Showing posts with label ERMONIA. Show all posts
Showing posts with label ERMONIA. Show all posts

ავტორი: Ermonia

 

Ozzy Osbourne – Scream © 2010

როგორც წესი, ფოლადი და ბევრი სხვა ლითონი დროთა განმავლობაში იჟანგება, ცვდება და იმსხვრევა. თუმცა, ლეგენდარული ოზი ოსბორნის, ბლექსაბატელი Iron Man-ის („რკინის კაცის“) მუსიკა, ეტყობა, უჟანგავი ფოლადივითაა, რომელსაც, მართალია, ჟანგი ვერაფერს აკლებს, მაგრამ წლების შემდეგ მთლად პრიალა ზედაპირიც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, 61 წლის ოზის საფირმო, მჟღერი, გამჭოლი ხმა თითქოს ისევ ფორმაშია... „ყვირილი“ პირველი სტუდიური ალბომია, სადაც ზაკ უაილდის გიტარას ვეღარ მოუსმენთ. ეს უკანასკნელი 1988 წლიდან ოზის ყველა სტუდიური დისკის ჩაწერაში მონაწილეობდა. მის ნაცვლად რობ ზომბისთან ნამუშევარი 29 წლის ბერძენი გიტარისტი კოსტას კარამიტროუდისი ანუ გუს ჯი უკრავს. ოზის დისკი ტრადიციულად მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ექიმებმა უამრავი დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის სინდრომით დაწყებული, პარკინსონითა და სკლეროზით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ოზი ნამდვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და მისი შემოქმედება დღესაც ბევრს აცვიფრებს. ახალი ფირფიტის მოსმენისას მე უკმაყოფილება ვიგრძენი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოზის ხმა შიგადაშიგ კომპიუტერული პროგრამებით იყოს გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ დისკი გამოსვლისთანავე ამერიკის როკ და ჰარდ-როკ ჩარტების ლიდერი გახდა, რამდენიმე სიმღერის გარდა, ახალი დისკი ნამდვილად ვერ მოვიწონე და ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი გამახსენდა: „ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი თავის სახელზე მუშაობს, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მასზე“. ოზის ახალ დისკზე სწორედ ეს შეიძლება ითქვას.

შეფასება: ****** (6/10)

მოუსმინე: Ozzy Osbourne - Diggin' Me Down

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Laurie Anderson – Homeland © 2010

63 წლის ლორი ანდერსონი იმ იშვიათ მუსიკოსთაგანია, რომელიც სცენაზე თეატრალიზებულ შოუს წარმოგვიდგენს ხოლმე. თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ლეგენდის, ლუ რიდის ცოლმა, კომპოზიტორმა, მომღერალმა, მევიოლინემ, ლექტორმა და, საერთოდ, თხემით ტერფამდე ერუდირებულმა ქალბატონმა საკუთარი შემოქმედება 70-იან წლებში დაიწყო. იგი თავის გამოფენებში აერთიანებდა საინტერესო ავეჯს, ცერემონიებსა და მუსიკალურ გარემოს. ამით ბოჰემურ წრეებში საკმაოდ პოპულარული გახდა. 1975 წლიდან მუსიკაში გადაბარგდა. ანდერსონის მხატვრული კრედო ახალი მითების შექმნაა, რომლებშიც ცხოვრებისეულ ამბავს ფანტასტიკურ საბურველში ახვევს. ლორიმ ერთხელ თქვა: „საკუთარ თავს ამბის მთხრობლად ვთვლი. სხვა დანარჩენი – პოლიტიკა, სახეები, მუსიკა, სინამდვილეში მხოლოდ ამბებისთვის სიღრმის მიცემის და მსმენელამდე მისი მიტანის საშუალებებია“.

მისი ფირფიტების ჩაწერაში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიტერ გებრიელი, ბილ ლასუელი, ნილ როჯერსი, მისივე მეუღლე – ლუ რიდი, რომელიც, ამავე დროს, ლორის ბოლო დისკის Homeland-ის („სამშობლო“) თანაპროდიუსერიც გახლავთ. ვიოლინოს გარდა, ანდერსონი შესანიშნავად ფლობს ყველანაირ სინთეზატორს, რაც მის მონათხრობ ამბებს ფანტასტიკურ ელფერს სძენს. ახალი დისკის მე-8 და მე-11 ამბებში საქსოფონისტად, არც მეტი, არც ნაკლები, საკულტო მუსიკოსი ჯონ ზორნია მოწვეული, ხოლო ფირფიტის მე-5 ამბავში (Only An Expert) 33 წლის ლონდონელი ელექტრონისტი კიერან ჰებდენი, იგივე Four Tet, კლავიშებზე უკრავს. ალბომის მე-4 და მე-7 ამბებში ანდერსონთან ერთად ენტონი ჰეგარტი (პროექტიდან Antony And The Johnsons) მღერის. ძალიან კარგი დისკია, არტ-როკისა და ექსპერიმენტული მუსიკის მსმენელებს მოეწონებათ.


შეფასება: ******** (8/10)

მოუსმინე: Laurie Anderson - The Beginning Of Memory

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იხილე დანარჩენი რეცენზიები >>> anarekly.blogspot.com>>>

knowitall

ავტორი: Ermonia

საქართველო დღეს მშენებლობადაუმთავრებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჰგავს, სადაც ყველას უკვე საკუთარი ბინა და ოთახი აქვს. მაგრამ მისი ყოველი ბინადარი ცდილობს ბინის თუ ოთახის თავის ჭკუაზე, საკუთარი დიზაინით მოწყობას. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა ეს ადამიანები პროფესიონალების დაუკითხავად ცდილობენ კედლების მონგრევას, ოთახების საკუთარი შეხედულებისამებრ გაერთიანებას თუ გატიხვრას. ამ დროს ვერავინ გრძნობს, რომ შენობის საყრდენი კედლები ამდენი ნგრევის შემდეგ ისეა დასუსტებული, შეიძლება ჩამოინგრეს და ყველანი ნანგრევების ქვეშ მოიყოლოს.

ეს შესავალი თითქოს გადატანითი მნიშვნელობით დავწერე, მაგრამ მსგავსი რეალური ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ისედაც მრავლადაა. ქართველებს გვიყვარს ყველაფრის ჩვენს ჭკუაზე გაკეთება და არად ვაგდებთ პროფესიონალის რჩევას.

პროფესიონალების ნაკლებობა იგრძნობა მედიაშიც, ამიტომ არაპროფესიონალი „ტელევიზიონშიკები“ ეკრანებზე ასევე არაპროფესიონალ ადამიანებს იწვევენ. ჩვენში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – „ცნობადი სახე“. ეს უკანასკნელი კი თავისუფლად შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი, სპორტსმენი, მოდელი ან მსახიობი.

„ცნობად სახეებზე“ ყველაზე დიდი წილი მაინც პოლიტიკოსებზე მოდის, რომელთა მონაწილეობის გარეშე, არც ერთი სადღესასწაულო გადაცემა არ გადის ეთერში. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვუწოდე ცნობად სახეთა დიდ ნაწილს არაპროფესიონალი? ტელეეკრანებზე და უბრალო საუბრებშიც კი ამ ადამიანების უმრავლესობას ერთი უცნაური ფრაზა აქვს აკვიატებული, რომელსაც ხშირად იმეორებს – „მე პრეტენზია არა მაქვს“... >>> იხილე გაგრძელება >>> anarekly.blogspot.com

ავტორი: ERM0NIA

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა (1900-იანი წლები)

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა (1910-იანი წლები)

რუსთაველის გამზირი (მარცხნივ მერია, მარჯვნივ ბაღისკიდე – ბულვარ(დ)ი)

ქართველი მწერლები (1914 წელი)

ქუთაისის თეატრის დასი 1898-1899 წლების სეზონი



მუზეუმი, თბილისის ქუჩის დასაწყისი

იხილეთ დანარჩენი ფოტოები>>> ermonia.blogspot.com

Musikaluri Recenziebi

© ლაშა გაბუნია

ავტორი: Ermonia

Slash – Slash © 2010

 

სლეში ის უგემრიელესი „მძიმე არტილერიის“ ვირტუოზი გიტარისტია, რომელსაც, აწ უკვე დაშლილი Guns’N’Roses-იდან მოყოლებული, თვალყურს უამრავი მუსიკისმოყვარული ადევნებს. სლეში, იგივე საულ ჰადსონი, „განსების“ დაშლის შემდეგ ცოტ-ცოტა ხნით უამრავ პროექტში ვიხილეთ, ორიოდე სინგლის გამოცემაც მოასწრო, თუმცა, ოფიციალური სოლო ალბომით გულშემატკივარი მხოლოდ ახლახან გაახარა. მუსიკისმოყვარულთ მოეხსენებათ, რომ სლეშს თავად სიმღერა არ შეუძლია (ან არ მღერის), ამიტომ მისი სიმღერების შესასრულებლად 14 სახელგანთქმული მომღერალი მიიწვია – ოზი ოსბორნითა და ლემი კილმისტერით დაწყებული, იგი პოპით დამთავრებული. ამ ფირფიტამდე გამოცემულ ორ სინგლში სლეშმა უკვე მოასწრო დუეტების ჩაწერა თვით ელის კუპერთან და ლეგენდარულ რეპ-ჯგუფ „საიპრეს ჰილთან“ ერთად.

