Showing posts with label kidsrave. Show all posts
Showing posts with label kidsrave. Show all posts



რამდენიმე წლის წინ, პატრიკ ვულფის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც ამბობდა, რომ უყვარს, როდესაც მასზე ამბობენ რომ უცნაურია. ამის წაკითხვით მარტივად აიხსნა ჩემთვის, თუ რატომ იყო მისი პირველი ალბომი Lycanthropy სავსე ექსპერიმენტებით, ფოლკის და ელექტროს შერწყმით, ბნელი, თითქმის კათარსისული, ავტობიოგრაფიული ტექსტებით. თუმცა მეორე ალბომში Wind in the wires ექსპერიმენტებიც ნაკლები იყო, უცნაურის ხარისხი საგრძნობლად დაკლებული, მხიარული, თითქმის სულელური ლირიკებით გაწყობილი, რომლებიც თითქოს არქაული პერიოდის ისტორიებს ყვებოდნენ. პირველი ორი ალბომი თუ ეხმაურებოდა მის სურვილს, ხალხს მიეღო იგი, როგორც უცნაურ, გოთიკურ არტისტად, მესამე ალბომით ყველას დაავიწყა, რომ ოდესღაც, ის lo fi ფოლკტრონიკის ჰანგებზე ყვებოდა როგორ მოიჭრა პენისი. მესამე ალბომი The magic position მასიური პოპ ალბომი აღმოჩნდა, სავსე მხიარული ბალადებით. აღარსად იყო დეპრესიული მუსიკა/ტექსტები, მისი ადგილი ძალიან ენერგიულმა და ოპტიმისტურმა პოპმა დაიკავა და ეს ძალიან სასიკეთოდ წაადგა ვულფს, რადგან ჯერ–ჯერობით მისი საუკეთესო ჩანაწერი სწორედ The magic position არის.

გაგრძელება Kidsrave-ზე...



Joker-ისა და Zomby-ის ლეიბლზე აყვანის შემდეგ, ვიფიქრე 4AD შეუერთდა იმ ლეიბლების რიცხვს, რომლებსაც თითქოს 2011 წლის ‘დაბსტეპის გამეინსტრიმების’ გეგმა ქონდათ შესასრულებელი. თბილისიდან ყველაფრის მიხვედრა ძალიან ძნელია, მითუმეტეს ძნელია მიუხვდე, რომელი მიმართულებით მიჰყავთ 4AD-ის ნაირი მონსტრი ლეიბლები მათ A&R-ებს.

ჩემი ეჭვნი და წინასწარმეტყველებანნი რამოდენიმე კვირაში მიასამარა 4AD-ზე ჯგუფ Inc.-ის სადებიუტო EP “3“-ის გამოსვლამ. ნამდვილად არ მახსენდება 2011 წელს გამოშვებული EP/სინგლი, რომელმაც უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვიდრე “3“-მა. Inc. უდაოდ ბოლო წლების საუკეთესო breakthrough აქტია…

ინტერვიუ Kidsrave-ზე...



მოკლე ბიოგრაფიით გაგვაცანი Aquarius Heaven–ი

შავკანიანი გეი ვარ, მიყვარს ყველანაირი ნარკოტიკი. დღის განმავლობაში მძინავს და გართობის მიზნით მიყვარს გარე განათებების დამტვრევა. ეროვნება არ მაქვს, რადგან დავიბადე გემზე, საერთაშორისო წყლებში. კიდევ მძულს მუსიკა და ვფიქრობ მის გარეშე სამყარო უკეთესი იქნებოდა.

თვითნასწავლი მომღერალი ხარ, თუ პროფესიულად მომზადებული?

ორივე. მომღერალი ჩემში ცხოვრობს და მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც შიგნიდან მოდის. მემგონი ურიგოდაც არ გამომდის ჯერ–ჯერობით.

აქვს თუ არა გავლენა იმ ყველაფერს რაც აქამდე გაგიკეთებია, შენს პრუდქტზე, რომელსაც ახლა ქმნი? ფიქრობ ამაზე, თუ ყოველთვის ცდილობ წინ წაიწიო?

