გაიცანი ახალი ქართველი ელექტრონავტი: პაპუნა ჭუმბურიძე

Posted 2:18 PM by KOMUNA in თემები ,



მე ვარ პაპუნა ჭუმბურიძე, დაახლოებით 10 წლის წინ აღმოვაჩინე პროგრამა FL Studio, თავიდან პრიმიტიული ტრეკების წერა დავიწყე მაგრამ წლების მანძილზე პროგრამაც უმჯობესდებოდა და მეც უფრო ვცდილობდი ხმის ხარისხის დახვეწას, 2007 წელს DJ Jorjick - თან გავიარე 1 თვიანი ელექტრონული მუსიკის სასწავლო კურსი, ჩემი დებიუტიც მაგავე წელს შედგა, new art gallery - ში, რამდენიმე გამოსვლა მქონდა, შემდეგ Ground Hall  - შიც დავუკარი.
2012 წელს მივიღე მონაწილეობა Tbilisi newcomers -ში, სადაც საუკეთესო  ოცეულში მოვხვდი.
დღეისათვის გამაჩნია მიდი კლავიში, ასევე ვირტუალური ინსტრუმენტებუს საკმაოდ მდიდარი კოლექცია, როგორიც Spectrasonics Omnisphere, Cinamesamples piano in blue, ასევე Arutria - ს პროდუქტები, რომლებიც ლეგენდარულ ანალოგური სინთეზატპრების ემულირებას ახდენენ, როგორებიც არის:  minimoog, yamaha cs 80 და სხვა. 
ამჟამად ძირითადად ამბიენთ და ლაუნჯ სტილში ვმუშაობ, თუმცა თავს როკის და სხვა ჟანრის მუსიკაშიც ვცდი ხოლმე.

აქ დავდებ რამდენიმე ჩემი საუკეთესო მუსიკის ლინკებს: 




ჩემი youtube ის მისამართი: http://www.youtube.com/user/PapunaOfficial

და facebook ის გვერდი: https://www.facebook.com/pages/Papuna/172835460623


0 comment(s) to... “გაიცანი ახალი ქართველი ელექტრონავტი: პაპუნა ჭუმბურიძე”