მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური რეკლამა
Posted 5:00 PM by Nina in თემები vinoge.com, ეს საინტერესოა, მალხაზ ხარბედია, მარანი, პოპულარული, რეკლამაby vinoge.com
ზოგ სასმელს წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ სასმელების ნაკლებად ცნობილი კომპანიები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ კონკურენტებთან გამუდმებულ ჭიდილში თავი დაიმკვიდრონ. ხენდროს ლიქიორის მწარმოებელ ფირმა Fragoli-ს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა რეკორდული თანხა დაუჯდა – მან ზედიზედ ორჯერ განათავსა რეკლამა ცნობილ ამერიკულ ჟურნალ New York Times Magazine-ში, რაშიც 214,150 დოლარი გადაიხადა. ეს ბეჭდვით მედიაში განთავსებული რეკლამის საფასურის ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელია. უცნობია, გაიზარდა თუ არა ლიქიორის გაყიდვები ამ სარეკლამო კამპანიის შედეგად, მაგრამ ერთი კია – მასზე ნამდვილად ალაპარაკდნენ.
0 comment(s) to... “მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური რეკლამა”