ავტორი – 2kija
მე 18 საუკუნეში ერთ-ერთ გაზეთში იუმორის გვერდზე იყო ის, თუ რა მოხდება მომავალში. ავტორთა აზრით მომავლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება ის იქნებოდა, რომ ქალები შარვლით ივლიდნენ. წარმომიდგენია რამხელა რეზონანსი გამოიწია ამ გვერდმა, ალბატ ყველა ყვებოდა ანეგდოტის სახით მომდევნო რამდნეიმე თვის განვმალობაში.
i09-მ დღეს დადო სამეცნიერო ფანტასტიკის საფუძველზე არსებული ფოტოსესია: რას ჩავიცვამთ სამყაროს დასასრულისთვის.
მე არ მესმის რატომ უნდა ჩაიცვას 50 წლის შემდეგ ადამიანმა ეს. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჩასაცმელის სპეციფიკურობა ტექნოლოგიურმა ბუმმა გამოიწვია. მაგალითად ასეთი ტიპის შარვალი მომავალთან ასოცირდება, მეორეს მხრივ ტანსაცმელი ნებისმიერი ცვლილებისას პირველ რიგში უბრალოდ ტანსაცმელი იყო. ის, თუ როგორ ჩავიცვამთ მომავალში, დამოკიდებულია იმ ტრენდებზე რომელიც მოდაში იარსებებს.
მომავლის რელიგია – ინვაირომენტალიზმი, ანტიკაპიტალისტური დამოკიდებულებები და ფაქტი – რომ ადამიანის თავისუფლების ფრონტმა მისი სხეულის ნაწილებიდან მის ტვინში გადმოინაცვლა (მაგალითად ხალხი პირველა ალაპარაკდა ტელევიზორისმავნებლობაზე) გამოიწვევს იმას, რომ მომავლის ტანსაცმელი იქნება რაც შეიძლება კომფორტული, ნაკლებად ბრჭყვიალა და ფერადი. ჯინსების კულტურას ერთგვარი ნეოჰიპური ტანსაცმელი ჩაანაცვლებს, რომელიც დაფუძვნებული იქნება უძველეს და პირველყოფილ კულტურათა ჩაცმის სტილზე.
არჩევითი იდენტობა გამოიწვევს სხვადასხვა სახის კულტურული ჩასაცმელის არსებობას, მათ შორის იქნება სუბკულტურები.
შარვალ კოსტუმს ისევე არ ჩაიცვამს არავინ, როგორც მოდერნისტული ერის კლასიკურ ჩასაცმელს. ზოგადად კლასიკური ჩასაცმელი როგორც ასეთი, როგორც კონსეპტი გაუქმნდება მალე ეჭვი მაქვს (და იმედიც)