რაღა თქმა უნდა, აღნიშნული დისკი აუცილებლად მოეწონება ტრადიციული, კლასიკური მძიმე როკის მოყვარულს, რომელიც ალბომის მოსმენისას ძალიან ნაცნობ და მშობლიურ გარემოში ამოყოფს თავს, სადაც სლეშმა „ჰაი“ კლასის ვოკალისტები და მუსიკოსები შეკრიბა. რომელი ერთი ვახსენო? – საკულტო ჯგუფის „ქალტის“ ფრონტმენი იან ესტბური, „საუნდგარდენელი“ ქრის კორნელი, ქიდ როკი, „ნირვანას“ დრამერი დევიდ გროლი, ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდ „ვოლფმოზერის“ გიტარისტი ენდრიუ სთოქდეილი და სხვები. თუმცა საულ ჰადსონმა თანამედროვე სოფთ-როკის მოყვარულთა ინტერესებიც კი გაითვალისწინა, როდესაც თინეიჯერების საყვარელი ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის ვოკალისტს ადამ ლივაინს საკუთარი ბალადა Gotten შეასრულებინა. მართალია, ამ ფირფიტაში რამე განსაკუთრებულ და ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტს ვერ წააწყდებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: დიდებული ნამუშევარია!

შეფასება: ********* (9/10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Unkle – Where Did The Night Fall © 2010

 

ამ შესანიშნავმა ბრიტანულმა პროექტმა რიგით მეხუთე ალბომი გამოსცა. „ანკლის“ მსმენელს კარგად მოეხსენება, რაოდენ მდიდარი და მუსიკალურად მრავალფეროვანია ჯეიმს ლაველის ეს პროექტი. ალბომებში „ანკლის“ სიმღერებს ხშირად მოწვეული მომღერლები ასრულებენ და უმეტესწილად, მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. საერთოდ, „ანკლის“ მუსიკას ტრიპ-ჰოპს მიაკუთვნებენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მრავალფეროვან და მრავალწახნაგოვან შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. 1998 წლიდან ჯეიმს ლაველი საკუთარ პროექტში იწვევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ტომ იორკი („რადიოჰედი“), ჯეისონ ნიუსტვიდი („მეტალიკის“ ბასისტი), რიჩარდ აშკროფტი (ჯგუფიდან The Verve), ბრაიან ინო, იან ბრაუნი, ოზი ოსბორნი, იან ესტბური და სხვები.

ახალი დისკი ტრიპ-ჰოპზე მეტად ალბათ უფრო ფსიქ-ჰოპია (თუ შეიძლება ასე განვმარტოთ), რადგან დისკში შესული მუსიკალური მასალის უმრავლესობა უფრო ფსიქოდელიურ ხასიათს ატარებს, ვიდრე „ანკლის“ ადრინდელი ფირფიტები. ალბომში მოწვეული მუსიკოსების ნაწილიც ფსიქოდელიური როკის წარმომადგენლები უფრო არიან. ალბომის მეორე ტრეკში ახალი კალიფორნიული ფსიქოდელიური ჯგუფი Sleepy Sun-ია მოწვეული. ასევე ფსიქოდელიური როკის წარმომადგენელია The Black Angels-იც. გარდა ამისა, ყველაზე წონიან მუსიკოსებს შორის ალბომში ალბათ Queens Of The Stone Age-ის სახელგანთქმული ვოკალისტი მარკ ლანეგანია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში პოსტ-პანკ და ინდი შემსრულებლებიც მონაწილეობენ, ფირფიტას მაინც ექსტაზნარევი ფსიქოდელიის გემო აქვს. თავად „ანკლის“ შესრულებული სიმღერა Ablivion ნამდვილი ჰიტია. მშვენიერი ფირფიტაა და აუცილებლად დააგემოვნეთ.

შეფასება: ******** (8/10)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იხილეთ დანარჩენი მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან >>> anarekly.blogspot.com

 

 

ავტორი – ERM0NIA

Bookmark and Share
 

ჯგუფი „ოკეანე“ 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ის გიტარისტის და მუსიკოსის კაკო ვაშალომიძის პროექტი იყო. ჯგუფის არსებობა დაემთხვა ე. წ. „ეროვნულ გამოღვიძებასა“ და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც აისახა კიდეც „ოკეანეს“ პატრიოტულ ლირიკაში. ჯგუფის მეტად მელოდიური მუსიკა და ვახო მაკალიათიას ძლიერი და სუფთა ვოკალი მსმენელს ძალიან მოსწონდა. მახსოვს 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ „ოკეანემ“ საქართველოს ბევრ ქალაქში დაუკრა და კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო. ყველა თანამედროვე ქართული მუსიკის მოყვარულს ვურჩევ, აუცილებლად მოუსმინოს „ოკეანეს“ ამ ჩანაწერს, რომელიც ასევე, მხოლოდ აუდიოკასეტაზე შემომრჩა. ეს არის ძალიან წრფელი და ერთ-ერთი პირველი ქართულ ენაზე შესრულებული მელოდიური ჰარდ-როკი, თავისი ბალადებით და საგიტარო სოლოებით.
„ოკეანეს“ შემადგენლობა:
ვ. მაკალათია – ვოკალი;
კ. ვაშალომიძე – გიტარა;
მ. მამულაშვილი – ბასი;
დ. ტაბლიაშვილი – დასარტყამები;
ბ. ძნელაძე – კლავიშები.

აქ ნახეთ ჩემი ძველი სტატია კაკო ვაშალომიძეზე
ეს დასაჭაშნიკებლად:

ვრცლად იხილე აქ>>>ermonia.blogspot.com

Gulo-2

ავტორი: Ermonia

I
ერთ მშვენიერ დილას დედაქალაქი გრანდიოზულმა სენსაციამ გამოაღვიძა. ტელევიზიების დილის პროგრამები შეთანწყობილად და, ამავე დროს, შეშფოთებით აუწყებდნენ ყველას, რომ ქალაქში საოცრება გამოჩნდა. ბევრი ამ საოცრების თვითმხილველად ასაღებდა თავს. პირდაპირ ეთერში უხამსობას (თევზ ხამსაში არ აგერიოთ) აღარავინ დაგიდევდათ, თვით ტელებოსებიც კი, აღარ იბლოკებოდა უცენზურო სიტყვები და ასეთ სიუჟეტებსაც კი ნახავდით:
„აი, ბო&იშვილი, ბო&ის გაზრდილი ვიყო, ჩემი თვალით ვნახე გუშინ საღამოს რა, ჩემი დედა მოვ^@ან. თანაც ტიტველი ტო! ეს რა იყო ტო? ლისის ტბის მხრიდან პირდაპირ ჩვენს უბანში ჩამოვიდა ჩემს დედას შ*%#*ი!“ – მედგრად ამტკიცებდა ერთი არაფხიზელი ჯიგარი, რომლსაც, ეტყობოდა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ პირზე არ შეშრობოდა.

