ბრიტანეთის პოლიციამ მუსულმანებს ფეხსაცმლის სროლის უფლება მისცა
Posted 4:00 PM by Nina in თემები 24saati.ge, ამბები, ევროპა, ეს საინტერესოაposted by 24 საათი
ლონდონის პოლიციის ცენტრალურმა სამმართველომ ქვეყანაში მცხოვრებ მუსულმანებს პროტესტის ნიშნად ფეხსაცმელების სროლის უფლება ოფიციალურად მისცა.
ამიერიდან, ეს ჟესტი დიდ ბრიტანეთში აღარ ჩაითვლება დანაშაულად და ძალადობის აქტად. ფეხსაცმლის სროლას ბრიტანელები პროტესტის სიმბოლურ ფორმად ჩათვლიან.
ლონდონის უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის აკიბ სალიმი, ხსენებული ცვლილების შედეგად, ისრაელის საელჩო ტერიტორიაზე ფეხსაცმელის სროლისთვის სასჯელს აღარ მოიხდის. მისი ადვოკატის კრის ჰოლმსის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევდა. ახლა კი, რეფორმის შედეგად, მისი პროტესტი რიტუალად შეაფასეს და არა დანაშაულად.
ლონდონის სასამართლოებში 70-ზე მეტი დემონსტრანტი მუსულმანის საქმეები განიხილება. ყველა მათგანი გასულ წელს, ლონდონში ისრაელის საელჩოსთან საპროტესტო აქციის დროს…