აფროდიზიაკები - დოპინგი სექსისათვის

Posted 5:15 PM by anano in თემები , , ,

   

 

from – mkurnali.ge

Bookmark and Share
 

რომელ ქალს მიიჩნევს მამაკაცი ყველაზე სექსუალურად? იმას, ვისთანაც თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენა შეუძლია. ამიტომ თუ ქალს სურს, მამაკაცის არსება დაიპყროს, სექსუალურ სტიმულატორებზეც მანვე უნდა იზრუნოს.

სქესობრივი აქტიურობის მასტიმულირებელ საშუალებებს აფროდიზიაკები ეწოდება. ამ პრეპარატების ძირითადი კომპონენტებია ვიტამინები, უმთავრესად - A და E, რომლებიც სასქესო ჰორმონების გამომუშავებას უზრუნველყოფენ, ადაპტოგენები (ელეუტეროკოკი, ჟენშენი, ქარვის მჟავა), რომლებიც ხსნიან დაღლილობის შეგრძნებას,  კოფეინის ტიპის ფსიქოსტიმულატორები, ტროპიკული მცენარეების - მუირი პუამას, დამიანის, გუარანის, იოჰიმბეს - ექსტრაქტები და ეგზოტიკური მწერის, საყოველთაოდ ცნობილი ესპანურას (ესპანური ბუზი) სხეულის ნაწილები.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებისას სწრაფი შედეგის მიღების იმედი ნუ გექნებათ. ეფექტს მხოლოდ მათი რეგულარული გამოყენება იძლევა.
აფროდიზიაკებს შორის არის პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის ან მხოლოდ მამაკაცებისთვის, და პრეპარატები, რომელთა გამოყენება ორივე სქესს შეუძლია. ისინი სხვადასხვა ფორმით გამოდის: არსებობს წვეთები, ტაბლეტები, კაფსულები, დრაჟეები, მალამო, სპრეი.

პრაქტიკული რჩევები

  • აფროდიზიაკების გამოყენებამდე ყურადღებით შეისწავლეთ მათი ინსტრუქცია.

  • შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.

  • დაიცავით შენახვის წესები.

  • მასტიმულირებელი პრეპარატები ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, სასურველია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ასეთი პრეპარატების თვითნებური გამოყენება სარისკოა, ვინაიდან მათ აქვთ რიგი უკუჩვენება: გულ-სისხლძარღვთა მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა, არითმია, უძილობა, მძიმე ქრონიკული და ზოგიერთი ფსიქიკური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, პრეპარატის შემადგენელი ელემენტების ალერგიული აუტანლობა და სხვა.
    შინაგანად მისაღები მასტიმულირებელი პრეპარატების მიღება მშიერ კუჭზე ან ცოტაოდენი მსუბუქი საკვების (ხილის, ბოსტნეულის) შემდეგ სჯობს. ცხიმიანი, ტკბილი საკვები, ხორცი და შოკოლადი ანელებს პრეპარატების შეწოვას და ამცირებს მათ ძალას (ასეთივე ეფექტს ავლენენ ისინი ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას, ამიტომ ზოგიერთ კაზინოსა და რესტორანში შოკოლადს უფასოდ არიგებენ, რათა სტუმრებმა უფრო მეტი ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთონ).

  • გარეგანი მიღებისთვის განკუთვნილი მასტიმულირებელი პრეპარატები უშუალოდ სასქესო ორგანოებზე ისმება.

ძირითადი შემადგენელი ნაწილების მიხედვით აფროდიზიაკები პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს

ვრცლად იხილე აქ>>>



0 comment(s) to... “აფროდიზიაკები - დოპინგი სექსისათვის”