"AVATAR": მორიგი რეკორდი და წყალქვეშა სიქველი

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , , ,

AVATAR_Maya Jims

 

ავტორი: Maya Jims

 

 

 

avatar blu-ray_maya jims

22 აპრილს ჯეიმს ქამერონის შედევრი DVD–სა და BLU-RAY–ზე გამოვიდა. პირველ ოთხ დღეში 6,7 მილიონი ასლი გაიყიდა. აქედან 2,7 მილიონი BLU-RAY იყო, რითაც "AVATAR"–მა "The DARK KNIGHT"–ის რეკორდი მოხსნა. ამ უკანასკნელმა 2,5 მილიონი BLU-RAY–ს გაყიდვას თვრამეტი თვე მოანდომა. "AVATAR"–მა კი, გაყიდვების რაოდენობით, სულ რაღაც ოთხ დღეში გადაუსწრო. თუმცა, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ 2008 წელს, როცა ქრისტოფერ ნოლანის ""The DARK KNIGHT" გამოვიდა, Blu-ray player–ები ნაკლებად პოპულარული იყო.

ასეა თუ ისე, 6,7 მილიონი შთამბეჭდავი რიცხვია ფილმისთვის, რომლის წარმატებას 3D–ეფექტებს მიაწერდნენ, რადგან დისკებზე სპეცეფექეტებს მხოლოდ 2D–ში იხილავთ. "AVATAR"–ს  3D ვერსია DVD/Blu-ray–ზე სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა.

რაც შეეხება სიქველს, "Los Angeles Times"–ისთვის მიცემუმ ინტერვიუში ჯეიმს ქამერონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "AVATAR"–ს გაგრძელება ექნება და მეორე ფილმში, ძირითადი აქცენტი პანდორას ოკეანის ქვეშეთზე გაკეთდება. როგორც იცით, პირველი ნაწილი მრავალი წლის მანძილზე იქმნებოდა. მეორესთვის შემქმნელებს გაცილებით ნაკლები დრო აქვთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამ დაბრკოლებას გადალახავენ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში "AVATAR" კინოთეატრებს დაუბრუნდება. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით ექვს წუთზე, რომელიც ფილმის განახლებულ ვარიანტს დაემატება. ჯეიმს ქამერონი ამბობს, რომ დიდ ეკრანებზე "AVATAR"–ის ჩვენება არც შეწყდებოდა, მაგრამ კინოთეატრები ვალდებულნი იყვნენ, "ALICE IN WONDERLAND"-ით ჩაენაცვლებინათ. ამას კიდევ რამდენიმე სამგანზომილებიანი ფილმის გამოსვლა დაემატა და კინოთეატრები მხოლოდ აგვისტოში გათავისუფლდება…

იხილეთ ვრცლად>>>mayajims.blogspot.com



0 comment(s) to... “"AVATAR": მორიგი რეკორდი და წყალქვეშა სიქველი”