ტელევიზიები შეშფოთებულები გაჰკიოდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ საოცრების ვიდეომასალა არ გააჩნდათ და დახმარებას მოსახლეობას თხოვდნენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. საპატრულო პოლიცია ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულ დაბნეულ ადამიანს ვერ აკავებდა. არადა, არავინ იცოდა რა უნდოდათ ქუჩაში, სად ეძებნათ საოცრება. უბრალოდ ყველა თავისთვის დაყიალობდა და ერთმანეთთან საოცრებაზე რამდენიმე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ უკვე მხიარულად მასლაათობდნენ მთავრობაზე, ვალუტის კურსზე, ბაზრის ფასებზე და საერთაშორისო ტერორიზმზეც კი.
ვინ იყო ეს საოცრება? აი კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად პოლიციელის: „გუშინ მორიგეობა დამიმთავრდა თუ არა, ეგრევე სახლში წავედი ჩემი მანქანით და რას ვხედავ!!! ლისის ტბის გადასახვევის მხრიდან უზარმაზარი გოგო მოდის (თუმცა ქალი იყო თუ ახალგაზრდა გოგონა, შებინდებულში ვეღარ გავარჩიე), სიმაღლით ალბათ, ასე, 150-200 მეტრი იქნებოდა. მგონი ტიტველი იყო“. ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ საზოგადოებაში დაბნეულობამ იმატა. ვის აღარ თხოვდნენ კომენტარს ტელევიზიები? პარლამენტარებით და მთავრობის წევრებით დაწყებული, მეეზოვეებითა და უცხოელი ელჩებით დამთავრებული. ისინიც საუბრობდნენ ყველაფერზე, გიგანტური გოგონაზე, ბრაზილიიდან შემოტანი ქათმის გაყინული ხორცისა და გენური ინჟინერიის მავნებლობაზეც კი. როდესაც ერთ-ერთმა მინისტრმა ფიცილი დაიწყო ტიტველი ქალი კუს ტბაზე ვნახე და მთებს მიეფარაო, მისი არსებობა საბოლოოდ ძალიან ბევრმა ირწმუნა. ატყდა ერთი ამბავი, გაზეთების დამკაბადონებლებს საქმე გამოუჩნდათ. მეორე დღეს პრესის პირველ გვერდებზე „ფოტოშოპში“ აწყობილი გიგანტური ტიტველი ქალების ცრუ სურათები დაბეჭდეს, რომელთაგან ზოგის ცოტაოდენ დაბინდული სახე ანჟელინა ჯოლის გაგახსენებდათ, ზოგისა კიდევ – მარია შარაპოვას. ერთი ყვითელი ჟურნალის „ინფრას“ დამკაბადონებელს კი ქალის შიშველს სხეულზე, რატომღაც, იტალიელი ფეხბურთელის, დელ-პიეროს თავი დაედგა.
ჟურნალისტებს საქმე მიეცათ, – მოკვლევები დაიწყეს. კომენტარებისთვის უფოლოგებს, პარაფსიქოლოგებს, ასტროლოგებს, ათასნაირი ჯურისა და რჯულის მჩხიბავებსა და მამაძაღლებს მიმართეს. იმათაც მშვიდი სახეები მიიღეს, აღიარეს, რომ ჯერ კიდევ შარშან ხედავდნენ რაღაც ხილვებს და დარწმუნებულებმა განაცხადეს, რომ ეს ტიტველი ქალი ციდან მოვლენილი საჩუქარი იყო და საქართველო აუცილებლად გადარჩებოდა, თანაც უახლოეს თვეებში. თუმცა იყვნენ სკეპტიკოსებიც და გიგანტური არსების გამოჩენა მათთვის ნგრევებთან, ადამიანების ჭყლეტასთან და მიწისძვრების საფრთხესთანაც კი იგივდებოდა.
„არა რა, რაღაცა არსებობს!“ – იმეორებდნენ ინტერნეტ-ფორუმებსა და ჩეთებს შესეული საერთაშორისო გლობალური ქსელის მომხმარებლები. საქართველოს მიმართ დაინტერესება საოცრად გაიზარდა. მსოფლიოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლისა და გოლიათი ტიტველი ქალის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდათ და ჩვენს საკონსულოებთან ტურისტული თუ საქმიანი ვიზის ასაღებად რიგში იდგნენ და ათენ-აღამებდნენ.
ბევრი ადამიანს გიგანტური ტიტველი ქალის (რომელსაც ტელერეპორტიორებმა ქალი-გულივერი, ქართულად, შემოკლებულად კი გულო შეარქვეს) გამოჩენის შიშით ღამითაც არ ეძინა. ხალხს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდა, ყველას ტიტველი ქალი ეკერა პირზე და ყვებოდნენ ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს. ვიღაცას ის მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის მახლობლად დაენახა, ზოგს – ზემო ვერაზე, ზოგსაც – ნახალოვკაში, ზოგიერთს კიდევ – ვაზისუბანში და გლდანში. ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები თავს ამ მხრივ დაჩაგრულად გრძნობდნენ. ქალაქის გარეუბნებში ბინების ფასი საოცრად გაიზარდა.
II
ამ ალიაქოთის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე კი „დროებაში“ აჩვენეს საკმაოდ ხანგრძლივი სიუჟეტი საოცრებაზე და ექსკლუზიურად მოპოვებული, სამოყვარულო კამერით გადაღებული დოკუმენტური მასალა (No Comment), რომელშიც გიგანტური ტიტველი ქალი, იგივე, გულო კვირა დღეს გადაკეტილ რუსთაველის პროსპექტზე დააბოტებდა და ეს მართლაც ასე მოხდა. თავისუფლების მოედნის მხრიდან ის ძალიან ფრთხილად მოაბიჯებდა, ვინმე რომ არ გაესრისა. იგი (პოპში არ აგერიოთ) საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებდით მის უზარმაზარ ზომებს. გულოს გრძელი, მხრებამდე ჩამოყრილი ღია წაბლისფერი თმა, მომწვანო მომღიმარი და უბოროტო თვალები, ლამაზი, თხელი და პატარა ცხვირი, შუაში ოდნავ გაყოფილი ნიკაპი, მშვენიერი ფორმის ცოტაოდენ აპრეხილი მკერდი და ჩამოქნილიო რომ იტყვიან, ისეთი ფეხები ჰქონდა. ასაკად 22-23 წელს მისცემდით.
მოსეირნე ხალხი თავიდან დაფრთხა და მიმოიფანტა წივილ-კივილით, მაგრამ მერე შეუთამამდნენ მშვიდ, უწყინარ გოგონას და ინტერესით ასცქეროდნენ. ირგვლივ გაოცების, ცნობისმოყვარეობისა და ქალის სურნელი დატრიალდა. რუსთაველზე მყოფმა მომწიფებულმა ბიჭებმა და მამაკაცებმა (ჯიგრებმა) ამ სასწაული არსების დანახვაზე ყბები ჩამოყარეს და თვალები გააფართოვეს. ამათგან ზოგიერთი ჩაიცუცქა, რამდენიმე მუხლებზეც კი დაეცა და ლოცვა დაიწყო (ამ დროს თვალი მაინც ზემოთ გაურბოდა). ამ რეფლექსური ქცევის დანახვაზე ქალმა ჯიგრებს ჯერ ნაზად გაუღიმა, თმები ხელით გაისწორა (ამ კონკრეტულ მომენტში ის ძალიან ბევრ ჯიგარს შეუყვარდა), მერე კი ხმამაღალი, ჯანმრთელი სიცილი აუტყდა. ამ დროს ქარმა დაბერა, ოღონდ ეს არ იყო არც აღმოსავლეთის, არც დასავლეთის, არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის, არც ჩრდილო-აღმოსავლეთის თუ სამხრეთ-დასავლეთის ქარი. უცნაური, ასფალტის საფარის მიმართ პერპენდიკულარული, ნახშირორჟანგით მდიდარი ქარბუქი დატრიალდა. მავანი იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ ამ ქარბუქს მაშინ მენთოლიანი „ორბიტის“ არომატიც კი დაჰკრავდა. ყველას შესცივდა, პირველი გიმნაზიის წინ ხეები ყინულოვანი თრთვილით დაიფარა.
„მე თქვენ ყველანი ძალიან მომწონხართ, თუმცა ცოტა სასაცილოები ხართ. ჯერ არც კი ვიცი შეგიყვაროთ თუ არა!“ – დაიგრგვინა გოგონამ. ჯიგრები დაიბნენ, არ მოელოდნენ გოლიათი გოგონასგან მსგავსი წინადადების მოსმენას. თუმცა ამის შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ცაში მონავარდე მერცხალი თუ ბეღურა ეტყობა ნესტოში შეუძვრა გოლიათს და მანაც დააცემინა. ტორნადოს მსგავსი გრიგალი ამოვარდა, რომელმაც მიწიდან ფესვებიანად ამოდღლიზა ხეები და ასფალტიც კი აყარა 200-250 მეტრის პერიმეტრზე. ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ დაცემინების შემდეგ მიწაზე უამრავი თაგვის ზომის ვირუსი დაცვივდა, რომლებიც გრიგალის ჩადგომისთანავე ადამიანებს გამოენთნენ და გრიპით დააავადეს. საპატრულო პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. „გულომ“ ამჯერად ყველა დაზოგა და ნაკლებად ექსპანსიურად ერთხელაც გაიცინა. მერე მთაწმინდაზე სირბილით აძვრა. გზად შემთხვევით „ჯეოსელის“ საკვანძო სარეტრანსლაციო ანძა გაანადგურა. ამის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე საათით მობილური ტელეფონებით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვეღარ აგზავნიდნენ.
ტელევიზიები გვიან მოვიდნენ, გოლიათი „გულო“ არსად აღარ ჩანდა…
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
III

სანამ ეროვნული მედია გულიკოს მოძიების წარუმატებელ ცდებს განაგრძობდა, საზღვარგარეთის ზოგიერთი ცნობილი გამომცემლობი (Playboy, Hustler, etc…) აჭრელდა გულოს გულახდილი სურათებით

იხილეთ გაგრძელება>>>ermonia.blogspot.com

Groupies-1

ავტორი: ERM0NIA

ჰიპების დროიდან, როცა სექსუალური რევოლუცია მოხდა და თავისუფალი სიყვარულისკენ მოწოდებები არა მარტო მუსიკალური სცენიდან ისმოდა, ძალიან მომრავლდნენ გრუპიები (groupie), ანუ ცნობილ მუსიკოსთა თაყვანისმცემელი სუსტი სქესის წარმომადგენლები. რა საბოლოო მიზანიც არ უნდა ჰქონოდა გრუპის, მისი სექსუალური მომსახურეობა მთავარ საბაზრო მოთხოვნილებად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფასური ხშირად შეურაცხმყოფელად დაბალი იყო. თავის დროზე ლოს-ანჯელესელი შერი ქუჩებში მარტოკა დასეირნობდა და ძვირადღირებული სასტუმროების აივნებზე გადმომდგარ გრძელთმიან ბიჭებს ათვალიერებდა. თუ ვინმე მოეწონებოდა, მისი ოთახის ნომერს იგებდა და სავიზიტო ბარათს უგზავნიდა წარწერით: „ძალიან მსურხარ“ ან, უბრალოდ, „მოდი, ვიჟიმაოთ“. ერთმა გრუპიმ მიკ ჯაგერს ასეთი მოკლე ბარათი გაუგზავნა: „სცენაზე მაგარი ხარ, მანახე როგორი ხარ საწოლში“, ბოლოში მისი ტელეფონის ნომერი და მისამართი იყო მიწერილი. გრუპიები საკუთარი კერპების გულის (და არა მარტო გულის) მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ: უგზავნიდნენ ქვედა საცვლებსა და სასიყვარულო წერილებს, ვერტმფრენებსაც კი ქირაობდნენ, რომ მათი სათაყვანებელი მუსიკოსის ან ჯგუფის ვილის ეზოში ჩაფრენილიყვნენ.

