from - polity.ge
"მან მოიგო "დიდი სლემის" ტურნირების 26 ტიტული, და მაინ მთავარი მოგება ამ ჩემპიონი ქალისათვის - მისი ახალი სხეულია. თანაც სერენა მუდმივ მოდურ წინააღმდეგობაშია თავის დასთან ვენუსსთან.
სერენა უილიამსის ზოგიერთი საუკეთესო სახე და სტილები შერქმეულია ხილეულის საპატივსაცემოდ. როცა ის იყო 17 წლის, მას ჰქონდა კაბა, რომელსაც შეარქვა «ატმის სიამოვნება». «ის იყო ატმისფერი თეთრით, ისეთი საყვარელი» - ამბობს ის. US Open-2002-ზე იყო «მარწყვი ყინულით» (მარწყვი - ფერია, ყინული - ბრილიანტები ჰარი უინსტონისგან), შემდეგ ტურნირზე ლოს-ანჟელესში 2004 წელს იყო «დრო» (განმარტება არ ჭირდება). და რა თქმა უნდა კატის კომბინიზონი, რომელიც ხილი ნამდვილად არაა. " მიუხედავად იმისა რომ კორტზე Puma-ს შავ სამოსში დედოფალივით გამოიყურებოდა, გასახდელში კორტზე გასვლის წინ სერენა ასეთივე თავდაჯერებული მაინც არ იყო. ეხლა, ამბობს ის «მე მქონდა ასეთი გრძნობა: მე უბრალოდ არ შემიძლია ამ სამოსით გასვლა. ღმერთო ჩემო, მე ისე ვნერვიულობ. მე არ შემიძლია გასვლა. თავს ვგრძნობ გაშიშვლებულად». მან კითხა თავის კოლეგას ჯუსტინ ენენს, რას ფიქრობდა ამ კოსტიუმზე (ენენმა ურჩია ტრადიციული ქვედაბოლო ტოპით). ხოლო ის რაც შემდგომ იყო - უკვე ისტორიაა. «მე თავი ვიგრძენი ძალიან მსუბუქად - იხსენებს ის, - და ბოლოსდაბოლოს მე მივიღე ეს. ეს იყო ჩემი».
დღეს 28 წლის სერენა უილიამსი, მისივე თქმით «მაგარი ზოლების» დემონსტრირებას ახდენს. «როლან გაროსის» დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ის სასტუმრო Montalembert-თან, ტურნირის მიერ გამოყოფილი ლიმუზინიდან ამიცურდა და წვრილქუსლიან შავ ფეხსაცმელსა და ლაიკის მინიკაბაში გამოწყობილმა დეფილე მოაწყო.
ხოლო «მაგარი ზოლები» - ე მისი მოსასხამია, რომლიც მისი შავ-თეთრი სითამამით, თანაც მოკლედ შეჭრილ თმასთან კუპეში, სერენას ცოტათი კეკლუცს ჰგავდა.
თუმცა კეკლუცი - ეს ის სიტყვა არაა, რაც თავში მოგდის უილიამსის ხსენებისას. «პირველი ჩოგანი», «ვინუსის და» ან «კუნთები» - ეს კი. მაგრამ ბოლო დრო უილიამსი იქცა «სპორტდარბაზის დედოფლად».
Australian Open-ზე გამარჯვების შემდეგ, მისი თქმით «მოუნდა გამხდარიყო ნამდვილად ტანადი». გადაწყვიტა გახდომა. ამიტომ ხელი მიჰყო იოგას და პილატესს. აღარ სურდა ასეთ ბუმბერაზად ყოფნა»
მისი რეჟიმია: კვირაში ორ-სამჯერ პილატესი, ხოლო ტურნირისთვის მზადებისას «რამოდენიმე საათი წრთვნა, შემდეგ ერთ ან ორი საათი კარდიო ტრენაჟებზე და დარბაზში». ხოლო სახში ლოს-ანჟელესში ის თავისი დის სახლამდე, სერზე ფეხით არბის, მაშინ როდესაც შეუცლია მანქანით სარგებლობაც. მაგრამ არავითარი დიეტა.
«ჩემთვის უცნობია ეს სიტყვე «დ»-ზე, – ამბობს ის სიცილით. მართალია წრთვნებისას არსებობს კვების რეჟიმი: მცირედი პორციები, ბევრი შემწვარი ან მოხარშული ქათამი ან თევზი, ასევე ბოსტნეული წყვილში». მისი სისუსტეები? «მე არ შემიძლია უარი ვთქვა ალუბლის ნამცხვრის კარგ ნაჭერზე», – აგრძელებს ის, – მაგრამ ვიცი ერთი: 10 წლის შემდეგ არ მინდა გავხდე ამ დივანის სიგანის.»
