წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი
Posted 5:00 PM by Nina in თემები თორნე, ლიტერატურა, ლიტერატურული სამყაროავტორი: თორნე
წლის საუკეთესო წიგნის პრესტიჟული ბრიტანული ჯილდოს-კარნეგის მედლის-ლაურიატი ირლანდიელი მწერალი ქალი შიბან დაუდი გახდა,რომელიც 2007 წლის
აგვისტოში კიბოთი გარდაიცვალა.მისი თხზულება,,ბავშვი ჭაობიდან’’,რომელსაც მიენიჭა ,,კარნეგი’’,2008 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.გაზეთ,,გარდიანის’’ცნობით, ,,კარნეგის მედალი’’პირველად მიანიჭეს ავტორს გარდაცვალების შემდეგ.
ნაწარმოების მთავარი გმირი 16 წლის მოზარდია,სახელად ფერგიუსი,რომელიც ჭაობში გოგონას გვამს აღმოაჩენს და ფიქრობს,იგი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მსხვერპლიაო,სინამდვილეში კი ეს ნამარხი 2000 წლის წინანდელია.შემდგომ ნაწარმოებში იკვეთება მელის-გოგონა ჭაობიდან-და 1980-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ფერგიუსის ხაზები,თავის ტერაქტებით,საპროტესტო შიმშილობებითა თუ კონტრაბანდით.
2009 წელს,,კარნეგი’’სამოცდამეთორმეტედ გადაიცა.მის ლაურიატთა შორის იყვნენ ტერი პრატჩეტი,ფილიპ პულმანი,კლაივ სტეიპლს ლიუისი.