„ლედ ზეპელინელი“ ჯიმი პეიჯი გრუპიებზე ამბობდა: „ისინი შენს ირგვლივ ბუზებივით ირევიან, იღებენ მაცდურ პოზებს, ყველანაირად ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც დაუყვავო, იმწამსვე აბრეშუმს ემსგავსებიან“. გრუპის არსებობის აზრი მის ადვილად ხელმისაწვდომობაში და სექსუალურ მომსახურეობაში მდგომარეობს. პრინციპში გრუპი ნებაყოფლობითი მონაა, რადგან ძალიან იოლია მისი დამცირება. ნაწილობრივ ამიტომაც ორალური სექსი („blow job“, „giving head“, „cocksucking“), რომელიც ასე გავრცელებული იყო გრუპებთან ურთიერთობებისას, მათ ადვილად დამორჩილებაზე მეტყველებდა. ამავე დროს, ამ ხერხით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ რაიმე გადამდები დაავადება.
ბრიტანული ჯგუფის, ELO-ს დრამერი ბივ ბივენი ორეგონის შტატის ქალაქ სალემის ოტელის ბარში მომხდარ შემთხვევას იხსენებდა, სადაც ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ისვენებდნენ. მათ გარდა ბარში მხოლოდ მოწყენილი ბარმენი და დაქირავებული პიანისტი იყო, რომელიც შლიაგერების სტანდარტულ კომპილაციას უკრავდა. ამ დროს 4 ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, რომელთა საქმიანობაც ეჭვს არ იწვევდა. ისინი ძლიერ თვითდაჯერებულად იქცეოდნენ. წინამძღოლიც კი ჰყავდათ, ვინმე პენი, რომელიც მუსიკოსებს ასე წარუდგა: „ძვირფასებო, ჩვენ გვქვია „Flying Garter Girls“ („მფრინავი წვივსაკრავების გოგონები“) და მე ვხელმძღვანელობ ამ მხარის ორალური სექსის საუკეთესო აკადემიას“. ამის შემდეგ პენი და მისი „რაზმი“ შეეცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მუსიკოსების დარწმუნებას. პენიმ და მის მემფისმა ორი მუსიკოსი საცეკვაოდ გამოიწვიეს, ხოლო შერილი და სინდი-ლუ იატაგზე გაგორდნენ და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს. ეს საქციელი პენიმ ასე განმარტა: „ჩვენ ბისექსუალები ვართ და ერთმანეთთან სექსიც გვეკაიფება“.
გრუპი აიტანს ყველაფერს: ვუაერიზმს, ჯგუფურ სექსს, მსუბუქ სადიზმსაც კი. მისი ამოცანაა როკ-ვარსკვლავის სექსუალური დაკმაყოფილების რაც შეიძლება ფართო სპექტრი წარმოაჩინოს – საყოფაცხოვრებო მომსახურეობით დაწყებული, ბორდელით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგად „უკანონო შვილებიც“ იბადებიან. ამბობენ, რომ „როლინგ სტოუნზის“ გარდაცვლილი წევრი, ბრაიან ჯონსი 6 შვილის მამა იყო. ჯიმი ჰენდრიქსსაც, რომელმაც გრუპიებს სახელიც კი მოუგონა – „Band Aids“ (სიტყვათა თამაშია: band-aid – სახვევი და band aid – „ჯგუფის დახმარება“), სიკვდილის შემდეგ აურაცხელი ბავშვი დარჩა. მას სიცოცხლეშივე მოუწია სასამართლოებში სირბილი, რათა რომელიმე უკანონო ბავშვის შვილად აყვანა-არაყვანის საქმეები გადაეწყვიტა. 1980 წელს ბერლინის მკვიდრმა, ერიკა ჰიუბერსმა განაცხადა, რომ მას პოლ მაკარტნისგან 17 წლის გოგონა ჰყავდა, რომელიც თითქოს იმ პერიოდში ჩაისახა, როცა „ბითლზები“ ჰამბურგის კლუბებში უკრავდნენ. „მომკალით და არ მახსოვს ეს ქალი!“ – ამტკიცებდა მაკარტნი. მარშა ჰანტმა კი სასამართლოს დახმარებით აიძულა მიკი ჯაგერი მისი შვილის მამობა ეღიარებინა.

იხილე გაგრძელება>>>anarekly.blogspot.com

 

ავტორი – ERM0NIA

Bookmark and Share

კინოსთვის მუსიკის შექმნა იმ დროიდან დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ. მაშინ კინოთეატრში როიალზე ან პიანინოზე ტაპერი, ანუ კინოს მუსიკალურად გამფორმებელი, სხვადასხვა პოპულარული მელოდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს ასრულებდა. ტაპერები სახელგანთქმული კომპოზიტორებიც კი იყვნენ. მაგალითად, ამ საქმიანობით ირჩენდა თავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი. არაერთხელ უთქვამს, რომ ტაპერობა შემდგომში კინომუსიკის შექმნაში ძალიან გამოადგა. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას საკუთარი უხმო ფილმებისთვის.

მუნჯური, ანუ უხმო კინოს დროსაც კი მუსიკა აუცილებელი იყო, მის გარეშე ფილმი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და სწორედ მუსიკა აძლევდა სიღრმეს. თუმცა თავდაპირველად მუსიკას ძალზედ ბანალური მიზეზის გამო იყენებდნენ – მისი საშუალებით სეანსებზე პირველი კინოპროექტორების ხმამაღალი გრუხუნის ჩახშობას ცდილობდნენ. 1927 წლიდან კი, რომელიც ხმოვანი კინოს ერის დასაწყისად ითვლება, კინოფირზე ხმასთან ერთად მუსიკის ჩაწერაც დაიწყეს. მუსიკის ფირზე გადატანის ტექნიკა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, დღეს „THX“-ისა და „Dolby Surround“-ის სისტემის გარეშე ფილმის ხმის დამუშავება და ფირზე მუსიკის დატანა უკვე წარმოუდგენელია.
თითქმის ყოველ ფილმში (მნიშვნელობა არა აქვს კომერციულია ის თუ არა) ჟღერს ორიგინალური მუსიკა. მუსიკოსებმა კინომუსიკაზე ფულის კეთებაც ისწავლეს და თითქმის ყველა ფილმთან ერთად ცალკე აუდიო კომპაქტდისკებზე უკვე ორიგინალური საუნდტრეკიც გამოდის. ზოგჯერ ფილმზე მეტად პოპულარული მისი საუნდტრეკი გამხდარა. გასული საუკუნის მიწურულიდან საუნდტრეკების ბიზნესმა საოცარი აღმავლობა განიცადა და დღეს უკვე თითქმის არ გამოდის ფილმი (მნიშვნელობა არა აქვს ბლოკბასტერია თუ არა ის) ორიგინალური საუნდტრეკის (ანუ OST-ის) სიდის გარეშე.
კინოსათვის მუსიკა ან სპეციალურად იქმნება, ან უკვე დაწერილი გამოიყენება, რა თქმა უნდა, მისი ხასიათის შესაბამისად. ფილმის მუსიკის ავტორი საკუთარ თავსა და მუსიკას განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე საკონცერტო კომპოზიტორი ან ის შემსრულებელი, რომელიც მუსიკას თავისთვის წერს. კინოსათვის ნაწარმოები არა მარტო მოსასმენად, არამედ, პირველ რიგში, კინოკადრების ინტენსიფიცირებისთვის იქმნება. ამისთვის კომპოზიტორი მუსიკას ფილმის მსვლელობას უმორჩილებს.

კინომუსიკა ადამიანში უამრავ ემოციას იწვევს. მას შეუძლია, მაყურებელი შეაშინოს, დაამშვიდოს, აყვიროს, გაუღვივოს სითბოს ან სიძულვილის გრძნობა. ამავე დროს, მუსიკას შეუძლია, თავგზა აგვიბნიოს, თუკი მისი მოსმენით გამოწვეული მოლოდინი ფილმის მსვლელობისას არ გამართლდება ან, პირიქით – წინასწარ გაამჟღავნოს, როგორ განვითარდება კინოისტორია. თუ ერთხელ მაინც ვნახავთ ფილმს მუსიკის (და არა ხმის გარეშე) გარეშე, ხშირ შემთხვევაში ის ნაკლებად ღრმად და ორგანზომილებიანად მოგვეჩვენება, თითქოს მაყურებელსა და მოქმედებას შორის ემოციური კავშირი გაწყდა. ავიღოთ, ვთქვათ, ასეთი უწყინარი სცენა: მზის ჩასვლის ფონზე მიტოვებული სახლი ჩანს. ფილმის კომპოზიტორს ან მუსიკალურ გამფორმებელს ამ კადრებზე ყველანაირი მუსიკის დადება შეუძლია, მელანქოლიურისაც კი, რათა მაყურებელში შესაბამისი გრძნობა აღძრას. მუსიკის გარეშე კი ასეთი სცენა, რომელიც მარტოობის საშინელებას გადმოსცემს, შესაძლოა, ერთმნიშვნელოვნად ავის მომასწავებლად და ერთობ დამთრგუნველადაც აღვიქვათ.
ჩვენ შეგვიძლია, სამი სახეობის კინომუსიკა ერთმანეთისგან გამოვყოთ:
1. მუსიკა, რომელიც ფილმის განწყობასა და შინაარს გადმოსცემს.
2. მუსიკა, რომელიც აკავშირებს.
3. მუსიკა, რომელიც მაყურებელს თავგზას უბნევს და წინააღმდეგობებს იწვევს.
ფილმის განწყობის მუსიკა
ცნობილი კომედიის, „პოლიციელთა აკადემიის“ მე-4 სერიაში არის ასეთი სცენა – ერთ-ერთი კადეტი შხაპს იღებს. ფარდის მიღმა ჩანს მისკენ მომავალი ვიღაცის ლანდი, რომელსაც ხელში საეჭვო ნივთი უჭირავს. ამ „ნივთის“ ლანდის დანახვაზე კადეტს დანის ასოციაცია უჩნდება და საშინელ შიშს ჭამს. ფარდის გადაწევის შემდეგ აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში კოლეგას მისთვის კბილის პასტა მოჰქონდა. ამას ყველაფერს მაყურებელი ხედავს, მაგრამ ესმის კარდინალურად სხვა მუსიკა. ეს არის ბერნანდ ჰერმანის მიერ ალფრედ ჰიჩკოკის „ფსიქოსათვის“ დაწერილი დაუვიწყარი ვიოლინოების სკრეჩი. მაყურებელი კარგად იცნობს ამ მუსიკას, რომელიც საშინელ მკვლელობასთანაა უკვე გაიგივებული, და ჰგონია, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს. მოყვანილ ეპიზოდში განწყობა სწორედ ცნობილმა მუსიკამ შექმნა.