ეს მუშაობს. უილიამსი, რომლიც დასძენს, რომ «პილატესმა შედეგი უკვე ერთი კვირის შემდეგ მისცა», გამოიყურება ისე როგორც არასდროს და მოირგო 42 ზომა, ნაცვლად 44-ისა. ეხლა მას პროპორციული კუნთების აღნაგობა აქვს, თხელი თეძო, ხოლო ცნობილი «ზურგი» უკეთესად გამოიყურება უფრო გახსნილიც კი, ვიდრე ადრე .
ბავშვობიდანვე, როდესაც სერენა იზრდებოდა ოთხ დასთან ერთად – გრძელფეხება ვენუსის ჩათვლით – მან იცოდა, რომ ის ათლეტურია, მაგრამ მას დასჭირდა დიდი დრო, რომ «ეს მიეღო». «მე ვუყურებ ფოტოებს, რომელზეც მე ვარ 6-7 წლის, საცურაო კოსტიუმში – მე ვხედავ, რომ ხელები კარგად ჯამჯდარია, ფეხები ძლიერი, – ამბობს ის, – მე არ მესმოდა, რომ ვიყავი ნამდვილად სპორტული, ხოლო უმეტესობა – არა. მე დღემდე არ მიყვარს ჩემი ხელები. ბევრს უნდა ძლიერი ხელები, მაგრამ ისინი ზედმეტად ძლიერი მაქვს. თუმცა არ ვნანობ. ისინი მე მკვებავენ».
საკუთარი ფიზიკური მიმზიდველობის რწმენა უილიამსს ეწვია მოგვიანებით – «დიდი სლემის» შვიდ ტურნირს მესამე ათეულის დასაწყისისთვის ცუდად არ უმოქმედია. «მე ვიყავი 23-ის, როდესაც მივხვდი, რომ ვინუსი არ ვარ. ის აბსოლუტურად სხვაა. მე სუპერ მომხიბლავი ვარ. მე დიდი ბიუსტი და მასიური უკანალი მაქვს. ის კი მაღალია, მოდელს გავს, და მას ყველაფერი ერგება. როდესაც ვიზრდებოდი, მინდოდა მას დავმსგავსებოდი, მინდოდა მქონოდა მსგავსი გარეგნობა, და ყოველთვის მის ტანსაცმელში ვძვრებოდი, მაგრამ ერთხელაც ვეღარ შევძელი», – ის აკეთებს პაუზას. «მაგრამ ყველაფერი რიგზეა, აი ასეთი ისტორიაა».
უილიამსი, შეიძლება ითქვა უკვე მომწიფდა თავის სილამაზემდე. «რადგან მე არ ვგავარ სხვებს, მე დამჭირდება დრო ამის შესაგუებლად; იმასთან რომ მე სხვა ვარ. მაგრამ იყო სხვანაირი – ეს კარგია», – ამბობს ის. მისი ახალი ვარცხნილობა თვითონაც მოსწონს. «მოკლე თმებში სექსუალურად უფრო მეტად აღსავსედ ვგრძნობ თავს. მინდოდა საკუთარი თავის გაგება, ჩემს არსში გარკვევას ვცდილობდი, რათა თავი უკეთ მეგრძნო. მე არ მინდა თმების ფასადის ქვეშ დამალვა». მისი სხეული ყველაზე საყვარელი ნაწილი? «ჩემი ღიმილი». ეს ითვლება? «მე ვთვლი, ღიმილს შეუძლია განსაზღვროს ყველაფერი. მოდელები გამოიყურებიან შესანიშნავად, მაგრამ ისინი არ იცინიან და რაღაც უსნაურად გამოიყურებიან. მე მომწონს ჩემი ღიმილი, ის ძალიან მკვეთრი და ლამაზია. კარგია რომ ბრეკეტები დამეხმარნენ».
მისი კარიერაც წარმატებულია. რვა წლის შემდეგ, რა პერიოდშიც უილიამსს შესვენებებით პირველი ადგილი უჭირავს, ის როგორც არასდროს ისეთი სერიოზულობით ეკიდება ჩოგბურთს.
ერთ-ერთ პრობლემას სერენასთვის, მისი განრიგის გათვალისწინებით, წარმოადგენს მამაკაცებთან ურთიერთობების დამყარება. ის ხვდებოდა რეპერსა და მსახიობს Common-ს, მაგრამ აპრილში ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. „მისი განრიგი უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი – ამოიოხრა მან, – მას არ სჭირდება პასუხისმგებლობა. ეს ძალიან ძნელია“. მისი ახალი ფილმის დატრიალებისას Common ბევრს საუბრობდა უილიამსზე, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონა რომ ისინი ისევ ერთად იყვნენ. („მშვენიერი, ჭკვიანი, მხიარული, სულქმნილი ქალი. მე მგონია რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია“, – ამბობდა ის „Access Hollywood“-ზე)
ამ თემაზე საუბრისას უილიამსი გამოიყურება დამაფიქრებლად – დამაფიქრებლად, მაგრამ კეკლუცურად. „მე მას დავურეკე და ვკითხე: ასე რატომ ამბობ, ჩვენ ხომ ერთად აღარ ვართ?“
„ალბათ იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივად კარგია“