ქალები, სექსი, სიყვარული და სიგარეტი
Posted 4:00 PM by Nina in თემები kohinor's blog, მამაკაცი, პოპულარული, სექსი, ფსიქოლოგია, ქალიავტორი Kohinor
ქალები სექსუალურ სურვილებს და სიყვარულს ერთმანეთში ურევენ და აიგივებენ. ანუ კაცი რომ უბრალოდ გადაწყვეტს ამ პრობლემას, ერთ ქალთან შეიძლება მხოლოდ სექსი აკავშირებდეს, სხვა კი შეუყვარდეს, ქალს ასე არ შეუძლია. არ შეუძლია იფიქროს, რომ მხოლოდ სექსისთვის სჭირდება ვინმე, ასეთი აზრებით, საკუთარ თავთან მოვა წინააღმდეგობაში, გამოვა რომ არასწორად იქცევა, რომ პოტენციური ბოზია ამიტომ, როგორც კი ქალს ვინმეს მიმართ სექსუალური აზრები უჩნდება, ცდილობს რაც შეიძლება მალე დაარქვას საკუთარ გრძნობას სიყვარული, იმისთვის, რომ საკუთარ თვალშიც კი არ გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, უწესო.
თავის დარწმუნება გამოდის ისიც, რომ ცდილობ, ის ადამიანი ვისი შეხებაც გათრთოლებს, ვის დანახვაზეც მუხლები გიკანკალებს და გული გიფანცქალებს, მაშინვე შენი ცხოვრების სიყვარულად მონათლო.
ზეშთაგონებამ კი ასე ახსნა ყოველივე: აი, გავაო წლები და მუხლების კანკალი აღარ გექნებაო, მაგრამ უყურებ – როგორ დგას და გრძნობ, რომ გიყვარსო, მშვიდად და უშფოთველად. აი, ეს არისო სიყვარული.
იხილეთ სრულიადში>>> kohinor.wordpress.com