მარტივი ჭეშმარიტება მამაკაცებზე

Posted 2:00 PM by anano in თემები , ,

 

ავტორი - ket_eva_n

Bookmark and Share

 

რა თემა შეიძლება ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც საინტერესო იყოს?
რამდენიმე ვარიანტია; სექსი, ღალატი, სიყვარული, ფლირტი, ურთიერთობა, ჩაცმა...

ამ თემებზე მიკამათია ათას ადამიანთან. უმეტესად ჩემს ხმას ფემინისტური ბზარები ქონია. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი :)
ყველასთან და ყველაფერთან ვამტკიცებდი, რომ "თუ მამაკაცი მიატოვებს ქალს, ე.ი. ეს ქალის ბრალია, რადგან ბოლომდე ვერ "შეავსო" საყვარელი მეუღლე", "თუ მამაკაცი სხვა ქალებს ინტერნეტის საშუალებით სასიყვარულო წერილებს წერს -ეს ღალატია", "თუ ქალი და მამაკაცი მუდმივად ჩხუბობს-მალე დაშორდებიან", "თუ მამაკაცი ამბობს, რომ დარეკავს და რაღაც პერიოდი იკარგება, ე.ი. რაღაც პრობლემები აქვს..", " ქალი ხშირად ამბობს, რომ მოწონს მამაკაცი და სინამდვილეში უბრალოდ დრო გაყავს მასთან კონტაქტით" და ათასი ამგვარი თეორია..

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ საყვარელი მეგობრის (დაქალის) ახალი თავსატეხი სახელად "შეუცნობელი მამაკაცი" და ერთად გიმსჯელიათ მის სიტყვებზე, ქმედებებზე.. შემდეგ ასეთი ლოგიკა შექმნილა: ეს გითხრა იმიტომ, რომ გულისხმობდა ამას.. არ უნდოდა ეს გაეკეთებინა,მაგრამ მოუწია, რადგან ვერ ბედავდა სხვანაირად.. ... .... ...

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგდომებიათ მამაკაცების "რთული" ბუნების ამოხსნა და ამისთვის ათასობით წუთი დაგიხარჯავთ. . . კი, ნამდვილად.. არსებობს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო თამაშებში კონკრეტული დაუწერელი წესები.. ჩვენც ამ წესებს ვიღებთ და ვასრულებთ.. მაგრამ მაინც. . . ყველაფერი გაცილებით მარტივია!!!!!

რას ვგულისხმობ?

რამდენიმე დღის წინ გადმოვწერე ფილმი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა.

http://http//www.youtube.com/watch?v=LXBkjw0wojk

აქამდე ვისმენდი ქალების ვერსიებს, ამ ფილმის საშუალებით კი დავინახე ქალი მამაკაცის თვალით. . საათნახევრის განმავლობაში ვუყურებდი 4 ჩვეულებრივ, არც თუ ისე მომხიბვლელ მამაკაცს დიდი ამბიციებით. . ვუყურებდი,როგორ დაიღალნენ ცოლების წუწუნით, ბავშვის ტირილით ...

ვუსმენდი მათ მონოლოგებს და მივხვდი, მამაკაცთან ურთიერთობა მარტივია! ჩვენ, ქალები ხომ უბრალოდ ვართულებთ ამ თამაშს ჩვენი რებუსების ამოხსნით.

უნდა მამაკაცს შენი კოცნა? გაკოცებს. უნდა რომ მოგივანოს ცოლად? ამას 5 წელიწადს არ მოანდომებს... მოწონს შენთან ყოფნა? სხვასთან არ წავა.. უნდა დარეკვა? დღესვე დარეკავს..

მომინდა მთელი მსოფლიოს ქალებისთვის მეთქვა,რომ ეს მარტივი სიმართლე ვიპოვე,რომ აღარ ღირს თავის მტვრევა და ფიქრი ამაზე. .

რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ პრინციპი მარტივია...

ცადეთ პრაკტიკაში:)

წყარო>>>postmonkey-world.blogspot.com/



0 comment(s) to... “მარტივი ჭეშმარიტება მამაკაცებზე”