ვისი საკუთრებაა საქართველო ანუ ინდივიდების კონფედერაცია
Posted 4:49 PM by Nina in თემები ისტორია, ომი, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, უძილაურიავტორი: გიორგი უძილაური
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ისე, სხვათაშორის განაცხადა, რომ „საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციულიურთიერთობების შესახებ ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, დანარჩენი კიდიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია“. ვინც ვერ გამოიტანა აზრი ამ ფრაზიდან, შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ 18 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ქვეყნებს შორის ჩვეულებრივურთიერთობებს აღემატება.
ქართველი სოციალ-დემოკრატების გარდა, რომლებმაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყებისგან ახსნა განმარტება მოითხოვეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოსვლია აზრად გაეპროტესტებინა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისადმი ქვეყნის მთავრობის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება. «საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განზრახვებს. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს სიფხიზლე რათა ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოჩნდეს სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.»- ნათქვამია სოციალ-დემოკრატების განცხადებაში.
საქართველოში თითქოს არც არაფერი მომხდარა, ქვეყნის პრეზიდენტს ერთ მშვენიერ დღეს მოუნდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადაკეთება აზერბაიჯანთან ერთად შექმნილ ახალ სუბიექტად და წარმატებითაც ახორციელებს ამ გეგმას, სოციალ-დემოკრატების პროტესტის და თითო ოროლა ექსპერტის კომენტარის გარდა ქვეყანში ფოთოლიც არ შერხეულა, თითქოს წყდებოდეს არა საქართველოს მომავლის, არამედ რომელიმე შენობის დანგრევის საკითხი.
შესაძლოა, კარგია საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნა, შესაძლოა ცუდი, მაგრამ ამის გასარკვევად საკმარისი არაა სააკაშილის იდეა ან საგარეო უწყების მუშაობა. არც პრეზიდენტის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში სიტყვაც არ არის ნახსენები ქართული საზოგადოების შესახებ, ისე თითქოს წყდებოდეს არა ქვეყნის, არამედ სააკაშილის აგარაკის მეზობლის აგარაკთან გაერთიანების საკითხი.
საკითხი, რომელიც წამოაყენა სააკაშვილმა და გაახმაურა ნინო კალანდაძემ ეხება ქვეყნის არსებობის საფუძველს _ მის სახელმწიფოებრიობას, შესაბამისად… >>> იხილე გაგრძელება >>> udzilauri.blogspot.com