სექს-შოუ საქართველოს აშფოთებს

Posted 2:01 PM by Nina in თემები , , , , ,

daea06b2c549

via foreignpress.ge

Bookmark and Share
 

ტანზე მოტკეცილი წითელი კაბითა და სკამზე მრავალმნიშვნელოვნად გადაწოლილი შორენა ბეგაშვილი კამერას უყურებს და ამბობს – “ახლა ჩვენ იმ ხმებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ადამიანები სექსის დროს გამოსცემენ“

როდესაც მისი გამოსახულება შეიცვალა დაბინდული კადრებით და კვნესის და ყვირილის ხმა გაისმა, გასაგები გახდა თუ რატომ გამოიწვია საქართველოში სექსზე მომზადებულმა პირველმა თოქ-შოუმ „ღამე შორენასთან ერთად“, ასეთი დავა ამ კონსერვატიულ ქვეყანაში.

ეს გადაცემა კერძო ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში გადის, იმ „იმედი“-ს რომელმაც ამ თვეში საერთაშორისო ხმაური გამოიწვია, როცა ეთერში ცრუ „ახალი ამბები“ გადასცა, თითქოს რუსეთი კვლავ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლეს. გადაცემა, რომელიც 27 წლის „ფლეიბოი“-ს მოდელს ბეგაშვილს მიჰყავს, ყოველკვირეულია და ეთერში იანვრიდან გადის. მასში ინტერვიუებია ცნობილ ადამიანებთან, ქუჩის გამოკითხვები ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე და ეროტიკული ფრაგმენტები ჰოლივუდური ფილმებიდან.

ბეგაშვილის თქმით, გადაცემის მიზანი არ არის უბრალოდ გარყვნილება, არამედ სექსში ადამიანების განათლება და საქართველოში მასზე წარმოდგენის შეცვლა. „ჩვენ ვცდილობთ ქართველები სექსში გავანათლოთ“ – უთხრა მან AFP-ს ინტერვიუში, რომელიც თბილისის მოდურ კაფეში, „ჩაის სახლ”-ში ჩავწერეთ. „საქართველოში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ისინი სექსზე საკმარის ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე არ არის“. ბეგაშვილის ოპონენტები ამას არ ეთანხმებიან და პროგრამას რელიგიური ჯგუფების პროტესტი, არხის მიმართ ოფიციალური პრეტენზიები და სასამართლოში ჩივილით დამუქრება მოჰყვა.

დაპირისპირება იმ ფართო დებატების ნაწილია, რომელიც საქართველოში ქვეყნის სოციალური ღირებულებების ირგვლივ იმართება, რადგან ქვეყანა განაგრძობს ტრანსფორმაციას რომელიც 1991 წელს დაიწყო, როდესაც მან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2003 წლის ”ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ, საქართველო სულ უფრო ყურადღებით აკვირდება აშშ-ს და ევროპას, მიბაძვისთვის როგორც პოლიტიკურ და კულტურულ მოდელებს, მაგრამ სექსის მიმართ შეადარებით ლიბერალური დასავლური დამოკიდებულება აქ ტრადიციულ ღირებულებებს აწყდება, მით უფრო იმ ფონზე როდესაც გაზრდილია სოციალურად კონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა.

იხილეთ სრული სტატია>>> foreignpress.ge

 

ორიგინალი



0 comment(s) to... “სექს-შოუ საქართველოს აშფოთებს”