მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან

Posted 3:08 PM by Nina in თემები , , , , ,

ავტორი მალხაზ ხარბედია

უკვე 1 დღეა, რაც “ოსკარის” შედეგები გავიგეთ, ზოგმა საიტებიდან და ფორუმებიდან, სხვებმა ღამე ათენეს, დილამდე დარჩნენ ტელევიზორებთან. მე გუშინ შედარებით ადრე დავწექი, 3 საათზე, ასე რომ, ცერემონიის დაწყებასაც კი ვერ ვუყურე. “იმედზე” აგერ უკვე მეორე დღეა „ოსკარის“ სარეკლამო ტიხარი გადის. დღესაც რომ მომესმა ეს ტიხარი, გამიკვირდა, რაღა დროს “ოსკარია”-მეთქი... გავიკითხე და თურმე 9 მარტს, ღამის ეთერისთვის დაუგეგმავთ ცერემონიის ჩანაწერის ჩვენება. ტიხარი მთავრდებოდა სიტყვებით: “ასეთი ოსკარი თქვენ არ გინახავთ...”.
როგორ არ მინახავს...
შევეცდები მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი “ოსკარის” ამბავი და კიდე ერთი-ორი სხვა ისტორიაც, რომელიც წინ უძღოდა ამ ამბავს ან მის შემდეგ მოხდა.
საუბარია “ოსკარზე”, რომელიც 2001 წელს გაიმართა, 23 თუ 25 მარტი იყო. როგორც ყოველთვის, ამ „ოსკარზეც“ წინა წლის შეფასება იყო, ანუ 2000-ის. ჩემთვის ამ წლის შეფასება ერთი მოვლენით ამოიწურებოდა, ოქტომბერში მამაჩემი გარდაიცვალა, აკადემიკოსებს კიდე ამდენი რამე ჰქონდათ შესაჯამებელი...
მაშინ ჩვენი ძველი ტელევიზორი უკვე აღარ მუშაობდა, სამაგიეროდ შემორჩენილი გვქონდა მამაჩემის პატარა, მანქანის ტელევიზორი, რომელიც თითქმის არაფერს აჩვენებდა, სამაგიეროდ ხმა ჰქონდა ომახიანი და რადიოს რეჟიმში მაუწყებლობდა სამზარეულოს თაროდან. “ოსკარის” ღამეს (23 თუ 25 მარტს) ადრე დავიძინე, დაახლოებით 3 საათზე. ისიც კი არ ვიცოდი, ოსკარი რომ უნდა გადმოეცათ. მალე რაღაცამ გამაღვიძა, ცოტა ხანი სიბნელეში ვიწექი, ჭერს ვუყურებდი, ალბათ ქარიც ქროდა გარეთ, შეიძლება ქარსაც ვუსმინე ცოტა ხანი. დაახლოებით 6-7 საათისთვის წამოვდექი და ტელევიზორი ჩავრთე. კარგად აჩვენებდა, ახალივით იყო, გამიკვირდა, გამიხარდა და უცებ ვხედავ, ვიღაც გოგო ხმის კანკალით აცხადებს ბობ დილანს ოსკარზე წარდგენილი სიმღერით Things Have Changed (როგორც შემდეგ გავარკვიე, ის გოგო ჯენიფერ ლოპესი იყო). დილანი ლოს ანჯელესიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, სიდნეიდან ერთვებოდა, სატელიტით.
გოგომ ეს ამბავიც აღნიშნა და სიმღერაც დაიწყო.
ვისმენდი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ასეთი არაფერი მომესმინა აქამდე.

ვრცლად იხილეთ აქ>>>  www.tavisupleba.org



0 comment(s) to... “მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან”