი (Silvio Amorim), სარეკლამო სააგენტო Neogama/BBH, შემოქმედებითი დირექტორი ალქსანდრ გამა (Alexandre Gama).

ენდი უორჰოლი ამბობდა – ყველა ადამიანი იმსახურებს დიდების 15 წუთსო. “ფლეიბოის” აზრით კი, ყველა ქალი იმსახურებს, გახდეს ჟურნალის თვის გოგო.

Playboy towelპირსახოცზე წარწერაა: მე შემიძლია მარტის ფლეიმეითი გავხდეო.
სარეკლამო სააგენტო Grey, არგენტინა. სამხატვრო დირექტორები დიეგო რუბიო (Diego Rubio) და კრისთიან ფეიხტენშლაიგერი (Cristian Feichtenslager), შემოქმედებითი დირექტორები ფაბლო ხილი (Pablo Gil), სებასთიან გარინი (Sebastian Garin) და ალეხანდრო იგლესიასი (Alejandro Iglesias)

 

დანარჩენი იხილეთ აქ>>> lifestylebox.wordpress.com



0 comment(s) to... “იუმორი და რეკლამა”