გოგონა ლამაზი კოჭებით

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , ,

malena6

 

ავტორი: gorgiladze

„უბანს ერთი გიჟი უნდა ჰყამდეს და ერთიც  ქორფა ქალი, რომელიც თავს მოანდომებს დიდიან-პატარიანა ყველას“ – გაუჩერებლივ  გაიძახოდა გიჟუა ბაგრატა და უბნის გიჟის მოვალეობას თავადვე პირნათლადა და დაუზარებლად ასრულებდა კიდევაც. განა ჩვენს უბანს მარტო გიჟუა ბაგრატა ებადა? სანდომიანი ბარიშნიაცა გვყამდა მე და ჩემმა მზემ – გრეტა რქმეოდა. იმის გვარი არ დამხსომებია. იმის გვარი ჩემს შაიკასა და უფროს შაიკებსაც იმაში ყველაზე ნაკლებად გვადარდებდა. ეგ მეათეხარისხოვანი გახლდათ.

            გრეტა ეგრე ათი წლით მაინც იქნებოდა ჩემზე უფროსი და უბნის დიდ ბიჭებს ეამხანაგებოდა. სუსტი იყო და არც მაღალი ეთქმოდა. უფრო სიდაბლისკენ იწევდა, შავგვრემანი იყო, გუდრონივით შავი თმა ჩამოშლილიყო და სქლად ეფინა მხრებზე და კევის ღეჭვა უყვარდა ძლიერად.

            გრეტას უბანში სიახლეები შემოქონდა. მერედა ჩვენსას ახლის მოტანას ეხუმრები? ძნელი საქმე იყო. მაშინ მითუმეტეს, მე რო თითის ტოლა ვიყავი. ჯერ იყო და  ჩაცმა უყვარდა სხვა ელფერიანი. თხელ ნაჭრებს შემოიხვევდა ხოლმე – ისე რო წელიც გამოსჩენოდა. ის ამოშვერილი  ძვლებიც დაითვლებოდა ხელხემალს რო მიუყვება  კისრისკენ და გაუდის ნახელავს რო ჰგავს. დაბლა ჯინსებს და და კრასოვკებს იცვამდა, ოღონდ ერთი ჩვევა კი ჰქონდა: კრასოვკებსა და შარვლის ბოლოებს შორის მოსჩანდა კოჭები. ეს კოჭები იყო ძალიან ლამაზი და საყურებლად გემრიელი, ხოდა როცა გრეტა დიდ ბიჭებთან ერთად ბანქოს უბერავდა და ჩემი შაიკის ბიჭები შორიდან ვუცქერდით, რატომღაც მე სულ მის კოჭებს ვუყურებდი ხოლმე თვალმოუშორებლად. კოჭები მომწონდა. გრეტას სხვა იმპორტული ჩვევებიცა ჰქონდა: გვიანობამდე გარეთ ერთობოდა, ალალადაც ცუდრუკებდა და სასიყვარულო ამბებშიც იყო შემჩნეული ერთ-ორთან. ერთი სიტყვით თავქარიანი ვინმე იყო და ლაპარაკის მოყვარული დედაკაცების აზრიც ფეხებზედ ეკიდა…  იხილეთ გაგრძელება>>>> gorgiladze.wordpress.com



0 comment(s) to... “გოგონა ლამაზი კოჭებით”