SPAM - პირველი ქართული "საშინელებათა" ფილმი

Posted 2:02 PM by Nina in თემები , , , , ,

Spam

ავტორი: jokey

პირველი ქართული “საშინელებათა” ფილმი
ჟანრი: მძაფრსიაუჟეტიანი, საშინელებათა, თრილერი
წელი: 2010
როლებში: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, სოფია მაიერი, მირიან ჯეჯელავა, სოფო სებისკვერაძე, გვანცა კორშია, სალომე თათარაშვილი
რეჟისორი: რამაზ ჩაჩანიძე

ფენტეზი, დეტექტივი, მელოდრამა, ვესტერნი, კომედია, მისტიკა, ტრილერი, დრამა, მიუზიკლი, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი - რომელ ჟანრსაც არ უნდა მიაკუთვნოთ „სპამი,“ ის ნებისმიერ შემთხვევაში პაროდიაა.
წარმოგიდგენიათ?! მოკლემეტრაჟიანიც კი არ არის, სამწუხაროდ.
ფილმის დასასრულს ერთადერთი ფრაზა ვთქვი: „მოწევა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 90 წუთი დავკარგე.“

 

 

იდეის ორიგინალობა - იყო ორიგინალური. მკვლელ ბორბალს ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ვერც ფილმიდან მიხვდებით ბორბალი რა შუაშია. ამისთვის სულ ცოტა ნაცნობი უნდა გყავდეთ, რომელმაც რეჟისორი/სცენარისტის ჩანაფიქრის შესახებ იცის.
სამსახიობო ოსტატობა - ვეჭვობ, ირაკლი სანაიას დღემდე სჯერა რომ სპექტაკლში ითამაშა და არა ფილმში.
არ ვიცი ვინ მოაწყო კასტინგი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის ადამიანი დასაჭერია.
Touch-ფაქტორი - ოოო, „საშიში“ ეპიზოდებიც კი ძალიან კომიკური იყო.
ოპერატორული ნამუშევარი - ფილმში არის პანორამა, რომელიც ჰორიზონტალურთან ერთად ვერტიკალურიცაა. ოპერატორი ან დამწყებია ან ფილოლოგი.
სარეჟისორო ნამუშევარი - რამაზ ჩაჩანიძე ნამდვილად ფილოლოგია (არ ვიცი ფილოლოგებს რას ვერჩი). ფილმში არ არის კონფლიქტი, სიღრმე, ბალანსი და მისთ.
სცენარი - SPAM (ინტოქსიკაცია), სცენარში ყველა ფრაზას და ქმედებას აქვს გამართლება. სნერაში ფილმს აქვს ფინალი. თუმცა რამაზ ჩაჩანიძე ფილოლოგია.
საუნდტრეკი - მუსიკა ნორმალური თუმცა, თემატური გადასვლა ზედმეტად ხისტი.
მონტაჟი - ერთ მომენტში გულწრფელად მეგონა, რომ გადაგდებული ბიჩოკი ფილმის მძინარე გმირს დაეცემოდა.
სპეცეფექტები - ღმერთო ურო ჩამცხე ტავში! ასეთი ხელოვნურ ცეცხლზე არაფერი გამიგია, ნახვით მითუმეტეს ვერსად ვნახავდი.
არის ასეთი სცენა. სანდრო (დავით ქაცარავა) აივანზე დგას და სიგარეტს უკიდებს, თუმცა სანთებელა გაფუჭებულია. ზურგს უკან, კარის ტავზე დაკიდებულ ბორბალს კი პერიოდულად ცეცხლი ეკიდება. ვიფიქრე ბორბალზე აუკიდებდა სიგარეტს, მაგრამ ის ფილოლოგია.

იხილეთ ვრცლად>>>jokeyforever.blogspot.com



0 comment(s) to... “SPAM - პირველი ქართული "საშინელებათა" ფილმი”