თოჯინების პოდიუმი

Posted 4:10 PM by anano in თემები , ,

 

24 საათი

Bookmark and Share
 

გამოფენა - კავკასიელ ქალთა სამოსი

სამოსელი კულტურული მემკვიდრეობის განუყრელი ნაწილია.

საუკუნეების განმავლობაში კავკასიელი ქალბატონები ქმნიდნენ ტანსაცმლის შესანიშნავ ნიმუშებს, რომელშიც მათი ეთნოსებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური მდგომარეობა ან რელიგიური შეხედულებები აისახებოდა.

კავკასიაში 50-ზე მეტი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სახლობს, რომელთა შორის ისტორიულად და გეოგრაფიულად განპირობებულმა ხანგრძლივმა სოციალურ-ეკონომიკურმა ურთიერთობამ მეტნაკლებად საერთო კულტურული სივრცის შექმნას შეუწყო ხელი. ეს მოვლენა მკაფიოდ აისახა ადგილობრივი მოსახლეობის სამოსელში.

მამაკაცის ჩაცმულობა, ზოგიერთი შემთხვევის გარდა, ძირითადად ჩოხა-ახალუხითაა წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ეთნოსებში. გაცილებით მრავალფეროვანია ქალის ჩაცმულობა როგორც სხვა და სხვა ეთნოსებისათვის დამახასიათებელ ფერთა შეხამებაში, ასევე თავსაბურების, სახელოთა სტილის თუ გულისპირების მორთულობის თავისებურებაში. მიუხედავად ასეთი ნაირსახეობისა, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს საერთო კულტურული არეალისათვის დამახასიათებელ ურთიერთგავლენის კვალს.

TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში, 27 აპრილს, 18.00 საათზე, გაიხსნება ეთნოგრაფიული თოჯინების გამოფენა - "კავკასიის ქალთა ჩაცმულობა". თოჯინების ავტორია მხატვარ-ეთნოგრაფი ასმათ საღირიძე. "ეს არის ერთ-ერთი ის იშვიათი მცდელობა, რომ წარმოვაჩინოთ კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსთა ინდივიდუალობა და კულტურული ერთობა," - ამბობს თოჯინების ავტორი.

წყარო>>>24saati.ge

 



0 comment(s) to... “თოჯინების პოდიუმი”