სექსი, ვნება და პროვოკაცია – უკვე თბილისში!
Posted 4:00 PM by Nina in თემები Lord vader, ბიზნესი, მოდა, რეკლამა, სექსი
ავტორი: Lord Vader
სექსი, ინდივიდუალიზმი, მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა, თავაშვებულობა, პროვოკაციულობა, ქცევის დადგენილ ნორმათა უგულებელყოფა და მიუხედავად სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და აკრძალული სარეკლამო კამპანიებისა, მილიარდობით გაყიდული ჯინსი და ასეულ მილიონობით თაყვანისმცემელი – ესაა ტანსაცმლისა და აქსესუარების იტალიური მწარმოებელი – “დიზელი”.
კომპანიის ისტორია ვიჩენცას პროვინციის ქალაქ მოლვენაში 1978 წელს დაიწყო. რენცო როსომ (Renzo Rosso) და კომპანია AG Jeans-ის ხელმძღვანელმა ადრიანო გოლდშმიდმა (Adriano Goldschmied) დააფუძნეს Diesel S.p.A. მას შემდეგ რაც 1873 წელს ლევი სთრაუსმა501 შეკერა, ჯინსის მწარმოებლები სოკოებივით მომრავლდნენ. შესაძლოა, “დიზელიც” გამხდარიყო ერთი მრავალთა შორის, მაგრამ როსოს თავისი გეგმები ქონდა. 70-იანი წლების სანავთობო კრიზისმა დიზელის ძრავების პოპულარობას შეუწყო ხელი, ამდენად, ეს სახელწოდება რენცო როსომ აირჩია, როგორც რევოლუციური ცვლილებებისა და ახალი დროის სიმბოლო და სხვათა კუდში დევნა მას არაფრად ეპიტნავებოდა. 1985 წელს მან გოლდშმიდის წილი გამოისყიდა, 1988 წელს კი მთავარი დიზაინერის პოსტი შესთავაზა ჰოლანდიელ უილბერთ დასს (Wilbert Das) – ადამიანს, რომელსაც მუხრუჭები აქვს მოშლილი.
რენცო-დასის დუეტმა აფრები აუშვა და “დიზელის” ხელმეორედ დაბადებაც დაიწყო – ამჯერად უკვე ულტრა-თანამედროვე, ავანგარდულ მსოფლიო ბრენდად.
მანამდე კომპანიის დიზაინერი იყო რენი ბლასელი, რომლის კოლექციებიც გამოიყურებოდა, როგორც კლასიკური, ტრადიციული, ხარისხიანი, მაგრამ კონკურენტების მსგავსი ჯინსის პროდუქცია; უილბერთ დასის კონცეფცია კი იყო ისეთი ტანსაცმლის შექმნა, რომელიც იქნებოდა გამორჩეული, იოლად შესამჩნევი და ადამიანს ჩარჩოებში კი არ მოაქცევდა, არამედ თვითგამოხატვის საშუალებას მისცემდა.
სამოსი ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანისთვის. ახლა, როგორც ასეულობით წლის უკან, ტანსაცმელი არის ენა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს და გარშემო მყოფთ ესაუბრება. “დიზელის” ჯინსი თავისუფლებისკენ გიბიძგებთ. “დიზელის” ჯინსი და “დიზელის” ტანსაცმელი ეუბნება ყველას, რომ თქვენთვის საკუთარი “მე” ყველაზე მნიშვნელოვანია!
უილბერთ დასი, კომპანია Diesel-ის მთავარი დიზაინერი
რენცო როსო მის იდეებს სრულად იზიარებდა.
რევოლუციური იყო უილბერთ დასისა და რენცო როსოს ტანდემის მიდგომა პროდუქციის რეკლამირებისადმი – მათ ხელში “დიზელმა” არა ტანსაცმლის, არამედ, შეიძლება ითქვას, ცხოვრების სტილის გაყიდვა დაიწყო, შესაბამისად, “დიზელის” რეკლამაც ცხოვრების მათეული ფილოსოფიის რეკლამაა. დასისა და როსოსთვის მთავარია, მათ პოტენციურ კლიენტს თვალი აუხილონ, პირობითობისგან გაათავისუფლონ, უფერულ მასას გამოღლიტონ… ეჭვიც არაა, რომ ამის შემდეგ გზა პოტენციურიდან “დიზელის” მუდმივ კლიენტამდე – უმოკლესია.
იხილეთ გაგრძელება>>>lifestylebox.wordpress.com