”იმიტირებულ სიუჟეტთან” დაკავშირებული სატელეფონო საუბრის ექსპერტიზა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

201003161825

სივილ ჯორჯია, თბილისი

 

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ე.წ. იმიტირებული რეპორტაჟთან პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო კავშირზე მიანიშნებს, ავთენტურია, თუმცა შესაძლოა საუბრის ზოგიერთი მონაკვეთი წაშლილი იყოს, ნათქვამია ლონდონში განთავსებული ფირმის, GPW, დასკვნაში.

GPW, რომელიც კორპორატიულ საქმეთა კერძო საგამოძიებო ფირმაა, ჩანაწერის კვლევა ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის, დაკვეთით გააკეთა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა არის თუ არა ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი არველაძესა და მის მოადგილეს ეკა წამალაშვილს შორის ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილი. აუდიო ჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, იმიტირებული რეპორტაჟის გაშვებამდე შედგა, რუსულენოვან ვებგვერდზე 15 მარტს გამოქვეყნდა - რეპორტაჟის გაშვებიდან ორი დღის შემდეგ.

არველაძემაც და წამალაშვილმაც თქვეს, რომ ჩანაწერში მართლა მათი ხმები ისმის, თუმცა ირწმუნებიან, რომ ეს ფაბრიკაცია იყო. ორივეს თქმით, ჩანაწერი მონტაჟის და მათი სხვა სატელეფონო საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზების საშუალებით გაკეთდა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის რეპორტაჟთან კავშირში დადანაშაულება მომხდარიყო. არველაძემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს რათა ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებისთვის შეეწყოთ ხელი. მმართველი პარტიის დეპუტატებმა იგივე პოზიცია დაიკავეს დაგანაცხადეს რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაკეთებულ ფაბრიკაციებზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა.

ანგარიშში, რომელიც ალიანსმა საქართველოსთვის 26 აპრილს წარმოადგინა (და რომელიც - ორიგინალი დაქართული თარგმანიც - ახალი მემარჯვენეების ვებგვერდზე დაიდო), ნათქვამია, რომ GPW-მა ლინგვისტური ექსპერტიზისთვის დაიქირავა იზაბელ პიკორნელი, კომპანია QED Limited-ს ხელმძღვანელი და ლინგვისტური ექსპერტიზის სფეციალისტი, და დონალდ რეიფელდი, ქართული და რუსული ენების პროფესორი ლონდონის ქუინ მერის კოლეჯში.

დასკვნა გამორიცხავს, რომ ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კომპილაციის შედეგად შეიძლება იყოს გაკეთებული. ორივე ექსპერტი აღნიშნავს, რომ საუბრისას გამოყენებული სიტყვები და მათი წყობა ერთი მთლიანი საუბრის ნაწილია.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საუბარში სამ ადგილას შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მსუბუქ ჩარევაზე, წაშლის ან ამოჭრის გზით. ”მართალია, ზოგიერთი ადგილი შესაძლოა ამოჭრილი იყოს, მაგრამ  ჩანართების ან დამატებების არანაირი კვალი არ არსებობს,” - ნათქვამია ანგარიშში….

იხილე გაგრძელება>>>www.civil.ge



0 comment(s) to... “”იმიტირებულ სიუჟეტთან” დაკავშირებული სატელეფონო საუბრის ექსპერტიზა”