რა თქმა უნდა, წარსულს აქვს გავლენა, თუმცა წინ სულ მივდივარ. ახალ მასალას ყოველდღე ვცდი.


ვრცლად Kidsrave.com–ზე


მოუსმინეთ Vakula–ს ექსკლუზიურ მიქსს სპეციალურად Kidsrave–ის პოდკასტისთვის.

Kidsrave: მოგვიყევი რას უსმენდი, როდესაც უკრაინაში იზრდებოდი და როგორ მოახერხე საბჭოთა კავშირში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარი თრექები აგეჟღერებინა დეტროიტელი პროდუსერივით?!

Vakula: ვუსმენდი უამრავ განსხვავებულ მუსიკას. ყველას თავის მიმართულება აქვს და ამიტომ აზრს ვერ ვხედავ იმაში ჩამოვთვალო ყველა ის მუსიკა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემზე. მგონია, რომ ჩემი მუსიკა არ განეკუთვნება დეტროიტულ ჟღერადობას. დეტროიტი თავის ჟღერადობიანად ამერიკაშია.

წლების განმავლობაში, საიდან იღებდი შთაგონებას იმ მუსიკისთვის რასაც ახლა აკეთებ და როგორ გგონია, ისახება თუ არა შენს მუსიკაში რომ უკრაინელი ხარ?

შემთხვევითობაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მუსიკის წერას დავიწყებდი. ერთმნიშვნელოვნად უკრაინა, ჩემი სამშობლო, ახდენდა და ახდენს გავლენას ჩემს მუსიკაზე.

ვრცლად > Kidsrave Podcast #10 with Vakula



„It’s the closest thing to rock & roll I’ve ever done“ ასე ახასიათებს ნიკო ჯაარი მის ახალ პროექტ „Darkside“-ს, რომელიც მისი ლაივ ბენდის გიტარისტ Dave Harrington-თან ერთად წამოიწყო. „Darkside“-ის დებიუტი პირველ დეკემბერს Music Hall of Williamsburg-ში შედგება. 7 დეკემბერს კი საკუთარ ლეიბლ „Clown and Sunset“-ზე გამოვა „Darkside“-ის, ამავე სახელწოდების, სამ თრექიანი EP, რომლის ქოვერი შეგიძლიათ ზევით იხილოთ.

ვრცლად kidsrave-ზე



“The Horrors” როგორც ბენდი 2005 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. პირევლი ალბომი “Strange House” 2007 წელს გამოვიდა, რომელსაც დადებითი შეფასება მოყვა ინტერნეტ თუ ბეჭდური მედიისგან, ამას დაემატა გამოსვლები გლასტონბერის ფესტივალზე და “NME Awards”-ზე, ასევე ტური ბრიტანეთში “Arctic Monkeys”-სთან ერთად და დოკუმეტური ფილმის “Counting in Fives” ჩვენება “Sundance Film Festival”-ზე. ეს დასაწყისისთვის ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვისაც არ სმენია ამ ჯგუფზე, თუმცა მთავარი წარმატება წინ იყო. მეორე ალბომით “Primary Colours” “The Horrors”-მა დაიმსახურა უდიდესი მოწონება მუსიკალურ სამყაროში და გახდა ერთერთი მოწინავე ბენდი ბრიტანეთში, მარტო ის რად ღირს რომ “NME”-ის წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღეს, “Mercury Prize”-ის 12-ეულში შევიდნენ და “UK Albums Chart”-ში 25 ადგილი დაიკავეს. ალბომში არცერთი ''სუსტი'' სიმღერა არ იყო, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა. მათი კომპოზიცია მკაფიოდ დაიხვეწა და უკვე ფაქტი იყო რომ ჯგუფს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, საკითხავი ის იყო დაამტკიცებდნენ თუ არა ისინი ამას შემდეგი ალბომით, რადგან არაერთი მაგალითი არსებობს “ერთალბომიანი” ბენდების. 2011 წელს “youtube”-ზე დაიდო “The Horrors” ახალი კლიპი “Still Life” და უკვე ნათელი ხდებოდა რომ ერთალბომიანი ბენდობის მოლოდინი არ მართლდებოდა. 2011 წლის 11 ივლისს გამოვიდა მათი მესამე და ამ დროისთვის ბოლო ალბომი” Skying”, რომელიც ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია და რომელიც უკვე ღირსეულად მიაკუთვნებს “The Horrors” თანამედროვე ბენდებში ერთერთი ყველაზე ნიჭიერის სახელს. ” Skying” შედარებით უფრო მშვიდია ვიდრე მისი წინამორბედი და უფრო დახვეწილი. ” Skying” მუსიკალურად მდიდარი ალბომია როგორც მთლიანად ასევე ცალცალკე კომპოზიციებად და რა თქმა უნდა მათი ვოკალისტის “Faris Badwan”-ის ტექსტებით.
ვრცლად



