სექს-შოფი ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის

Posted 2:19 PM by Nina in თემები , , , , ,

32535759

ავტორი: Lord Vader

Bookmark and Share

დაე, იყოს სექსი!” – აცხადებენ ქრისტიანული სექს-შოფის Christian Love Toys მესვეურები და თავიანთ ქრისტესმიერ დებსა და ძმებს სხვადასხვა სახის ინტიმურ სათამაშოებსა და ატრიბუტიკას სთავაზობენ. ინგლისური Guardian-ის ჟურნალისტი ქეს ელიოთი დაინტერესდა, თუ რით განსხვავდებიან ქრისტიანული და არაქრისტიანული სექს-მაღაზიები და Christian Love Toys-ის მფლობელებმა განუმარტეს, რომ თუ დანარჩენ სექს-შოფებში წარმოდგენილია პროდუქცია ყველასთვის: ტრადიციული და არატრადიციული, დაქორწინებული და დაუქორწინებელი, ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილებისთვის, ქრისტიანული სექს-შოფი პროდუქციას მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში მყოფ მორწმუნე წყვილებს სთავაზობს.

აქამდე ასეთ წყვილებს ინტიმური ატრიბუტიკის შეძენა შეეძლოთ მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომლებიც ყველა სახის, მათ შორის ქრისტიანთათვის მიუღებელი და პორნოგრაფიული პროდუქციითაც ვაჭრობენ, ამიტომ ამ მაღაზიებში ვაჭრობა მათთვის არაკომფორტული და მათი გრძნობებისა და სულიერებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ძნელია ემსახურებოდე ღმერთსა და შენს მეუღლეს და, ამავე დროს, გონება დაიცვა იმ საცდურისგან, რაც ამგვარი მაღაზიების თვალიერებისას გელის. მათგან განსხვავებით, Christian Love Toys-ზე არ ჩანს შიშველი თუ ნახევრად-შიშველი სხეულის გამოსახულებები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელნი აქ სათავისოს ვერაფერს ნახავენ, მაღაზიაში არ იყიდება სადო-მაზო ატრიბუტიკა და იმ სახის ლიტერატურა, რაც ქრისტიანთათვის მიუღებელია – პორნო-ჟურნალებიდან დაწყებული და “კამა სუტრით” დამთავრებული.

სამაგიეროდ, მაღაზიის კლიენტებს შეუძლიათ ჩემოტვირთონ ბიბლიის ტექსტი და იხილონ უამრავი ლინკი სხვადასხვა ქრისტიანულ რესურსზე, რომელიც მოწოდებულია იქეთკენ, რომ მათი ქორწინება და ურთიერთსიყვარული კიდევ უფრო გაამყაროს.

და, რაც მთავარია, შეიტყონ თუ, ბოლოს და ბოლოს, სად მდებარეობს ეს მაგიური “ჯი წერტილი” (G-Spot).

მაგრამ, რა ქნან მუსლიმმა წყვილებმა? რა მტკვარში დურთონ თავი?

როგორც Times-ის ჟურნალისტი როჯერ ბოიესი წერს, მათ სექს-შოფი El Asiraელით. მართალია, სათამაშოებსა და სხვადასხვა ატრიბუტიკას იქ ვერ ნახავენ, სამაგიეროდ…

იხილე გაგრძელება>>>lifestylebox.wordpress.com



0 comment(s) to... “სექს-შოფი ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის”