Weekend.ge 2-4 ივლისი
Posted 6:00 PM by Nina in თემები Weekend.ge, გართობა, თეატრი, კალენდარი, კინო, კონცერტიby weekend planner
ვულოცავ “Twilight”-ის ფანებს, კინოთეატრებში მორიგი სერიის გამოსვლას. ალბათ უკვე უმეტესობას გაქვთ წაკითხული წიგნიTwilight: eclipse -რომლის მიხედვითაც არის ფილმი გადაღებული. ვისაც წიგნი არ წაგიკითხავთ და ფილმის შინაარსი თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობია, მოვყვები: ამ სერიაში ბელა ისევ ედვარდის გვერდითაა, რაც პრობლემებს უქმნის მის მეგობრობას ჯეიკობთან (რომელიც, თუ არ გახსოვთ ან თუ არ იცით, მაქციაა და ვამპირების მოსისხლე მტერია). ამასობაში, ქალაქ სიეტლში ვამპირების რაოდენობა პროგრესულად იწყებს მატებას.. ჰორიზონტზე ვოლტურებიც გამოჩნდებიან… მოკლედ უფრო მეტი მოქმედება, თავგადასავლები, საშიში მომენტები და რაც მთავარია ვამპირული რომანტიკა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ კინოთეატრებში “რუსთაველი” და “ამირანი” სულ რაღაც 6-10 ლარად.
როლებში: რობერტ პატისონი, კრისტენ სტიუარტი, ტეილორ ლოტნერი
რეჟისორი: დევიდ სლეიდი
ჟანრი: ფენტეზი, რომანტიული
კლუბები/ბარები/რესტორნები
- პარასკევს, 2 ივლისს, “პურ-პურში”, ჩატარდება ლაივ კონცერტი. მონაწილეობას იღებენ: Landmark, Sour Skin. ბილეთის ფასი 5 ლარი. დასაწყისი: 22:00
- შაბათს, 3 ივლისს, კლუბში “გ.უ.რ.უ” – Hippie Time – დასაწყისი 23:00
- კვირას, 4 ივლისს, როკენროლი ლაივში - ბარში ანგარი. დასაწყისი 20:00
კინოთეატრები/თეატრები>>> იხილეთ აქ>>> weekend.ge