  
მართლაც რომ აღმოჩენაა, ის როდესაც უსმენ 16 და 19 წლის პატარა ბიჭების ტრეკებს და ისეთივე სიამოვნებას იღებ როგორც მაგალითად Monolake-ის 1997 წელს გამოშვებული რილიზებიდან. რაშუაშია, მაგრამ მაინც სიამოვნება სიამოვნებაა.
  სამხრეთ-ლონდონელ ძმებ Lawrence-ებს, უკეთ ცნობილებს როგორც „Disclosure“ ნათელი მომავალი რომ აქვთ ამაში მათმა პირველმა შვიდ ინჩიანმა დაგვარწმუნა, რომელიც ‘Moshi Moshi Records’-ზე გამოიცა. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ეს ლეიბლი ისეთი ცნობილი არტისტების სახლია, როგორებიც არიან: „Florence And The Machine“, „The Drums“, „Hercules & Love Affair“ და მრავალი სხვა... მათ გამოჩენას უმალ გამოეხმაურა ცნობილი გამოცემები როგორებიც გახლავთ: „pitchfork“, “NME”, “XLR8R”. ბიჭები არც რადიო გადაცემებს დაუტოვებიათ უყურადღებოდ და ენი მაკის თაოსნობით, ბიბისის თითქმის ყველა გადაცემაში დაუკრეს მათი თრექები. რამოდენიმე დღის წინ კი SBTRKT-მა თავის Essential Mix-შიც კი გააჟღერა „My Intention Is War“.




დღევანდელ ელექტრონიკაში, ბევრი რამ რომ თავდაყირა დგას ამას ყველა ამჩნევს, ჟანრების ერთმანეთში აღრევა უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, მსგავს ექსპერიმენტებს აღარც გავლენიანი პროდუსერები ერიდებიან. ჰოლანდიური წარმოშობის დაბსტეპერმა, Martyn-მა, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო ალბომი გამოსცა ლოს ანჯელესელი ჰიპ-ჰოპ არტისტის Flying Lotus-ის ლეიბლ ‘Brainfeeder’-ზე. FlyLo-ს და Martyn-ის მეგობრობა 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯერ ლოს-ანჯელესელმა ‘Natural Selection’-ის რემიქსი გააკეთა ხოლო რამოდენიმე თვეში კი მარტინმა ‘Roberta flack’-ის რემიქსით უპასუხა. „Ghost People“ მარტინის რიგით მეორე სტუდიური ალბომი გახლავთ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით მის სადებიუტო ალბომ „Great Lengths“-ს არ შევეხო, იგი 2009 წელს საკუთარ ლეიბლ „3024“-ზე გამოვიდა, მარტინი „Ghost People“-ის პრეს რილიზში წერს: „Great Lengths გახლავთ ალბომი, რომელიც იტევს ჩემს ყოველდღიურ მწუხარებასა და მელანქოლიას.“ „Great Lengths“-ს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ალბომია და მისი ყოველი მოსმენისას სულ ახალ-ახალ ფასეულობებს ვაწყდები.


იხილე ვრცლად აქ