ლეიდი გაგას სამება: ალეხანდრო, ფერნანდო, რობერტო
Posted 3:20 PM by Nina in თემები popularpopcorn, rodrigo santoro, ვიდეო, მუსიკა, შოუ ბიზნესიავტორი: როდრიგო
რატომ ისვრის ლეიგი გაგა ძუძუებიდან ცეცხლებს და ტყვიებს? რატომ იკიდებს ხელს ხან ტრაკოზე და ხან ფუცუზე? რატომ ვერ გავიგეთ რა სქესისაა ის?
თუკი ამ კითხვებზე გაინტერესებთ პასუხი, მაშასადამე უნდა აღშფოთდეთ:
გახრწნილი და აღმაშფოთებელი ტექსტი სიმღერაზე “ალეხანდრო”:
ვიცი, რომ ახალგაზრდები ვართ
და ვიცი, რომ შეიძლება, გიყვარდე,
მაგრამ, დღეიდან მე ვეღარ ვიქნები შენთან,
ალეხანდრო!
მას ორივე ხელი ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი,
და ის შენ არ შემოგხედავს,
არ შემოგხედავს.
ის მალავს ნამდვილ სიყვარულს
თავის ჯიბეში,
მას აქვს ნიმბი თითის გარშემო,
შენ გარშემო.
შენ იცი, რომ მიყვარხარ, ბიჭო,
სექსუალურო, როგორც მექსიკა, იმხიარულე.
ამ ეტაპზე მე მაქვს არჩევანი,
არაფერი მაქვს დასაკარგი.
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, ალეხანდრო,
მე არ ვარ შენი საყვარელი, მე არ ვარ შენი, ფერნანდო,
არ მინდა კოცნა, არ მინდა შეხება,
უბრალოდ მოწიე ჩემი სიგარეტი და დადუმდი.
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, რობერტო.
ალეხანდროოო,
ალეხანდროოო,
ალე - ალე - ხანდროო,
ალე - ალე - ხანდროო!
(გაჩერდი, გთხოოვ. უბრალოდ გამიშვი! ალეხანდრო! გამიშვიიი!)
ის არ არის გულგატეხილი,
ის ჯერ ახალგაზრდაა.
მაგრამ მისი ბოიფრენდი მამამისივითაა, მამამისივით.
და ყველა ალი, რომელიც მის წინაშე დაიწვაახლა ის წავიდა საბრძოლველად, წავიდა ცუდი “კაცობის” ჩასადენად.
(აქ ჩასართავი და ალეხანდროოები)
ნუ მაწუხებ, ნუ მაწუხებ, ალეხანდრო,
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი, ნახვამდის, ფერნანდო,
მე არ ვარ შენი საყვარელი, მე არ ვარ შენი საყვარელი ალეხანდრო,
არ ახსენო ჩემი სახელი, არ ახსენო ჩემი სახელი რობერტო.
(მერე ისევ ჩასართავი და ალე-ალე-ხანდროოო)
თავად ქალწული გაგას აღიარება:
8, 44 წუთიან კლიპში ლეიდი გაგა მონაზონის, პორნოვარსკვლავის, ბუსჰალტერიანი შეიარაღებული გოგონას იმიჯს ირგებს ლეიდი გაგა მოკრძალებით დასძენს:
“ეს ნამუშევარი ჩემი გეი მეგობრების სუფთა ურთიერთობებზეა. იმაზეა, რომ მე არ შემიძლია ასეთი ურთიერთობები მქონდეს ჩემს მეგობარ ბიჭებთან. ეს ჩემი აღფრთოვანების გამოხატვაა გეების სიყვარულისადმი, სიმამაცისადმი, რომელიც მათ ერთად ყოფნისთვის სჭირდებათ... ამ ვიდეოში მივილტვი მათი სიყვარულისკენ, თუმცა მათ ჩემი იქ ყოფნა არ სურთ...“
ფანების გაურკვევლობა და აღშფოთება:
კლიპმა გარდა იმისა, რომ რეკორდები დაამყარა, თავად ლეიდი გაგას თაყვანისმცემლებშიც კი არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უმეტესობამ პარალელები გაავლო მადონას კლიპთან “Vogue” და სიმღერასთან “La Isla Bonita”. კლიპში საუკეთესო სცენები ეძღვნება ლეგენდარულ ბობ ფოსის. როდესაც ის ქერა თმით ჩანს, აღებული აქვს ლაიზა მინელის ერთ-ერთი პერფომენსიდან ბროდვეიზე. იუტუბზე ფანებმა (ბიტლზით დაწყბეული რიანათი და სიარათი დამთავრებული) ერთმანეთი დახოცეს, აგინეს და მაინც ვერ შეთანხმდნენ, ვინ სად, როგორ, რანაირად მიბაძა თუ რა ჯანდაბა ხდება კლიპში.
კათოლიკური ეკლესიის აღშფოთება:
კათოლიკურმა ეკლესიამ პროტესტი გამოხატა რელიგიური სიმბოლოების გამოყენების მიმართ, თუმცა კლაინმა აღნიშნა:
“რელიგიური სიმბოლოები არა უარყოფითი დატვირთვითაა გამოყენებული, არამედ წარმოადგენს გმირის ხასიათის ორთაბრძოლას დედამიწის შავ ძალებთან კავშირსა და სულიერ ხსნას შორის. ფილმის ბოლოს, იგი აკეთებს არჩევანს სიკეთის სასარგებლოდ, და სწორედ ამიტომ პირი და თვალები უდიდდება და ქრება, რაც მიანიშნებს, რომ ეშმაკეულ გრძნობებს უარყოფს და შინაგანი ჭვრეტისკენ და ლოცვისკენ იხრება”.
…
პოსტის გაგრძელება და მთელი მსოფლიოს ვარსკვლავების აღშფოთება იხილეთ აქ >>>> popularpopcorn.blogspot.com