თუმცა მუსიკას არა მარტო ცალკეული ეპიზოდის განწყობის შექმნა შეუძლია. ბევრი ფილმის დასაწყისში ის გვაგრძნობინებს, თუ რა თემაზეა ფილმი გადაღებული – ტრილერია, სასიყვარულოა, ბატალურია თუ სხვა… მას უფრო მეტი შეუძლია მოუთხროს მაყურებელს სანახავ ფილმზე, ვიდრე ფილმიდან ამოღებულ ასეულობით ფოტოსურათს. კინომუსიკა სწორედ იმ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც აუცილებელია და რეჟისორს სურს.
ამავე დროს, კინომუსიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რიტმი და მელოდია. მკვლევარები ამბობენ, რომ რიტმს პრინციპულად ვერტიკალური ზემოქმედება აქვს, მედიტაციისა და ექსტაზის მსგავსად, ხოლო მელოდიას, პირიქით – ჰორიზონტალური. ამ უკანასკნელის ფუნქცია დროის მსვლელობის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ ჟღერს ხაზგასმულად დღევანდელ ფილმ-ექშენებში რიტმული მუსიკა, განსაკუთრებით, აფეთქებებისა და ბრძოლების სცენებში. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკის რიტმიკა ფილმის დრამატულ ასპექტებს ავითარებს, ხოლო მელოდია მოქმედებას აჩქარებს.
მუსიკა რომელიც აკავშირებს
ასეთი კინომუსიკა მაშინ ჟღერს, როცა რომელიმე ისტორიული მომენტის ან სოციალური ფენის აღწერაა საჭირო. საზოგადოების ნებისმიერ ფენას მისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური ხმის იდიომა, საკუთარი დიალექტი გააჩნია. ეს დიალექტები ზუსტად გამოსახავენ იმ გარემოს, სადაც ფილმის გმირებს უხდებათ ცხოვრება. ისტორიულ ფილმებში დიდგვაროვნებსა თუ უბრალო მოქალაქეებს არა მარტო ადგილსაცხოვრებლები და მათი ხედები ახასიათებთ, არამედ ის მუსიკაც, რომელიც მათივე ფენებში იყო გავრცელებული. ასეთი ფილმის კომპოზიტორი უმრავლეს შემთხვევაში ისეთ მუსიკას ქმნის, რომელიც იმ დროის პარტიტურების მიხედვითაა შექმნილი, ან ხალხურ მუსიკაზეა დაფუძნებული. მაგალითად, 1950 წელს გადაღებულ ფილმ „სირანო დე ბერჟერაკში“ (დიმიტრი ტიომკინის მუსიკა) შუა საუკუნეების მუსიკალურ კონტექსტს აღმოაჩენთ, თუმცა კარგად მოსმენისას მივხვდებით, რომ მუსიკას დიდი სიმფონიური ორკესტრი ასრულებს. არადა, მე-15 ასწლეულში სიმფონიური ორკესტრი საერთოდ არ არსებობდა. ასეთ შემთხვევებში კომპოზიტორები ახერხებენ, მუსიკას დაახლოვებით მაინც მისცენ ისეთი ჟღერადობა და ხასიათი, როგორც იმ გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთში ჰქონდა, რომელშიც მოქმედება ვითარდება.

გარდა ამისა, მუსიკის ავტორები და მუსიკალური გამფორმებლები ისეთ ე. წ. ორიგინალურ ციტატებს, ანუ იმ მუსიკას მიმართავენ, რომელიც ფილმში განვითარებული მოვლენების დროისთვის იყო დამახასიათებელი. ფილმში „ფორესტ გამპი“ ალან სილვესტრის მუსიკასთან ერთად სწორედ ასეთი „ორიგინალური ციტატებია“ „ჩაყრილი“, თუნდაც ელვის პრესლისა და ბიტ-მუსიკოსების სიმღერები. ეს მეთოდი დღეს ფართოდ გამოიყენება. სტენლი კუბრიკი ხშირად კლასიკოსებს მიმართავდა. მაგალითად, ფილმ „კოსმოსური ოდისეა 2001“-ის კაშკაშა დასაწყისში რიხარდ შტრაუსის მუსიკაა გამოყენებული, ხოლო „მექანიკურ ფორთოხალში“ შილერის „სიხარულის ოდაზე“ დაწერილი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ჟღერს. არიან კრიტიკოსები, რომელთაც არ მოსწონთ ასეთი მუსიკალური ფორმა, თითქოს მუსიკალურად შეუძლებელია კონკრეტულად იმ დროის გადმოცემა, რომელშიც მოქმედება ხდება, მაგრამ თუ ასეთ ფილმებში თანამედროვე ადამიანები თამაშობენ და ზუსტად ვერც ისინი გადმოსცემენ რომელიმე ისტორიული პერიოდის თუნდაც ემოციებს, რატომ არ შეიძლება, იგივე გააკეთოს კინომუსიკის ავტორმაც?
მუსიკა, რომელიც წინააღმდეგობებს იწვევს
მუსიკა წინააღმდეგობებს იწვევს, როცა ელოდებიან, რომ ის კადრებთან სრულ ჰარმონიულობაშია, როცა მან მოქმედებათა განვითარება მაყურებლისთვის უფრო გასაგები უნდა გახადოს და ყველა შესაძლო სიუჟეტური პრობლემისთვის მოამზადოს, მაგრამ ხდება პირიქით. „ხშირ შემთხვევაში სწორედ მუსიკა განსაზღვრავს მოქმედებას და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოქმედება განსაზღვრავს მუსიკას“ (მიკი მოუზინგი). ზოგჯერ მუსიკა დისონანსშია ფილმთან და, რაც უნდა გაგვიკვირდეს, ხშირად ფილმის წარმატების შანსებს ზრდის.

კრიტიკოსებს ასეთი დისჰარმონიულობის მაგალითად ფილმი „დილა მშვიდობისა ვიეტნამო!“ მოჰყავთ, სადაც მთავარ როლში რობინ უილიამსია დაკავებული. მათი აზრით, ამ კინოსურათში წინააღმდეგობრივი მუსიკა ჟღერს. ფილმში არის სცენა, რომელიც ერთ-ერთ მთავარი არგუმენტია ამ აზრის ფორმულირებაში. ერთ მომენტში, როდესაც ლუი ამსტრონგის სიმღერა „What a wonderful world“ ჟღერს, კადრში ჩანს, თუ როგორ იღუპებიან ვიეტგონგოელებთან ბრძოლაში ამერიკელი ჯარისკაცები ბრინჯის ყანებში მშვენიერ, მზიან ამინდში.
სწორედ ასეთი დისონანსი საშინელ სურათსა და მსუბუქ, ლამაზი მუსიკას შორის ეფექტს ახდენს მაყურებელზე, რომ ომი საშინელებაა. სიუჟეტსა და მუსიკას შორის ეს დისჰარმონია მაყურებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის ერთგვარი საშუალებაა. მსგავსი „მარგალიტები“ კინემატოგრაფიაში მრავლად მოიპოვება. არის მომენტები, როდესაც სიუჟეტთან შეუსაბამო მუსიკა ცდილობს მაყურებელმა უფრო რბილად ან, პირიქით, უფრო მძაფრად აღიქვას კინოსურათი, თუნდაც წინასწარ შეიტყოს, როგორ შეიძლება, არ განვითარდეს მოქმედება ფილმში.
პოპულარული კინოკომპოზიტორები და საუნდტრეკები
ბევრ ცნობილ რეჟისორს საკუთარი „ამოჩემებული“ კომპოზიტორი ჰყავდა და ჰყავს. ფედერიკო ფელინის ფილმები წარმოუდგენელია ნინო როტას მუსიკის გარეშე, ისევე როგორც კშიშტოფ კიშლევსკის კინო – ზბიგნევ პრეისნერის ნაწარმოებთა გარეშე. ემირ კუსტურიცას ფილმებით გორან ბრეგოვიჩმა გაითქვა სახელი, პიტერ გრინუეის ნამუშევრებში კი ხშირად მაიკლ ნაიმანის მუსიკა ჟღერს. ასევე ცნობილი კომპოზიტორები არიან: ენიო მორიკონე, მიშელ ლეგრანი, ლეონარდ ბერნსტეინი, ედუარდ არტემიევი, ანდრეი პეტროვი, გია ყანჩელი, იან ტირსენი, პიტერ გეიბრიელი და მრავალი სხვა.
კინემატოგრაფიაში სპეციალური კინომუსიკის გარდა დღეს ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პოპ-შემსრულებელთა კომპილაციები, რომელთაც ფილმებისთვის მუსიკალური გამფორმებლები და რეჟისორები ფილმის ხასიათიდან გამომდინარე არჩევენ. დინამიკურ კინოფილმებში ხშირად ჟღერს ცალკეულ პოპ-მუსიკოსთა ჰიტები. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ საუნდრეკთა აუდიო დისკების პრეზენტაცია-რელიზებიც ეწყობა. ამ შემთხვევაში ის პოპ-მუსიკა, რომლითაც ესა თუ ის ფილმი ფორმდება, დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.
დაბოლოს, 2004 წლის მიწურულს ინგლისურმა BBC-მ 10 000 ადამიანი გამოკითხა. მათ კინოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი უნდა დაესახელებინათ. შედეგად არხის საიტზე 10 საუკეთესო საუნდტრეკი გამოქვეყნდა, რაც ასე გამოიყურება:
1. The Blues Brothers
2. Pulp Fiction
3. Trainspotting
4. Saturday Night Fever
5. Dirty Dancing
6. Grosse Point Blank
7. Kill Bill Vols. 1 and 2
8. The Royal Tenenbaums
9. Lost in Translation
10. Fight Club.

