ავტორი – anina
ვკამათობთ. მე და ჩემი ძმა. კარგი რა, კარგი რა, ამბობს ლევანი_ ყველაფერი, რასაც ხედავ, კაცის შექმნილია. სოფელში ვართ. ვუყურებ მთებს, ხეებს, ბალახს. ესენი კაცის შექმნილი არაა. ერთადერთი, რაც შეიძლება კაცის შექმნილი იყოს, ჰამაკია. ლევან, ჰამაკი კაცის შექმნილია? _ ვეკითხები და მიკვირს, რატომ არ შეიძლება ქალმა შექმნას ჰამაკი. ძალიან მარტივი რამეა. ლევანი მაკვირდება და მეუბნება, ჰამაკი რომ შექმნა, ერთი–ორი ფიზიკური კანონიც უნდა იცოდე, მარტო ქსოვა ვერ გიშველის. მე მწყინს და ვიბუტები. ლევანი მამშვიდებს_ მერე რა, იყო ერთი ფიზიკოსი ქალი, მარია კიური, ბევრ მამაკაცს სჯობდა. მაგრამ მარია ერთი იყო_ დასძენს აქვე. ტფუი, ვფიქრობ მე და მინდა, რომ რამე გამოვიგონო იმ წამსვე. რამე ძალიან მაგარი და ლევანი გავაჩუმო.
არ შემიძლია.
სამაგიეროდ, სხვებს შეუძლიათ.
1) პოლონიუმი და რადიუმი
მარია კიური პირველია, რადგან მარია ძალიან მაგარია. მარიამ იცოდა ქიმია და ფიზიკა, მარიამ აღმოაჩინა პოლონიუმი და რადიუმი. მარია პირველი იყო, ვინც ორჯერ მოიგო ნობელი და.. მარია ერთადერთი ქალია, რომლის ინტელექტზეც ჩემი ძმა არ დავობს.
2) კორექტორი
კორექტორი ბეტი გრეჰემმა გამოიგონა. ბეტის სასიყვარულო წერილების წერა არ ეხერხებოდა. წერდა, კუჭავდა, ნაგვის ურნაში ისროდა, მერე ისევ წერდა, ისევ კუჭავდა, ისევ ისროდა… ხოდა, ძალიან რომ მოსწყინდა წერა–კუჭვა–სროლა, გამოიგონა კორექტორი და თავის საყვარელ მამაკაცს თეთრი ხაზებით სავსე წერილი გაუგზავნა. მამაკაცი, რომელსაც მანამდე ბეტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, დაინტერესდა, როგორ გაჩნდა წერილში თეთრი ხაზები, ზედ გადაწერილი სიტყვებით. ბეტიმ მას თავისი აღმოჩენა გაუზიარა და ამით სატრფოს გული სამუდამოდ მოინადირა.
3) საქარე მინის საწმენდი
საქარე მინის საწმენდი მერი ანდერსონმა გამოიგონა. მას ძალიან ეშინოდა, რომ მისი ქმარი წვიმის გამო გადაეყრებოდა უბედურებას.
4) ჯავშან–ჟილეტი
ჯავშან–ჟილეტი გამოიგონა სტეფანი კვოლეკმა. ის რომ არა, ამერიკული ბლოკბასტერების გმირები გაცილებით ადრე დაიხოცებოდნენ : )
ეს კი ნამდვილად ქალების გამოგონებაა. ჟოსეფინა კორანი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, მერე თვითონაც უამრავი შვილი შეეძინა. ჟოზეფინა სულ რეცხავდა და რეცხავდა ჭურჭელს, ხოდა ყელში რომ ამოუვიდა, თქვა: დავიღალე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა გამოვიგონოო.. და გამოიგონა კიდეც. გმადლობ, ჟოზეფინა : )
6) ნაგვის ყუთი ფეხის პედლით
ლილიან მოლერ–ჯიილბერტმა გამოიგონა ნაგვის ყუთი ფეხის პედლით, მიქსერი და თაროები მაცივრისათვის.
7) შაშხანები და შუშხუნები
შაშხანებიც და შუშხუნებიც გამოიგონა მარტა კოსტონმა. მთელი სასინგალო პიროტექნიკა ქალის მოგონილია.
8 ) ბარბი
ბარბი რუთ ჰენდლერმა გამოიგონა, რუთს დიდ პლუსად ამას ვერ ვუთვლი, მაგრამ კარგად კი გამოუვიდა.
რუთის ქმარი სიცილით კვდებოდა, როცა მისმა ცოლმა თოჯინებით თამაში დაიწყო. რუთი ხშირად თამაშობდა თავის პატარა გოგონასთან ერთად და შეამჩნია, რომ ბავშვს ძალიან სჭირდებოდა სათამაშო, რომელსაც მოზრდილი ადამიანის სახე ექნებოდა. რუთი კარგი დედა აღმოჩნდა და შვილს სათამაშო გამოუგონა, მისმა ქმარმა კი ბარბებზე იეჭვიანა და ცოლს მალევე გაშორდა.
წყარო>>>aninaland.wordpress.com