რეკლამის ძალა მოგეცემოდეთ
Posted 3:11 PM by Nina in თემები hexsus.blogspot.com, პოპულარული, რეკლამა, ტელევიზია, ჰექსე
ავტორი: ჰექსე
"თვალი ჩაუკრა სიბნელეში ლამაზ ქალს, ეს იგივე აკეთო ბიზნესი რეკლამის გარეშე" - თქვა ვიღაცამ დაყველამ უმალ დაივიწყა თუ რამხელა რომანტიკა აქვს სიბნელეში თვალის ჩაკვრას და რეკლამის აურზაურში ჩაერთო.
პარალელურად მსოფლიოს კვლევითმა ცენტრმა სახელწოდებით "მახათი დავკარგეთ" ჩაატარი უმსხვილესი კვლევა და დაასკვნა, რომ დედამიწის მოსახლეობის 4%-ს უყვარს ტელევიზორით რეკლამის ყურება.
და მიუხედავად იმისა რომ მეც ჯერ კიდევ დედამიწას ვეკუთვნი ჩემთან მსგავსი კითხვით არავინ მოსულა, მაგრამ მე მაინც იმ 4%-ში ვერთიანდები.
თუმცა რეკლამის სიყვარული რამდენად ვრცელდება ქართულ არხებზე გასულ რეკლამებზე ვნახოთ:
- რექსონა
ალბათ ამის ბრალია, რომ ქართულ მოსახლეობას ჰგონია რომ აღნიშნული საშუალებები მხოლოდ რაიმე საიდუმლო დავალების დროს გამოიყენება და ალბათ ამიტომაც არის რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ივნისიდან აგვისტომდე სწორედ ჯეიმს ბონდისა და ლარა კროფტის დახმარება ესაჭიროებათ ჩვენს სასუნთქ ორგანოებს. (!)
თუმცა ქვე-სათაურში რექსონა ტყუილად არ მიხსენებია. მისი ბოლო რეკლამის სლოგანი- "გაბედე, ჩაიცვი შავი!"ისე მაღიზიანებს რომ ლამის რეკლამების (არარსებულ) მარეგულირებელ კომისიას მივწერო და ქართველობის სახელით დახმარება ვთხოვო.
რატომ?
ძლივს აქ შავი გაიხადეს და იმის გაბედვისკენ მოწოდება რომლის გადაგდების გაბედვა სულ ცოტა ხნის წინ გაბედეს - ცოტა არ იყოს და ალოგიკურად მეჩვენება.
- ბარამბო ჩაჩავა
ჯერ იყო და თავი გტკიოდა, ქმარი გღალატობდა თუ ხელფასი არ გყოფნიდა ჩაჩავაში უნდა წასულიყავი.
ახლაა და შოკოლადი გინდა თხილით, ქიშმიშით, ხილით... ხინკალი მწვანილით, ლუდი თევზით თუ ბიჭი მანქანით - ყველაფერი ბარამბოა.
მოკლედ, რაც არ უნდა გინდოდეს ეროვნულ შოკოლადში 1.80-ს გადახდას ისევე ვერ აუვლი გვერდს როგორც ახალი სატელევიზიო პროექტი წამყვანად - დუტას. ისე დუტა მშვენიერი სახელია ამ შოკოლადისთვის - რატომ ვერ მოიფიქრეს ეს?
დუტა გვერდით იყოს და ამ რეკლამის სლოგანმა "მშობლები რომ გეუბნებიან ტკბილი კბილებს აფუჭებს, არ დაუჯეროთო" მამათა და შვილთა ბრძოლა შეიძლება გამოიწვიოს .
წარმომიდგენია, მაღაზიის ვიტრისნი წინ გაჩაჩხული ჯიბეებშიხელებჩაწყობილი 3 წლის ბავშვი მშობელს რომ ეუბნება"შენ ვინ გეკითხება, ტელევიზორში თმაგაბურძგნულმა კაცმა თქვა - მე დამიჯერეთო!"

- სარეცხი საშუალებები
აქ ისინი პატარა აინშტაინებად გვევლინებიან და ისეთ საოცარ ფორუმლებს არახურებენ რომ აინშტაინიც კი აივსებოდა შურით. სარეცხი ფხვნილი დაგეხმარებათ რეცხვა გექცეთ სიამოვნებად, მისი დახმარებით თქვენ იქცევით სასურველ ქალად ქმრისთვის და სუპერ დედიკოდ შვილისთვის. "მისტერ მუსკული" ხომ ყველა ქალის სასურველი მამაკაცია – კაცი რომელიც ქალს ჟანგინაი ქურის გაწმენდვაში ეხმარება, სხვა რაღა უნდა უნდოდეს ქალს?
მოკლედ, ეს სარეცხი საშუალებები რეკლამებში ისეთ კაი ტიპებად არიან წარმოდგენილი – ვფქირობ, პრეზიდენტად თუ ავირჩევთ აფხაზეთასაც დააბრუნებენ და იქნებ სამაჩაბლოც უკან მოაყოლონ.
- "მინდა გავხდე მილიონერი!"
ახლაგაზრდა წყვილი ხარჯებს ითვლის და ამას ისე საწყლად აკეთებს, რომ ტელევიზორთან მჯდომი მოქალაქენი სიბრალულით ვივსებით და მზად ვართ.. შევქმნათ საქველმოქმედო ფონდები, დავრეკოთ ან დავამესიჯოთ... გავიღოთ უკანასკნელი კაპიკი ამ წყვილის ხარჯების დასაფარავად. რეკლამის ბოლოს კი ირკვევა რომ წყვილის შეწუხებული სახის მიზეზი ის 3,5 მილიონია, რომელიც "აზზე არ არიან " სად დახარჯონ. ამის მოსმენის შემდეგ კი ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქენი წეღან უკანასკნელ კაპიკს რომ ვდებდით მათ დასახმარებლად ახლა ისინი უარესად გვეცოდება და მზად ვართ კვლავ შევთავაზოთ ჩვენი დახმარება მათ ანგარიშზე არსებული ბოლო კაპიკის დასახარჯავად.
"მინდა გავხდე მილიონერის" უფრო მარტივი მაგალითია "თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, წყალტუბოში ვუყურებდი ტვ–ს და წინდა ვქსოვდი უცებ გავხდი ამხელა ფულის პატრონი. " ლუდსახარში "ნატახტარის" რეკლამა კი უფრო პიარ–აქცია მგონია სლოგანით "გამოვასწოროთ ასო–ბგერა "ლ"
- პრეზერვატივი "სიკო"
…
იხილეთ გაგრძელება>>> www.hexsus.com