ყველაფერი “ელექტრონავტი 2014“ ის შესახებ

Posted 2:33 PM by KOMUNA in თემები , , ,

თარიღი/დრო: 25 აპრილი, 2015 / 20:00
ადგილი: თბილისი, ივენთ ჰოლი




უკვე აღიარებული ფაქტია, რომ ქართული ელექტრონული მუსიკა და პოპკულტურის ინოვაციური ფორმები ასოცირებულია ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალთან - “ელექტრონავტი” ” -, რომელიც მეშვიდე წელია ტარდება თბილისში. სამწუხაროდ, ფონდის დამფუძნებლებსა და ცერემონიალის ორგანიზატორებს დღესაც უწევთ სპოსნორებისათვის და ოფიციოზისათვის იმის მტკიცება, თუ რამდენად მნიშნელოვანია ამ მუსიკალური სცენის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ორგანიზატორებს წელსაც მოუწიათ ღონისძიების გადადება დაპირებული 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აპრილში.
მიუხედავად ამისა, 25 აპრილს “ელექტრონავტები” მაინც ტარდება, ხოლო სცენა სტაბიულურად იზრდება და ვითარდება.
2014 წელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო დაჯილდოების ისტორიაში.  უცხოელი არტისტების რაოდენობამ იმატა, ფონდმა მინიმუმ 50-მდე უცხოელი არტისტის გამოსვლა დათვალა საქართველოში; ქართველი არტისტები ბევრად უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ტრეკების რაოდენობამ, როგორც ყოველთვის, რეკოდული ზღვარი გადალახა: 85 არტისტი, 300 ტრეკი პრესელექციის ტურში.
რაც შეეხება ხარისხს და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, “ელექტრონავტების” ისტორიაში ყველაზე გამორჩეული წელი შეჯამდება. იქნება ეს Sinoptic Music-ის ტუსია ბერიძეს ვოკალურ ფანტასმაგორიაზე დაყრდნობილი “შავი კუნძულების” იდილია, თუ  Nare-ს სტრუქტურირებული  ვაკხანალია,

   ფაქტია რომ ქართველმა არტისტებმა ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინეს და უკომპრომისოდ მიისწრაფიან მათ დასაპყრობად.
საპასუხოდ, ფონდმაც რამდენიმე მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა. როგორც იქნა აეწყო “ელექტრონავტების” სტატიური ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც გარდა ბევრად უფრო დახვეწილი და მიმზიდველი ხმის მიცემის სისტემისა, წლის ბოლომდე უფრო ინფორმატიული და ფუნქციონალური გახდება.
წლევანდელ ნომინაციებს რამდენიმე ახალი კატეგორიაც შეემატა. ნომინაციამ “წლის საერთაშორისო არტისტი”, დაჯილდოებას საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა. ბევრად უფრო გაფართოვდა უცხოელი ჟიურის წევრების სიაც.
ახალი ნომინაცია საუკეთესო ვი ჯეი, იმედი გვაქვს მოტივაციას  მისცემს და ხელს შეუწყობს საქართველოში საწყის ეტაპზე მყოფი ვიზუალური დარგის განვითარებას. ამავე მიზნით, დაჯილდოებას საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაციაც დაემატა.
საბოლოოდ, 2014 წლის ნომინაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. წლის მხარდამჭერი კომპანია
  2. წლის პრომოუტერი
  3. წლის მუსიკალური ღონისძიება ან ფესტივალი
  4. წლის საუკეთესო კლუბი ან საკონცერტო დარბაზი
  5. წლის ვიდეო
  6. წლის ვი ჯეი
  7. წლის დი ჯეი
  8. წლის მუსიკალური ტრეკი
  9. წლის ცოცხალი შესრულება
  10. წლის საუკეთესო ალბომი ან EP
  11. წლის საერთაშორისო არტისტი
  12. ელექტრონავტი 2014

“ელექტრონავტებისათვის” ხმის მიცემა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 აპრილიდან დაიწყო და 23 აპრილამდე გაგრძელდება. ნომინირებული “სამეულები” გამოვლინდება 24 აპრილს პრესკონფერენციაზე და გავრცელდება მასსმედიის მეშვეობით და ასევე ფონსი ინტერნეტ გვერდზე.
ცერემონიალის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი არტისტები:  MOKU MOKU, Beqa Kundalini, ეკო დეისაძე, samso, Nikakoi , Furan, Tete Noise , Young Georgian Lolitaz, Mother on Mondays, Gvaji , 3Suli.
“ელექტრონავტებზე” მოხვედრა წელსაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევების საშუალებით იქნება  შესაძლებელი, ამისათის მუსიკის მოყვარულებმა გამოკითხვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, ხოლო აფთერფართი კლუბში BASSIANI ჩატარდება (ნაწილობრივ ბილეთები და მოსაწვევები), სადაც ჰედლაინერი ბრიტანელი დი ჯეი და პროდიუსერი Space Dimension Controller იქნება.
მთავარი პრიზის ავტორი წელს მხატვარი ირმა ლეჟავაა.
დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსია გადაიცემა მაისის ბოლოს ელექტრონავტების მედია პარტნიორისსაზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
წელს “ელექტრონავტებს” მხარს უჭერს ქალაქ თბილისის მერია.
მედია პარტნიორები არიან: რადიო უცნობი, რადიო შოკოლადი და myvideo.ge

ფონდი “ელექტრონავტი”



0 comment(s) to... “ყველაფერი “ელექტრონავტი 2014“ ის შესახებ”