თინეიჯერთა "სექსტინგი" და ონლაინ-სიშიშვლე საკანონმდებლო დებატებს აღძრავს

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , ,

12342970229306R6

Posted By 24 საათი

როგორი უნდა იყოს კანონი იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც თავიანთ გულახდილ ფოტოებს ავრცელებენ?

აიოვაში, ჯორჯ კანალი სექსუალური ნიადაგის დამნაშავეებს შორის მოიხსენიება, რადგან ის დაადანაშაულეს მცირეწლოვანთათვის პორნოგრაფიული მასალის მიწოდებაში (18 წლის ასაკში მას 14 წლის გოგონამ მისი შიშველი პენისის სურათის მობილურით გაგზავნა თხოვა და ჯორჯმაც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა).

ფლორიდაში, ფილიპ ალპერტიც აღმოჩნდა სექს-დამნაშავეთა რეესტრში (მან 18 წლის ასაკში, თავის 16 წლის მეგობარ გოგონასთან ჩხუბის შემდეგ, მისი შიშველი ფოტოსურათები იმეილით დაუგზავნა უამრავ ადამიანს მათ შორის, გოგონას მშობლებს).

ამერიკის უმეტეს შტატში თინეიჯერები, რომლებიც სექსუალურად გულახდილ ფოტოებს იღებენ ან ავრცელებენ (ცნობილია, როგორც "სექსტინგი"), დიდი საფრთხის ქვეშ დგანან - შესაძლოა, ისინი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დაადანაშაულონ და სექს-დამნაშავეთა რეესტრშიც შეიტანონ.

მაგრამ, იურისტები და კანონმდებლები თანხმდებიან, რომ ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული კანონები ვერ აღწევს ზრდასრულთა კიბერკულტურამდე, სადაც (მაგალითად, MySpace-ზე და Facebook-ზე) ყველანაირი სახის სექსუალური სურათების ხილვაა შესაძლებელი.

გასულ წელს ნებრასკაში, იუტასა და ვერმონტში თავიანთი კანონები შეცვალეს მსგავს ქმედებებში ჩართულ თინეიჯერთა სასჯელის შესამსუბუქებლად, ხოლო წელს, National Council on State Legislatures-ის (შტატების კანონმდებლობის ეროვნული საბჭო) თანახმად, კიდევ 14 შტატი აპირებს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც უფრო მსუბუქად მოეპყრობა სექსტინგში ჩართულ ახალგაზრდებს, განსხვავებით ზრდასრული პორნოგრაფებისგან და სექსუალურ ნიადაგზე გავეშებულებისგან.

17 მარტს, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გამოთქვა აზრი, რომ ტანკჰენოკში (პენსილვანია), სექსტინგთან დაკავშირებულ პროცესზე ბრალმდებელს მეტისმეტი მოუვიდა ზრდასრულთა მორალური სტანდარტების დადგენაში.

ამ აზრის შედეგად, დაიბლოკა საოლქო პროკურორის წინადადება, რომლის მიხედვითაც ბავშვთა პორნოგრაფიის სასჯელი უნდა განხორციელდეს იმ გოგონებზე, რომლებიც კლასელების მობილურებში თავიანთ თითქმის შიშველ ფოტოსურათებს ავრცელებენ…

იხილე ვრცლად>>>24saati.ge



0 comment(s) to... “თინეიჯერთა "სექსტინგი" და ონლაინ-სიშიშვლე საკანონმდებლო დებატებს აღძრავს”