 

წყარო>>>anarekly.blogspot.com

Katie Melua-2

Bookmark and Share
 

ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი

ჟურნალი „ანაბეჭდი“ №2, მარტი, 2005 წელი

20 წლის ქეთი მელუა პირველი ქართველია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მსოფლიოს მასშტაბის პოპ-ვარსკვლავი ვუწოდოთ. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. ქეთის უსმენენ მთელს მსოფლიოში. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II გახლავთ. 2004 წლის იანვარ-თებერვალში, სახელგანთქმულ „ბილბორდის“ საუკეთესო 40-ეულში, მელუამ სუპერპოპულარული მომღერალი Dido რამდენიმე კვირით პირველი საფეხურიდან ჩამოაბრძანა და მისი ადგილი დაიკავა. BBC-ის ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა 2004 წელს, ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი 100 ალბომის სია, რომელშიც ქეთის ალბომს „Call Off The Search“ საპატიო მე-5 ადგილი უჭირავს. მელუა წინ უსწრებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ანასტეიშა, ნორა ჯონსი, „U2“, ემინემი, Franz Ferdinand, ჯორჯ მაიკლი, კაილი მინოუგი, ბრიტნი სპირსი, დაიდო, ფილ კოლინზი, როდ სტიუარტი, მორისეი და ა. შ.
 
Katie Melua-1
 

ქეთი მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ამის შემდეგ მელუების ოჯახი 1 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ისევ საქართველოში – ბათუმში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად მშობლებმა ქეთის თბილისში ჩამოყვანა გადაწყვიტეს. 9 წლამდე, ანუ ბრიტანეთში წასვლამდე, იგი ბიძებთან იზრდებოდა, რომლებიც ორთოდოქსი როკერები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად „ქუინს“, „ბლექ საბატსა“, თუ „დიიფ ფარფლს“ უსმენდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთიმ თქვა კიდეც, რომ მისი საყვარელი სიმღერებია „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ და „ლედ ზეპელინის“ „კიბე ზეცაში“. ქეთის თბილისელი ბიძა ზურა მელუა იხსენებს: „ქეთი მძიმე მუსიკის ატმოსფეროში იზრდებოდა. ვიდეოც გვაქვს, სადაც 7 წლის გრძელთმიანი ქეთი ჩემს საწოლზე დახტის, ხელში სათამაშო სინთეზატორი უჭირავს და მთელი ხმით მღერის ამერიკული ჰევი-მეტალ ჯგუფ „W.A.S.P.“-ის სიმღერას. ძალიან ცელქი იყო. საირმის გორაზე საცურაო აუზზე ფეხით ავდიოდით ხოლმე და ქუჩაში ნორმალურად არ დადიოდა. გზაში სულ ცეკვავდა და თავისთვის რაღაცას მღეროდა ხოლმე. მუსიკალურ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ქეთი მზეს მაგონებს. მასავით ანათებს. მისი გაბრაზება და ყვირილი არ მახსოვს. სულ იღიმება, იცინის, ძალიან კეთილია“.

1994 წელს ქეთის მამა, წარმატებული ექიმი-კარდიოლოგი ალიკა მელუა, ინგლისელმა მეგობარმა ბრიტანეთში სამუშაოდ მიიწვია. მელუები ჯერ ირლანდიაში, ბელფასტში, საბოლოოდ კი ლონდონში დასახლდნენ. ბრიტანეთში ჩასვლისას, 9 წლის ქეთიმ ენა სამ თვეში აითვისა და მუსიკალურ სკოლაშიც დაიწყო სწავლა. სიმღერების წერა ოთხიოდე წლის წინ დაიწყო, მანამდე კი სურდა ჯერ პოლიტიკოსი, მერე ისტორიკოსი გამოსულიყო. ერთხელ ამ სკოლაში მოსწავლეთა მოსასმენად მივიდა ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი მაიკ ბეტტი, რომელსაც ლეგენდარულ ენდრიუ ლლოიდ უებერთან და ვანესა მეისთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ბეტტი ახალი ტიპის ვოკალს ეძებდა და მან უკვე იცოდა ნიჭიერი გოგონას – ქეთი მელუას შესახებ. მოსმენაზე ქეთიმ საკუთარი სიმღერა შეასრულა, რომელიც ახალგარდაცვლილ მომღერალ ივა კესიდს მიუძღვნა. სიმღერა მაიკს ძალიან მოეწონა და მათი თანამშრომლობა დაიწყო.

ქეთი მელუას პირველი ალბომის „Call Off The Search“-ის მასალა ჯერ კიდევ 2003 წლის იანვრისთვის იყო მზად, მაგრამ დისკი მხოლოდ ნოემბერში გამოვიდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მსოფლიოს ცნობილმა ხმისჩამწერმა ლეიბლებმა („სონიმ“, „უორნერმა“, „იუნივერსალმა“, „ი-ემ-აიმ“ და სხვებმა) ალბომის გამოცემაზე უარი განაცხადეს, – ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ ფინანსურ მოგებას არ მოგვიტანსო. მაიკ ბეტტმა გარისკა, კრედიტით პატარა ლეიბლი „დრამატიკი“ შექმნა და დისკიც გამოუშვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – 2 მილიონზე მეტი ფირფიტა გაიყიდა. ამის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი ფირმები ქეთისთან რიგში ჩადგნენ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. კონტრაქტი „იუნივერსალთან“ გაფორმდა.

ქეთიმ სიმღერები ბლიუზისა და ჯაზის ერთგვარ თანამედროვე სინთეზს წარმოადგენს. ალბათ ამიტომ, ბევრი მას ამერიკელ ვარსკვლავს, ნორა ჯონსს ადარებს, თუმცა, 20 წლის ქართველ მომღერალს ეს დიდად არ სწყინს და ამასთან დაკავშირებით ღიმილით ამბობს: „ნორა ჯონსი, ბევრ სხვა მუსიკოსთან შედარებით, ძალიან მომწონს. ამ მხრივ, მიხარია კიდეც, რომ ნორას მადარებენ და არა სხვა ვინმეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი 9 წლის ასაკიდან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს, ქართულს მაინც ნორმალურად ფლობს. მის საუბარს ოდნავ აჭარული აქცენტიც დაჰკრავს და ზოგჯერ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრის დარწმუნებას ცდილობს კითხვით: „გეიგე“?

– როდის დადგა შენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყავი?

– ალბათ იმ დროიდან, როდესაც სიმღერების წერა დავიწყე. 8 წლისას ძალიან მიყვარდა სიმღერა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა გამოვიდოდი. ვთვლიდი, რომ სიმღერა, მუსიკა ჩემთვის უფრო ჰობი იყო. 5-6 წლის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მუსიკაში რამე გამეკეთებინა. ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს იმ მომღერლებმა, რომლებსაც მე ვუსმენდი: ჯონი მიჩელი, ბობ დილანი, ივა კესიდი, ტომ უეიტსი. ამ მომღერლების მუსიკა ჩემზე ყოველთვის დიდ ეფექტს ახდენდა და სურვილი გამიჩნდა, მეც რაღაც გამეკეთებინა. სიმღერის წერა ძალიან შემიყვარდა, მსურდა სულ უფრო და უფრო მეტი სიმღერა დამეწერა. ერთხანს ვფიქრობდი, ალბათ ცნობილი მომღერალი არა, მაგრამ ხომ შეიძლება კარგი პროდიუსერი გავხდე-მეთქი. პატარა სტუდია მოვიწყვე სახლში (კომპიუტერი, მიკროფონი, კლავიშები) და საკუთარ მუსიკას ისე ვიწერდი. სწორედ ამ დროს შევედი მუსიკალურ ბრიტსქულში, სადაც მუსიკის წერის ტექნოლოგიასაც გვასწავლიდნენ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.
– ერთ კონკრეტულ მსმენელს უმღერი ხოლმე, თუ ყველას ერთად?

Katie Melua-3

სრული ვერსია იხილეთ აქ>>>

http://anarekly.blogspot.com/

Scold_s_bridle_3

Bookmark and Share
 
ავტორი: ERM0NIA
 
Scold’s bridle – ესაა რკინის ნიღაბი (აღვირი, ლაგამი, ალიკაპი), რომლის საშუალებითაც ჭორიკანა ქალებს სჯიდნენ.
Scold_s_bridle_1

პირველი წყარო, რომელიც გვამცნობს ამ საშუალებით ქალების დასჯის შესახებ 1567 წლით თარიღდება და იგი შოტლანდიურია. შოტლანდიიდან ეს მეთოდი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი ამერიკაშიც გავრცელდა.

Scold_s_bridle_2

თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა ენაჭარტალა ცოლების „ჭკუაზე მოსაყვანად“, მოგვიანებით კი ამ მეთოდით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სხვა საქციელების გამოც სჯიდნენ. ხანდახან მათ თოკით ან ჯაჭვით სამარცხვინო ბოძზე მიაბამდნენ, ზოგჯერ კი ასე „გამოწყობილს“ ქალაქის ქუჩებშიც დაატარებდნენ.

