მე, მის ესპანეთი და მსოფლიო ჩემპიონი

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

34633_1325527305281_1443843419_30753191_1760592_n

ავტორი: ჰექსე

 

ეს უმშვენიერესი ესპანელი ქალბატონი ევა გონსალესი, ანუ მის ესპანეთი 2003 და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის იკერ კასილასის ექს მეგობარი გოგონაა.



ეს ინფორმაცია ასევე ნატალიამ მომაწოდა და იქვე სინანულით ისიც იკითხა ასეთი გოგო როგორ გაუშვა ხელიდანო?
მართლაც და იკერ...:(

  • ვერსია #1 ბანალური
ყველა კაცი ერთნაირია, გაწყდა სინსილა, სად აქვთ თვალები და მსგავსი მარაზმები. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამგვარი ფრაზების. აბა როგორ შევადარო იკერ კასილასი ჩემ მეზობელ უშანგის, რომელიც მსაჯს მწვრთნელისგან ვერ არჩევს და ბრაზილიელებს მონღოლებისგან.
  • ვერსია #2 ცინიკური
ვადა გაუვიდა, ანუ დაძველდა მართლაც და რატომ უნდა ყავდეს 2010 წლის ჩემპიონს გვერდით 2003 წლის ყველაზე ლამაზი ქალი? არ ჯობია 2010 წლის? გაცილებით უფრო გაუმჯობესებული ვერსია იქნება, თანაც ბევრად უფრო ახალგაზრდა. თუმცა არა, არც ისეთი ცინიკოსი ვარ თქვენ რომ იფიქრეთ ახლა.
  • ვერსია #3 კვაზი - რეალისტური
მობეზრდა.
ერთი ფილოსოფოსი ტრიბუნიდან სიბრძნისმეტყველებდა: კაცებს, ადრე თუ გვიან ბეზრდებათო ყველაფერი, - საყვარელი სუნამოდან დაწყებული საყვარელი ქალით დამთავრებული. თუმცა მე ვფიქრობ რომ არსებობს ბევრი ნივთი, მოვლენა და ადამიანი რომლებიც არ ექვემდებარებიან ამას. მაგალითად არ მესმის როგორ უნდა მომბეზრდეს ჩემი კომპიუტერი, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ან თიკო სადუნიშვილის კრიტიკა.
  • ვერსია # 4 ადვოკატის პოზიცია
ანუ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვინ მიატოვა. აქ უბრალოდ ვამბობთ რომ მსხვერპლი ეს ქალბატონი კი არა იკერია და ამას ერთ-ორ ისეთ ამბავსაც თუ მივაყოლებთ, რომელიც მის არც თუ ისე "კარგ ქალობაზე" მიანიშნებს ჩათვალეთ, რომ ოპონენტის კარში ისეთ ბურთს დაარტყამთ, რომლის აღებასაც მხოლოდ იკერი თუ მოახერხებდა.
  • ვერსია # 5


და....
გეთანხმებით პუნქტი მეხუთე საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას.
თუ ვერ იცანით ეს ქალბატონი გახლავთ Sara Carbonero.
დიახ, იმ ცნობილი კოცნის მთავარი მოქმედი პირი და იკერის ამჟამინდელი მეგობარი გოგონა.
თუ რაიმე სასწაულით ჯერ არ გინახავთ შეგიძლიათ იხილოთ სულ 17 წამიანი ვიდეო, რომელსაც მე დავარქვი "მადრიდელი"

იხილეთ გაგრძელება>>>> www.hexsus.com



0 comment(s) to... “მე, მის ესპანეთი და მსოფლიო ჩემპიონი”