იდეალურად ჩაცმული ქალი
Posted 5:00 PM by Nina in თემები Lord vader, მამაკაცი, მოდა, პოპულარული, ქალიავტორი: Lord Vader
რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რატომ მარტო მამაკაცების ბრენდებზე, მოდაზე და დრეს-კოდზე წერო. მეც გადავწყვიტე გენდერული თანასწორობის დაცვა და ქალების მოდაზე და საკულტო ფილმზე “სექსი დიდ ქალაქში”-ც კი დავწერე ორიოდ სიტყვა. პოსტი გამოვიდა (მკითხველთა რაოდენობით ვმსჯელობ), ამიტომ თემას გავაგრძელებ და დავწერ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ქალი ჩვენი, მამაკაცების შეხედულებით.
საკუთარი გემოვნება რომ არ მოგახვიოთ თავს, მეტი ობიექტურობისთვის ცოტა განვაზოგადებ გაზეთ Sunday Life-ისა და ჟურნალ Men’sHealth-ის დახმარებით, რომლებმაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა მამაკაცთა შორის.
Sunday Life-ის მამაკაც მკითხველთა აზრით, ქალს უნდა ეცვას მოკლე, ვიწრო ქვედაბოლო ან საშუალო სიგრძის ვიწრო ქვედაბოლო ჭრილით.
ქალის საოფისე ტანსაცმელს შორის მამაკაცებმა საშუალო ვიწრო ქვედაბოლოს მიანიჭეს უპირატესობა, მოკლე, წელში გამოყვანილ პიჯაკთან ერთად. წელში გამოყვანილმა ჟილეტმაც დაიმსახურა მამაკაცთა მოწონება. ყოველდღიური და სპორტული სტილიდან კი მამაკაცებმა გამოარჩიეს ვიწრო ჯინსის შარვალი მასთან შეხამებული ჩექმებით. წვეულებისთვის ქალის იდეალურ არჩევნად მამაკაცებს მიაჩნიათ წელში გამოყვანილი საღამოს კაბები ღრმად ამოჭრილი ზურგით და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე (“შპილკებზე”).
ქალები წელში გამოყვანილი ქამრიანი პალტოებით, სიფრიფანა, ნახევრად-გამჭვირვალე კოფტებით მამაკაცებს ასევე მოსწონთ.
თუმცა, აბსოლუტური ლიდერი მაინც ტოპია (ბრეტელების გარეშე) და მაისურები ლათინური ასო V ფორმის ჭრილით.
წინდებიდან მამაკაცებს ყველაზე მეტად შავი ფერის, ნახევრად გამჭვირვალე კოლჰოტი მოსწონთ, ბადისებრი და ნახატებიანი წინდები კი ვულგარულად მონათლეს.
მამაკაცებმა ასევე გამოარჩიეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ნატის (ზამშის) ჩექმები მუხლებამდე. თოფსაიდერები, მასიური ქუსლები და მეტისმეტად გრძელი და ცხვირ-წაწვეტილი ფეხსაცმელი მამაკაცებმა ზედმეტად უხეშად და “აგრესიულად” მიიჩნიეს.
ტუნიკები, ფაშფაშა კაბები და ამ სტილის მეტისმეტად ფართო, თავისუფალი ტანსაცმელი მამაკაცებს აგრეთვე არ მოსწონთ. ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარად ჩაცმული ქალი “ფეხმძიმედ მყოფს” აგონებს. მამაკაცები ასევე უარყოფენ “ტომრისებრ” შარვლებს, უნისექს სტილს, ყველა სახის უქუსლო ფეხსაცმელს (სანდლების ჩათვლით), ფართოფარფლებიან ქუდებს (დაერხა, ბრიტანეთის დედოფალს) და დიდრონ მზის სათვალეებს (ვინაიდან, ეს ორი – ქალის სახის აღქმაში უშლით ხელს)…
იხილეთ გაგრძელება>>>> lifestylebox.wordpress.com