Scold_s_bridle_3

გაგრძელება იხილეთ აქ>>>

 

http://ermonia.blogspot.com/

Playboy-1
ავტორი: ERM0NIA
ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ყველას ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უსაზღვრო ნიჭი, ან პირიქით... საიტის სახელწოდება ზოგადად მაინც უნდა ასახავდეს მის შინაარს, მაგრამ ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ინტერნეტშიც ყველაფერს ადამიანები განაგებენ და ალბათ სწორედ ამ მიზეზით, გლობალურ ქსელშიც გვხდება გამონაკლისები და ხშირად ძალიან შეუსაბამო და სასაცილო სახელებს წააწყდებით.
1. http://www.minet.net – ფრანგული ტელესაკომუნიკაციო საიტია. კომპანიას სწორედ ასე ჰქვია MiNet. ჩანს ფრანგები ისე წინ წავიდნენ სასიყვარულო თამაშებში, რომ ამ სიტყვით აღნიშნულ საქმეს უკვე ტელეკომუნიკაციის მეშვეობითაც ახერხებენ.
2. http://www.WhorePresents.com – თუ ამ ვებ–მისამართზე მეძავების (whore) ან მათი საჩუქრების (presents) ძებნას დაიწყებთ, მაუსი ნაცარში ჩაგივარდებათ. ეს ცნობილი ადამიანების სახელთა საძიებო საიტია. როგორც ჩანს, გვერდის ავტორებს კაცობრიობის გამოჩენილ მოღვაწეებზე, ვთქვათ ჩიჩოლინაზე, არც ისე მაღალი წარმოდგენა აქვთ.
3. http://www.kutaisi.com – ამ საიტზე ქუთაისის ხსენებაც კი არ არის. საიტს „ძებნაც“ აქვს, მაგრამ ქუთაისს ვერ პოულობს... და კიდევ: თუ „საქართველოს“ დაკლიკავთ, გაიხსნება ბმულები... შტატ ჯორჯიის შესახებ. როგორც ჩანს, ამ საიტის შემოქმედმა პირველივე დღეს დაისვენა.
4. http://MolestationNursery.com – შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყოვლად გახრწნილი და გათახსირებული პედოფილების ვებ-გვერდია. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ბაღი და გსურთ ყინვაგამძლე მცენარეების შეძენა, სწორ მისამართზე მოხვდით.
5. http://www.shteri.com – ნუ დაითხრით თვალებს ამ გვერდზე ქართველი „პოპ-ვარსკვლავების“ (ან მათი ფანების), საბჭოთა ობლიგაციების განაღდების მომლოდინეების, ან რომელიმე პოლიტიკოსის გულწრფელ მხარდამჭერთა ძებნით. საიტზე მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინტერნეტ-მაღაზიაა განთავსებული.
6. http://sifilis.org – ვინ არ შემცდარა და ვის არ მოსვლია? რას იზამ? ზოგჯერ პრეზერვატივიც სანდო არაა... ამ საიტზე დაავადების სამკურნალო პრეპარატების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავთ. საიტის ავტორები მოგზაურობისა და ბიზნესის დაგეგმვაში დაგეხმარებიან. მაგრამ ასეთ დროს რა გემოგზაურებათ და გებიზნესებათ?
დანარჩენი იხილეთ აქ>>>

http://anarekly.blogspot.com/

St. Nino

ავტორი: ლაშა გაბუნია

„ნინოობა უპირველესად იმ სიყვარულის დღესასწაულია, რომელიც უკვე 18 საუკუნეა, სუფევს ჩვენს შორის“

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტეს სამმა მოციქულმა გაავრცელა, სახელმწიფო რელიგიად ოდნავ მოგვიანებით გამოცხადდა. ეს მოხდა წმ. მირიან მეფის დროს, როდესაც საქართველოში თვით ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით მოციქულთა სწორმა წმ. ნინო კაპადოკიელმა იქადაგა.

ახალი სტილით 27 იანვარი წმ. ნინოს გარდაცვალების დღეა და ამ თარიღს საქართველოში ნინოობას ეძახიან. არის თუ არა მისტიკური ის ფაქტი, რომ მთელს საქრისტიანოში მხოლოდ ქართველები მოაქცია ქალმა? რატომ აღვნიშნავთ ქრისტიანები დიდი სიხარულით წმინდანის გარდაცვალებისა და არა თუნდაც დაბადების დღეს? ამ საკითხებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე გვესაუბრება.

– მამა ზაქარია, რატომ ითვლება ქართველთა განმანათლებლად წმ. ნინო, როდესაც საქართველოში I საუკუნეშიც კი თვით მაცხოვრის მოციქულებმა იქადაგეს?

– როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ იწოდება, რადგან საქართველოში ქრისტიანობა პირველად ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს. საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა. სხვადასხვა დროს კი ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობას მოციქულები სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე ქადაგებდნენ. მათ შორის ორმა – სვიმონ კანანელმა და მატათამ საქართველოში ჰპოვეს განსასვენებელი. როგორც მოგეხსენებათ, სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დაკრძალული, მატათა კი აჭარაში განისვენებს.

იხილეთ ვრცლად>>>

  

 

ავტორი – ERM0NIA

„შოუ-ბიზნესის“ წარმომადგენლები მეწარმეები არიან და რაც უნდათ, ის აკეთონ“
„მთვარის კლუბი“ თბილისში ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც მუსიკალური კლუბი შექმნა, სადაც ძალიან ბევრი ჯგუფი გაერთიანდა. თავად „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, „ინსაიტი“, „33 ა“, „აუტსაიდერი“ – მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილ თუ ჯერ უცნობ ჯგუფებს შორის, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწორედ ამ კლუბმა გააერთიანა.
ყველაფერი თორმეტიოდე წლის წინ დაიწყო. მანამდე ჯგუფ „მთვარის კლუბის“ დამაარსებელი ლევან ქუმსიაშვილი მისმა ძმამ გიამ გიტარის მასწავლებელ რაფაელთან მიიყვანა, ვისთანაც 5 წელი კლასიკურ გიტარაზე დაკვრას სწავლობდა. მერე მან არქიტექტურის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სწავლისას ისევ ძმამ გააცნო პროფესიონალი კომპოზიტორი გოგიტა მაისურაძე. გოგიტა კონსერვატორიის საკომპოზიციოზე ანდრია ბალანჩივაძის კლასში სწავლობდა. სწორედ მაშინ დაწერა ლევანმა თავისი პირველი სიმღერები: „ღამე მშვიდობისა“, „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, „მე გაზაფხულზე გეპატიჟები“ და სხვები, რომელსაც რატომღაც სუფრაზე სამღერი სიმღერების სტატუსს აძლევდა. სხვათა შორის, მაშინ ლევანი და გოგიტა „ლურჯ“ მონასტერში ერთად გალობდნენ.

მერე შექმნეს ჯგუფი „მთვარის კლუბი“, რომელსაც სახელი გოგიტას სიზმრის მიხედვით ეწოდა. ლევანი გიტარაზე უკრავდა, გოგიტა – პიანინოზე, დრამერად კი მურმან ლომიშვილი მივიდა, რომელსაც ძალიან კარგი სარეპეტიციო აპარატურა და დარბაზი ჰქონდა. სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცოცხალი მუსიკის „გულანშაროს ფესტივალი“ ჩატარდა. „მთვარის კლუბმა“ ამ ფესტივალზე გაიმარჯვა. გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს გიტარისტმა ზურა მაისურაძემ და ბასისტმა დათო ტურაშვილმა (არ აგერიოთ მწერალ ტურაშვილში). ჯგუფმა საკმაოდ კარგი რეპერტუარი შექმნა.

ბიჭების სარეპეტიციომ და მერე უკვე სტუდიამ ირგვლივ ძალიან ბევრი მუსიკოსი და ჯგუფი შემოიკრიბა. „მთვარის კლუბს“ მხოლოდ ერთი ოფიციალური ალბომი აქვს გამოცემული, რომელსაც ჯგუფი ნელ-ნელა მთელი ორი წლის განმავლობაში იწერდა. „მთვარის კლუბ“ ამჯერად მეორე ალბომის ჩაწერის პროცესშია. მომავალი ალბომიდან ერთ სიმღერაზე („ფრთებს“) უკვე გადაიღეს კლიპი. ლევანს კლიპის გადაღებაში უანგაროდ დაეხმარნენ: გიორგი ბერიძე (კინოოპერატორი, რომელიც ამავე დროს კლიპის რეჟისორიცაა) და თამუნა მელიქიშვილი, რომელიც „ფრთებს“-ის სცენარისტი და მხატვარია. ლევანი ფიქრობს, რომ ახალი ალბომის ჩასაწერად საკმარისია დასარტყამები, ბასი და გიტარა: „ჩვენი იარაღია ემოცია. ჩვენ არ ვაგინებთ ამ ცხოვრებას, მაგრამ არც ძალიან ვდნებით „მე შენ მიყვარხარებით“. სიმღერაში არის თუნდაც წამიერად გაელვებული აზრი. მე ვცდილობ, რომ რიტმს ერქვას პულსი, სიმღერას – ემოცია და მუსიკა იყოს გრძნობა“.

იხილეთ ვრცლად...

http://anarekly.blogspot.com/

        

ავტორი – ERM0NIA

ზაზა ბურჭულაძე წუხს, რომ ქართულ ხელოვნებაში კონფორმიზმია გამეფებული
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს (იგივე გრეგორ ზამზას) ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი რომანები „სულთათანა“, „შენ“, „სიმფსონები“ და „წერილი დედას“ საუკეთესო ქართულ გამომცემლობებში დაისტამბა და საკმაოდ სკანდალური გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში.

