მართალია ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, მაგრამ არ დაგზარდებით და მაინც დავწერ:
ტაფა გავაცეცხლოთ :) ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაკეპილი ღორის ხორცი (ხბოს, ბატკნის, ქათმის, თევზის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ), ურიეთ გაუჩერებლად, დაუმატეთ ცოტა ცხიმი (ზეთი) და ჩაახალეთ კვერცხი, კვლავ ურიეთ, შემდეგ დააყარეთ წინასწარ მოხარშული და უკვე გაციებული ბრინჯი, მორევა არ დაგავიწყდეთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი შემწვარი ნიორი, ცეცხლი დაბალზე დააყენეთ, არ მიგეხრუკოთ, ტაფაზე არსებულ მასას დავამატოთ დაჭრილი ხახვი, პომიდორი და ურიეთ, ამ კერძის ხიბლი ხომ მორევაშია :) ვამატებთ სოიოს სოუსს ან თევზის სოუს, ცოტაოდენი ჩილი სოუსი (მეგრული აჯიკაც მოუხდება თუ ჩილი არ გაქვთ), ცოტა-ცოტა შაქარი და მარილი, ხომ ურევთ? ხო ურიეთ, და ბოლოს მიხაკი და მწვანე ხახვი, დაჭრილი რასაკვირველია :).
Nam pla - ფერმენტირებული თევზის სოუსი, ძლიერი არომატით და მლაშე გემოთი, გამოიყენება ტაილანდურ სამზარეულოში