muzame ელექტრონავტების შესახებ

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , ,

item (1)

ავტორი: ნასტასია არაბული

2010 ის 16 აპრილს “KomunaMedia“-ს ორგანიზებით  ინოვაციური ქართული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალი  - ელექტრონავტი 2009 ჩატარდა. ცერემონიალი წესით ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სპონსორების ძებნის პროცესი არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.

საბოლოოდ სპონსორები გამოჩნდნენ და უვადოდ გადადებული  ელექტრონავტები, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდებოდა,  კლუბ “G.U.R.U”-ში შედგა.

თამამად შეიძლება ითქვას რომ ქვეყანაში არსებულ მუსიკალურ  მოვლენებს შორის ცერემონიალი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.  მისი  საშუალებით მუსიკოსებს აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ  ერთმანეთს მოუსმინონ, გაიგონ, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსმენელს საუკეთესო ნამუშევრები  მიაწოდონ და ამ ყველაფრის პარალელურად გაიგონ  მელომანების  აზრი.

წელს ელექტრონავტების დაჯილოების ცერემონიალზე რამდენიმე სიახლე იყო.

  • ამჯერად “ელექტრონავტები” არამხოლოდ ინტერნეტ გამოკითხვის, არამედ საერთაშორისო ექსპერტების (მუსიკოსები, დიჯეები, ჟურნალისტები) შეფასებითაც გამოვლინდნენ. გამოკითხვაში  სულ 3500-მდე ინოვაციური მუსიკის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა.
  • ტრადიციული ნომინაციების გარდა დაჯილდოებას  ახალი ნომინაცია “წლის საუკეთესო ქართული თრექი”  დაემატა. ამ ნომინაციაში გამარჯვებული სწორედ საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

კლუბ “G.U.R.U” შეკრებილთათვის    თავიდან ჯგუფმა ვიტამინმა დაუკრა, შემდეგ  სცენაზე 2007 წლის ელექტრონავტი, ნიკა მაჩიძე და ტუსია ბერიძე ავიდნენ. წელს  ტუსიამ  წლის საუკეთსო ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა.

item

ელექტრონავტ 2009-ში მონაწილეობდნენ ასევე შარშანდელი გამარჯვებულები Greenbeam & Leon-ი ახალი პროექტით და პლიუს ერთი  ახალი წევრით.

დაუკრა sTia-მაც, რომლის დებიუტი პირველად სწორედ ელექრტონავტებზე მოხდა და ამბობს, რომ მისთვის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია.

განსაკუთრებით საინტერესო სანახაობა Kung Fu Junkie-მ  და Zomb-მა შემოგვთავაზეს. არ  შეიძლება ასევე არ აღინიშნოს დუეტ  Me and My Monkey-ს გამოსვლა, რომელსაც სრულიად კლუბში არსებული მსმენელის ოვაციები მოყვა და ირაკლი შონია, რომელსაც  ნაჯას შეფასებით სენტიმენტალურ საცეკვაო მუსიკაში ბადალი არ ყავს. ხო,  საღამოს წამყვანი ნაჯა იყო, იგივე ნათია  ორაშვილი,რომელიც უკვე კარგად ცნობილია komuna.ge-ს აქტიური მომხმარებლებისთვის  მისი სატელევიზიო გამოშვებიდან.

დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია ბუნებრივია წლის ელექტრონავტის გამოვლენა იყო. ამ ნომინაციაში გამარჯვებულ ლადოს ბედი ნამდვილად წყალობდა, ის ჯერ წლის საუკეთესო დიჯეი გახდა და როგორც თვითონ თქვა, მეტ პრიზს აღარც ელოდებოდა, თუმცა თვლის რომ  2009 წლის ელექტრონავტობა სამართლიანად მოიპოვა და ბოლო პერიოდში მისი დაუღალავი შრომის  ბუნებრივი შედეგია .

დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

საუკეთესო მხარდამჭერი კომპანია – Marlboro

საუკეთეოს რადიო გადაცემა – Electronica (Guru FM)

საუკეთესო ლეიბლი- Minibus

საუკეთესო ივენთი – Djuma Soundsystem, Future Funk Squad & MC Mojo @ Pavilion

საუკეთესო ვენიუ – G.U.R.U Club

დაჯილდოების ცერემონიალის ბოლოს ელექტრონავტების ორგანიზატორი სერგი გვარჯალაძე ავიდა სცენაზე და ჟორჟიკასთან ერთად  გაკეთებული ერთი ტრეკი შემოგვთავაზა. ელექტრონავტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ  ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მუსიკა, რაც დღეს ჩვენს თვალწინ კეთდება, ელექტრონული მუსიკაა და რომ ამ ჟანრში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათი ნამუშევრები კი უფრო და უფრო იხვეწება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად მონაწილეებს ნომინაციებთან და  ფინალში გასვლის წესებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ, მაინც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ელექტრონავტების ყოველწლიურად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილე >>>  >>>  muzame.ge



0 comment(s) to... “muzame ელექტრონავტების შესახებ”