გემოვნებიანი მამაკაცების ათეული

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

david-beckham-portrait

 
Bookmark and Share
 

ავტორი: lika151

დევიდ ბეკჰემი

დევიდ ბეკჰემი თანამედროვე დენდის იდეალური განსახიერებაა. ის არასოდეს იღლება და საკუთარ ვარცხნილობაზე მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს. ყოველთვის გემოვნებიანად აცვია და იყენებს მოდურ აქსესუარებს. უყვარს სიახლის მოსინჯვა და, რასაც კი ხელს ახლებს, ყველაფერი მოდური ხდება, სათვალიდან დაწყებული პარფიუმერიით დამთავრებული. ფეხბურთელი არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სტილით. მის გარდერობში არის ფრენჩიც და ჯინსის პერანგებიც, კედებიც და ლაქის ფეხსაცმელებიც.

დევიდ ბეკჰემის წარმატებული იმიჯის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც თავიდან ფეხებამდე ბრენდია. ამიტომაც მნიშვნელობა არა აქვს, რა მარკისა თუ ფირმის პიჯაკი ან პერანგი აცვია.

“ყოველთვის მომწონდა კარგად ჩაცმა, ბავშვობაშიც კი. ერთხელ ქორწილში მივდიოდი და არჩევანის წინაშე დავდექი, ან კლასიკური კოსტიუმი, ან ბრიჯები და გოლფის მაისური. მეც ამ უკანასკნელზე შევაჩერე არჩევანი. მამაჩემმა ამის გამო გამაკრიტიკა, მაგრამ მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რომ ჩაცმულობაში მთავარია გქონდეს კომფორტისა და ბედნიერების განცდა”, – ამბობს დევიდ ბექჰემი.

ჯონატან რის მეიერსი

ჯონატანს მსახიობის კარიერა რომ არ გამოსვლოდა, აუცილებლად მოდელობას აირჩევდა. ეს მის იმიჯთან ძალიან ახლოსაა, რადგან “ჰუგო ბოსის” არომატის სახეა. ხშირად ჩნდება მოდური ჟურნალების ყდებზეც.

მოდა მის გაგებაში მეცნიერებისა და ხელოვნების თანაბარი სინთეზია. “საათობით შემიძლია ვისაუბრო, თუ როგორ უნდა მოახერხო, გეცვას გემოვნებით. ამ საკითხს მეცნიერულადაც უნდა მიუდგე და ხელოვანიც უნდა იყო. ჯანსაღი კონსერვატიზმი ჩაცმულობაში ჩემთვის ყოველთვის მისაღებია. მიყვარს ფერების შეხამება. ვფიქრობ, ეს ადამიანის გემოვნებას ყველაზე უკეთ განსაზღვრავს”, – აცხადებს ჯონატანი.

ჯუდ ლოუ

სპორტული შარვალი გამობერილი მუხლებით, ნაქსოვი ქუდი, კარდიგანები და ფერადი კედები, სმოკინგი და ბაფთა – შეგიძლიათ ეს ყველაფერი ჯუდ ლოუს ტანზე იხილოთ. ყველა შემთხვევაში მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება. ის ორიენტირებული არ არის ბრენდებზე და თვლის, რომ ყველაფრის ჩაცმა შეიძლება, რაც გიხდება. “ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. დღეს გავიღვიძე, მშვენიერი ამინდია და ამიტომაც გადავწყვიტე პიჯაკის ჩაცმა. გუშინ კი ჯინსებით დავდიოდი”, – აცხადებს მსახიობი.

ჯუდის მოდურობის რეცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველანაირი სტილის ელეგანტურად ტარება შეუძლია. ეს ალბათ გენეტიკურად დაჰყვა, ის ხომ ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენია.

ჯონი დეპი

ჯონი დეპის მოდურობა უკონკურენტოა. მას შეუძლია, მხოლოდ ერთი აქსესუარითაც კი მდიდრულად გამოიყურებოდეს. მრავალფეროვანი სამკაულები, ტყავის ზონრები ხელზე, ფერადი სათვალეები და ორიგინალური ფერის პიჯაკები ჯონის დამკვიდრებული სტილია, რომელსაც ხშირად “ჰიპ–შიკს” უწოდებენ. დეპი მოდაში საკუთარი კანონებით თამაშობს.

celebrity-image-johnny-depp-243627

იხილეთ ვრცლად>>> ilmfb.wordpress.com



0 comment(s) to... “გემოვნებიანი მამაკაცების ათეული”