ზაზა ბურჭულაძე სხვა მწერლებისაგან გამოირჩევა კონფორმიზმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით. ამ მხრივ, მისი კრიტიკა ხშირად ულმობელიც კია. თუმცა, საზოგადოებას უფლება აქვს იცნობდეს მის ზოგჯერ ძალიან მკაცრ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, არც ისე უსაფუძვლო შენიშვნებს.

– თბილისი ამჯერად ქართული ლიტერატურის ცენტრად ითვლება. შენი აზრით, რა ხდება დღევანდელ ქართულ მწერლობასა და ლიტერატურაში?
– ლიტერატურაში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ჩემთვის მნიშვნელოვანი ტენდენცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გვამზე ვლაპარაკობდეთ. მიცვალებულზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან – არაფერს. ანალოგიურ მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული ლიტერატურა. მასზე ან კარგი უნდა ითქვას, ან არაფერი. დღეს ბევრი მოთქვამს კრიტიკა არ არსებობსო. რატომ არ არსებობს? კრიტიკა ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც მხატვრული ქმნილება ინტერესს აღძრავს. და თუ კრიტიკა არ არსებობს, მაშინ გამოდის, არაფერი იქმნება? რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი მეორეხარისხოვანი, მაგრამ კარგიც ხომ იწერება? ამას კი დანახვა უნდა. რას აკეთებს ლიტერატურის ინსტიტუტი? უმაღლესი სასწავლებლები? რატომ არ ტარდება შეხვედრები ლიტერატორებთან?
მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა. ამას ცუდად როდი ვუყურებ, მაგრამ გლეხმა მიწას უნდა მოუაროს, ხაბაზმა პური აცხოს, სტრიპტიზი კი არ უნდა აკეთოს. იგივე ხდება ლიტერატურაშიც, ანუ ვისაც არ ეზარება, ყველა წერს. თუმცა, ასეც უნდა იყოს – თუ არ გეზარება, უნდა წერო.
– როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს ხელისუფლებასა და მწერალს შორის?

– ყოველთვის შეურიგებელი ვიქნები იმ შემოქმედისადმი, ვინც ხელისუფლებისადმი კონფორმისტი იქნება, სახელმწიფო სუფსიდიებზე იცხოვრებს ან რომელიღაც პოლიტიკური გუნდის დაკვეთებს შეასრულებს. რატომღაც, ღრმად მწამს, რომ ხელოვანი ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოს.

– შენ აღნიშნე, რომ არც ერთ ინსტიტუში არ ტარდება შეხვედრები ლიტერატორებთან, მაგრამ თბილისში ხომ არსებობს კლუბი „სარდაფი“, სადაც სწორედ დაინტერესებული სტუდენტები ხვდებიან ლიტერატორებს?

– შესაძლოა ვიღაცისთვის ეს კარგიც იყოს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ. საერთოდ, ხელოვნებას სნობობა არ უხდება. „სარდაფში“ კი სნობობის გარეშე ჯერ არაფერი მინახავს. წიგნს თუ რაღაც მამაძაღლობები სჭირდება და მის ფონზე უნდა გაიყიდოს, მაშინ სწორედ მამაძაღლობა ყოფილა აქტუალური და არა ის, რაც ამ წიგნებში წერია. ეს არ არის მარტო შემოქმედის დანაშაული. და თუ ვინმეს ეჩვენება, რომ „სარდაფში“ რამე ხდება, გულწრფელად მივესალმები. ხომ შეიძლება მე ვერ დავინახო, არადა მართლაც რამე ღირებული ხდებოდეს. ოღონდ ეგაა, რომ, როდესაც იქ სახელმწიფო მინისტრი მიგყავს და მას „გულის ნადებს“ უზიარებ, ძალიან მეეჭვება, ვცდებოდე.

იხილეთ ვრცლად...

http://anarekly.blogspot.com/

    

 

ავტორი – ERM0NIA

ჩვენ უკვე საშინლად გადავიღალეთ, ხელები ჩამოვყარეთ, ცხვირები ჩამოვუშვით და სასო წარგვეკვეთა. თვალებანთებულები შევცქერით სატელევიზიო ბანძ საინფორმაციო პროგრამებს იმის იმედით, რომ იქნებ მასში კარგი ამბები გადმოსცენ, მაგალითად, ის, რომ რუსეთი აღარ არსებობს! ან საქართველოში ადამიანებს აღარ იტაცებენ და ენერგოსისტემაში დარღვევები აღარ არის. ხოლო ცუდ ამბებს იმ იმედით ვუყურებთ, რომ ეს ჩვენ არასოდეს შეგვეხება. ყოველთვის მღელვარებით დავცქერით საკუთარ ფოტოებს და ვიხსენებთ წარსულს, რომელიც, გვეჩვენება, რომ ძალიან ლამაზი იყო. რაღაცას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვგონია, ხვალაც გავაკეთებთ. ხვალ კი დავრწმუნდებით, რომ უკვე გვიანია.
ბევრს ვწუწუნებთ, თითქოს იმიტომ, რომ გვერდით მდგომს მსგავსი პრობლემა თავიდან ავაცილოთ, სინამდვილეში კი საკუთარ გრძნობებს და, შესაბამისად, საკუთარ თავს რეკლამას ვუკეთებთ და ამით სხვის ცხოვრებას ვამძიმებთ. ჩვენ თითქმის ყველგან და ყოველთვის რეკლამას ვიკეთებთ. რეკლამისთვის სიმღერის ნაცვლად, ვყმუით და ვბღავით, თითქოს ვინმესგან გამორჩეულები ვიყოთ. რეკლამისთვის პარლამენტარები ერთმანეთს თავში წალდებს ვურტყამთ. საკუთარი სახელის განდიდებისათვის რაც შეიძლება საშინელ ამბებს ვყვებით ტელეეკრანებსა და გაზეთის ფრცლებზე. იმისათვის, რომ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის სახელი გვერქვას, თვალს ვხუჭავთ ყოველგვარ სიმახინჯეზე. სოროებში ვცხოვრობთ და ისე ვუყურებთ ყველაფერს. პესიმიზმი ჩვენი ამოსაცნობი ნიშანია, ოპტიმიზმს კი საკუთარი ხელით ვასამარებთ.
ჩვენ აღარ გვაღელვებს ადამიანთა გარდაცვალება, თვით ბავშვების მკვლელობა, სიცივე, სიბნელე. ვემსგავსებით ცხოველებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის და შვილების გადარჩენისთვის ცხოვრობენ. ფეხებზე გვკიდია ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. შევძვერით ინტერნეტის აბლაბუდებში და ვეღარ ვხედავთ, როგორ სასტიკად კლავენ ზოოპარკში ცხოველებს და ქუჩაში ძაღლებს. ჩამოვეკიდეთ ჩვენს მობილურ ტელეფონებს და გვავიწყდება ჩვენი ახლობლების ავადმყოფობა, წუხილი. სხვების ტკივილზე აფთრებივით ვხარხარებთ. ინტელექტუალი და ელიტური ადამიანების სახეებს ვიღებთ და თვალები კი დახუჭული გვაქვს. ბრმებივით დავბორიალობთ, კედლებს დავყვებით, ვიღაცეების შიშით ქვეშ ვისვრით, ვიფსამთ და უკვე ამის აღარც გვრცხვენია. აგერ უკვე 15 წელია გულდამშვიდებით შევცქერით როორ გაჰყავთ ჩვენს ბინებში შუქი და მათი გვჯერა. ისიც გვკიდია, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ნავთობისა და გაზის „ტრუბად“ გადავაქციეთ.
რაღაცაზე ვბრაზობთ, ოღონდ თავად არ ვიცით რაზე. ვიღაც უმიზეზოდ გვიყვარს, ვიღაც უმიზეზოდ გვძულს. გვგონია, რომ დროს ვკლავთ, სინამდვილეში კი დროს ვაკვლევინებთ თავს. ლამაზმა სიზმრებმაც კი მიგვატოვეს. შფოთით გვძინავს და ნერვიულები ვიღვიძებთ. ყველა საქმის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ არაფერი გამოგვდის. საკუთარ ჭირში ვიხრჩობით და თავი მაინც ყელგამოსაღადრი ბატკნებივით გვიჭირავს. გვშია, გვწყურია და ამით ერთმანეთთან ვამაყობთ კიდეც. ბევრი ფული არა გვაქვს და ესეც გვიხარია, ვინმემ რომ არ მოგვკლას. თუმცა აქ ხომ ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად ხოცავენ. მათხოვრებად ვიქეცით. დეპრესია და სასოწარკვეთილება ჩვენთვის ბოროტების ის ნიშანია, შუბლზე რომ ამოგვატიფრეს. ჩვენ კი ბოროტისგან გათავისუფლება არ გვსურს, რადგან მონობასა და უკანალების ლოკვას შევეჩვიეთ. ჩვენ კი არ გვსურს მოვუსმინოთ ნამდვილ მუსიკას, ვიცხოვროთ ადამიანურად.

იხილეთ ვრცლად...

http://anarekly.blogspot.com/

ავტორი – ERM0NIA

აკა მორჩილაძე

ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.
ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.

შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.
ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.
არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?
ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.
ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.
მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.
ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.
იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.

იხილეთ ვრცლად...

http://ermonia.blogspot.com/

ავტორი: ERMONIA

cat-dog

მეზობლის ძაღლის მიერ დაკბენილი კატის წყალობით ქალბატონი 45 000 დოლარით გამდიდრდა…

ავსტრიაში ცხოველთა დაცვის ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს…

იტალიაში კატის მიტოვებისთვის ერთწლიანი ციხეა…

იხილეთ ვრცლად...

 

http://ermonia.blogspot.com/

ავტორი – ERM0NIA

მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.

ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება.

იხილეთ ვრცლად...

http://ermonia.blogspot.com/