ნიჭიერი ქართველების კულტურა # 2

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

kultura mshia

ავტორი: როდრიგო

მთლიანი პოსტი ეძღვნება, პროექტს “ნიჭიერი”. ვცდილობ ყოველგვარი აღელვების გარეშე დავაფიქსირო ჩემი აზრი გუშინდელ მოვლენებზე. დარწმუნებული ვარ ბლოგერებიც გამოეხმაურებიან ამ ამბავს, პირდაპირ შევუდექი წერას და მერე სხვის სტატიებსაც ვნახავ.
დავიწყოთ რამდენიმე დღით ადრე. პირველი გაოგნება გამოიწვიაირაკლი ძამუკაშვილის ნამღერის საყოველთაო გაფანატებამ, რომლის სიმღერაც შეისყიდა ვიღაცამ და ალბათ, მალე კლიპსაც გადაიღებს. ვუყურე იმ “ვა ბანკს”, მიწვეულ რომ იყო, გული მომეწორა ამ ადამიანზე, მაგრამ როგორც
წინა პოსტში აღვნიშნე, მე პიროვნებებთან საქმე არ მაქვს.
რა მოხდა შემდეგ? ნიჭიერის ბლოგზე, ანი ხანჩალიანის მიმართ გაჩდა ქსენოფობური ნაწერები, სომეხი როგორ უნდა იყო გამარჯვებული ნიჭიერის, სირცხვილია და ა.შ. ასეთი აზრის დაფიქსირება იმდენად მოულოდნელი იყო, ამაზე ცალკე გავოგნდი. ნუთუ პირველად გავიგეთ, რომ ჩვენი ერი მრავალეთნიკურია? და ისევე როგორც ქართველს აქვს ამ ქვეყანაში მოღვაწეობის და განვითარების უფლება, ასევე აქვთ ქართველ სომხებს, ქართველ ებრაელებს, ქართველ აზერბაიჯანელებს, ქართველ თურქებს და ქართველ რუსებს.
ფინალის დღეს, თითქმის ჩემს ირგვლივ ყველა ან ანი ხანჩალიანს ან მარიამ კახელიშვილს გულშემატკივრობდა და ასე ვთქვათ, ცხადი იყო ვინც გაიმარჯვებდა, ჩვენ ყველა ხომ ნიჭიერობის კრიტერიუმებით ვაფასებდით გამომსვლელებს.
და უცებ სამეულში გავიდნენ: ლევან შავაძე, გულნაზი (გვარი დამავიწყდა) და მარიამი (კიდევ კარგი!). მაგრამ ამ სამიდნ ყველაზე ნაკლები ხმა მარიამმა მიიღო.
მოდით, ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ როგორც ლევანი და გულნაზი მღერიან თითქმის ყველა ქართულ ოჯახში, უარესად თუარა უკეთესადაც მაინც ასრულებენ ქალაქურ სიმღერებს. ეს ადამიანები არა ნიჭის წყალობით გავიდნენ სამეულში, არამედ შესრულებული სიმღერებით, სიმღერებს კი კარგა ხანია თავისი წონა და ადგილი აქვთ საზოგადოებაში.
არ მინდა დავიჯერო, რომ ანი მხოლოდ სომხობის გამო დარჩა სამეულს მიღმა…

იხილეთ გაგრძელება>>>popularpopcorn.blogspot.com



0 comment(s) to... “ნიჭიერი ქართველების კულტურა # 2”