დამსხვრეული ჩახუტება ან შეწყვეტილი ამბორი, როგორც გენებოთ
Posted 6:00 PM by Nina in თემები fsiqe, fsiqe.wordpress.com, კინოავტორი: fsiQe
…სხვათაშორის ყოველთვის მიყვარდა ალმოდოვარის განსხვავებული, ცინიკურ-ტრაგიკური ტრაგიკომედიები, რომლებიც სულ ოდნავ ემსგავსებოდა ხოლმე ლათინო-ამერიკული სერიალების აბდაუბდა სიუჟეტებს, მაგრამ რომლებიც არაფრით ჰგავდა მათ. ყოველთვის მომწონდა ალმოდოვარის ქალები, წითელი ფერიც და პენელოპაც. (თუმცა ჩემი საყვარელი რეჟისორი არასოდეს ყოფილა პედრო) ყოველთვის მომწონდა, რომ მთავარი გმირი არასოდეს იყო კაცი, იყვნენ ძლიერი ქალები, განსხვავებულიბი, ლამაზები, ტრანსსექსუალებიც. იყო ყველაფერი ძალიან ადამიანური, ძალიან მართალი, ძალიან საინტერესო.. ”შეწყვეტილი ამბორი” რომ გამოვიდა, გამიხარდა, ვიცოდი რაღაც ახალს შემოგვთავაზებდა რეჟისორი და იმედიც არ გამცრუებია. ყველაზე განსხვავებული ფილმი ალმოდოვარის შემოქმედებიდან. ძალიან სენტიმენტალური, ამავე დროს არანაირად არ არის ბანალური და უინტერესო. მთელი 2 საათის განმავლობაში ერთი წამითაც ვერ იგრძნობ რომ მოგწყინდა, აღარ გაინტერესებს, გაიწელა.. ახალი კი ის არის, რომ ფილმის მთავარი გმირი მამაკაცია, კინორეჟისორი, რომელმაც ავტოკატასტროფაში შეყვარებული და მხედველობა დაკარგა. დაკარგა საკუთარი თავიც და ახლა სხვა სახელით, სხვა გვარით და სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. ის სულ მარტოა…