by ჰიუსტონ
ბოლუნრ ჯვარზე თავის დროზე კოპირაითი რომ გაგვეკეთებინა, ახლა ქართველებზე კარგადმყოფი ერი არ იქნებოდა ქვეყანასა ზედა! არადა, რა შანსი გავმაზეთ და ეს უკვე მერამდენედ!
თუ არ ვცდები, ბოლნური ჯვარი საქართველოში 4 საუკუნეში გამოჩნდა, ბოლნისის ბაზილიკაში, სადაც ერთ-ერთი ძველი ქართული წარწერაცაა აღმოჩენილი და რომელიც ამავე საუკუნით თარიღდება. სავარაუდოდ, ეს ჯვარი ქრისტიანობას ”შემოჰყვა” ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და ბოლნურ ჯვრად დაიმკვიდრა თავი. ბოლნური ჯვარი რკალში ჩახატული გაშლილკიდეებიანი ჯვარია (სვასტიკას ნაირსახეობა), სადაც რკალი სულს ასახიერებს, ხოლო ჯვარი – ხორცს (ეს ზოგადად არის ნათქვამი რკალში ჩახატულ ჯვარზე და სავარაუდოდ, ბოლნურ ჯვარზეც ვრცელდება სიმბოლიზმის ეს განმარტება).
დრონი მიდიოდნენ, ჟამი გადიოდა. რას იფიქრებდნენ მავანნი, რომ მე-10 საუკუნეში ბოლნური ჯვარი ირლანდიაში კელტური ჯვრის სახელით თუ გამოჩნდებოდა ოდესმე. ლეგენდის თანახმად, ამავე საუკუნეში წმინდა პატრიკს (რომლის დღეც ამ კვირის 17 მარტს აღნიშნეს) იგი ახლადგაქრისტიანებული ირლანდიისთვის გაუცვნია და ისტორიკოსებს კელტურ ჯვრად მოუნათლავთ.
იულიუს კარლ აუგუსტი - რიკინის ჯვრით დაჯილოებული მესამე რაიხის ჯარისკაცი
მოგვიანებით, ბოლნური ჯვარი ჯვაროსნებმა თავიანთ გერბებსა თუ დროშებს დაახატეს. ტამპლიერებს ჰქონდათ იგივე სიმბოლო და მალტის რაინდებსაც.
სულ ბოლოს კი ეს ჯვარი გერმანელთა კისრებზე გამოჩნდა. მეცხრამეტე საუკუნეში ნაპოლეონის ბატონობისგან გამათავისუფლებელი ბრძოლებში მონაწილე ჯარისკაცებს სწორედ ამ ჯვრით აჯილდოვებდნენ. ამ ჯვარს ”რკინის ჯვარსაც” უწოდებენ. შემდეგ ეს სიმბოლო პრუსიის ჯარში გადავიდა და სულ ბოლოს ჰიტლერმაც აითვისა საფუძვლიანად.
იხილე ვრცლად>>> spacecrusader.wordpress.com