ისლამი და დემოკრატია

Posted 7:00 PM by Nina in თემები , ,

muslims1

დაპოსტა YouthJournalist

ისლამი არის ქრისტიანობის შემდგომი უძველესი რელიგია. იგი წარმოიშვა აღმოსავლეთის ქვეყნებში და დაიკავა დომინანტური როლი რეგიონში. ჩვენი განსახილველი თემა არის ისლამისა და მოდერნულ-დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულების განხილვა შეფასება. ორივე სამყარო როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის გარკვეული ისტორიული კანონზმომიერების შედეგია. ერთგან თუ რელიგია თამაშობდა გადამწყვეტ როლს, მეორეგან წამყვან იდეოლოგიად ლიბერალიზმი და სამოქალაქო ფაქტორი იყო. სწორედ ეს ისტორიული კანონზომიერებანი და სხვა მრავალი მასში შემავალი ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოს მრავალფეროვნებას. ჩვენი განხილვის მიზანია ამ ურთიერთდამოკიდებულების განხივლა, რაც ამ ორ მხარეს არსებობს. ვფიქრობ, რომ საკითხის უკეთ წარმოჩენისათვის არ უნდა ვიხელმძღვანელოთ პირადი წარმოდგენებით ან ერთი ან მეორე მხარის უპირატესობის მინიჭებით, არამედ უნდა შევაფასოთ ისინი ობიექტურად როგორიც არიან ისინი დღევანდელ დღეს.


აღმოსავლეთის ისლამისტური ქვეყნებისათვის ტიპიური მახასაიათებელია ავტორიტარული მმართველობა, გაძლიერებული ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ძირითადად ერთ პიროვნებაზეა აწყობილი. თუმცაღა მეორესმხრივ არიან ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ამ ტიპის ქვეყნებში და მათაც გააჩნიათ საკუთარი უფლებები. თუ სასწორის ერთ პინაზე არის ერთპიროვნული მმართველის ძალაუფლება, მეორე მხარეს კი ადამიანის უფლებები. დემოკრატიული თვალსაზრისით იდეალურ მდგომარეობად შეგვძილია მივიჩნიოთ ამ ორი სასწორის პინის თანაბარი მდგომარეობა ანუ როდესაც ძალთა ბალანსი დაცულია. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია დასავლურ ევროპული ქვეყნებისათვის, ხოლო ისლამისტურ ქვეყნებში სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. აქ ხახელმწიფოებრივ ძალაუფლება გაზრდილია მოსახლეობის უფლებათა ხარჯზე, რაც ბუნებრივად განპირობებულია ისტორიული განვითარების კანონზომიერებით. თუმცა დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება მდგომარეობაც. ახლა განვიხილოთ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებული სტატია – “ავტორიტარიზმი
და ადამიანის უფლებები” (ქვესათაურით “Взаимодействие традиции запада и востока”.
80-იანი, 90-იანი წლების დასასრულს აშკარად გამოჩნდა აღმოსავლეთის ქვეყნების საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის გადახრა კრიზისული ვითარებისკენ, რაც გამოწვეულია იმ სხვაობით რაც არსებობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ და სოციალური თვალსაზრისით. გლობალურ კონტექსტში თუ განვიხილავთ აღმოსავლეთის ქვეყნებს ცივილიზაციის დემოკრატიული განვითარების დონით ძლიერ ჩამორჩებიან დასავლურ სამყაროს, ვინაიდან ისინი არ იყენებენ ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ისეთი როგორიცაა ადამიანის უფლებები. აქედან გამომიდინარე ისინი წარმოადგენენ უმწვავეს პრობლემას მსოფლიო პოლიტიკისათვის.
მთავარი წყალგამყოფი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მაინც გადის კულტურაზე და არა პოლიტიკურ წეს-წყობილებაზე ან ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უმნიშვნელოვანესია კულტურული იდენტობის საკითხი. აღმოსავლთის ისლამისტურ ქვეყნების (მათ შორის ეგვიპტეც) კულტურული განმსაზრვრელი რელიგიაა, ვინაიდან ისლამის მიმდევარ ერებს გააჩნიათ მკვეთრი თეისტურ - თეოკრატიული საზოგადოებრივი წყობილება. ე.წ. “მეორე” და “მესამე” სამყაროების დამახაისათებელი ფაქტორებია არაფორმირებული და მოუწესრიგებელი სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობა. და ამავდროულად თან ერთვის დასავლეთის წნეხი, რაც გამოიხატებოდა დემოკრატიული იდეოლოგიის პროპაგანდით. ისლამისტური ქვეყნებში მიმდინარე პროცესს ორის მხრივ განვიხილავდით: სახელმწიფოებრივი და სოციალური.

გაგრძელება იხილეთ აქ>>>youth-journalists.blogspot.com



0 comment(s) to... “ისლამი და დემოკრატია”