ბანალური რეალობა

Posted 3:00 PM by anano in თემები , , ,

 

ავტორი – juzeppe

Bookmark and Share
 

2 წლის წინ ნინისთვის რომ გეკითხათ, შენი შეყვარებული სხვა ქალთან რომ დაწვეს რა რექაცია გექნებაო, გიპასუხებდათ: ”ქორწინებამდე სექსი ჩემთვის მიუღებელია და აბა რა ქნას ნიკუშამ? რასაც მე ვერ მივცემ ქორწილამდე, სხვისგან აიღოს.” 2 წლის და ასე 50 ბოზის მერე იქორწინეს როგორც იქნა. ნინი როგორ ელოდა პირველ ღამეს, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. დასთან ერთად ბაზრობაზეც წავიდა ერთი თვით ადრე და ძალიან სექსუალური პენუარიც იყიდა. მთელი ერთი თვე თითებით იწვალა კლიტორი, თან ოცნებობდა როგორ შემოაგლეჯდა ნიკუშა ამ პერანგს.
ქორწილის საღამოს სიძე ძლიერ დათვრა. იმ ღამეს ნინის პენუარში ეძინა.

2 წლის მერე ნინის პენუარი ყუთში აღმოჩნდა ნაფტალინთან ერთად.
ჩვეულებრივი წყვილი იყო, დაახლოებით ისეთი დღემდე რომ ვერ გაურკვევიათ გემანიის დედაქალაქი ბონია თუ ბერლინი. ნიკა მუშაობდა, ოჯახს არჩენდა. ნინი დიასახლისი იყო, ნიკას შემოტანილს განაგებდა და ასე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ასეთივე ჩვეულებრივი სექსი ჰქონდათ. დადებდა ლოგინზე ნიკა – ნინის, დაედებოდა ზემოდან და 2 წუთში ამთავდებდა ყველაფერს. ასეთ კაცებს ეძახდნენ ჩვენში გამოცდილებს. 12 წლისას ბიძამ წაიყვანა საუნაში (ისევე როგორც ყველა სხვა, გამონაკლისის შემთხვევაში მამებს მიჰყავდათ ხოლმე, უფრო დიდი გამონაკლისის დროს უფროს ძმას, იმაზე უფრო დიდი გამონაკლისას ძმაკაცებთან ერთად მიდიოდნენ და ერთეულები წვებოდნენ მხოლოდ საყვარელ ან მოწონებულ ქალთან უფულოდ, წყანარად და უბიძ-მამა-ძმაკაცოდ). ჭუჭყიან კაფელზე გატანტლდა და სამიზნე ხვრელს მიუახლოვდა. არადა ჯერ 12 წლის იყო, გვარიანად დანძრევაც ვერ მოესწრო ცხოვრებაში. მივიდა, შეყო, იბანავა – გამარჯვების ახალი ფორმულა. ვალმოხდილმა ბიძამ სახლში დატოვა. მთელი ამ ექსპანსიების პერიოდში მხოლოდ სამი პოზა ქონდა ნასწავლი, თვითონ ზემოდათ, ”რაკამ” და თვითონ ქვემოდან. ცოლთან ყველაზე ხშირად პირველს იყენებდა, მეორეს ვერ აკადრებდა და მესამეს – მხოლოდ დაბადების დღეზე.

დღეს რომ ნინისთვის გეკითხათ: ”რას ფიქრობ იმაზე, რომ შენი ქმარი ქალებში დადისო?” გიპასუხებდათ: ”კაცია და გაივლისო.” ნიკა კაცია – ცოლს არ ტყნავს… ხშირად.

წყარო

http://juzeppe.wordpress.com/



0 comment(s) to... “ბანალური რეალობა”